MOXUCI Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 პლატო არ არის ვერა მაგრამ პლატოც და ვერაც თბილისის უბნებია და პლატოელებს ვერელების წინააღმდეგ არაფერი გააჩნიათ.აჭარა ავტონომიური რესპუბლიკაა ვინმეს აქვს რამე საწინააღმდეგო აჭარლების მიმართ? ან პირიქით აჭარლებს აქვთ პრობლემები დანარჩენ საქართველოსთან? ცენტრალიზებული ხელისუფლება თუ ფედერაციის მმართველობით არ შეიზღუდა მივიღებთ იმას რასაც დღევანდელი რეალობა ქვია, არსებობს დოკუმენტური პრეზიდენტი და სინამდვილეში არის აბსოლიტური მონარქი ღმერთს მადლობა არა მუდმივად. ვინ არის მონარქი? სახელმწიფოს მეთაური რომელსაც ერთპიროვნულ დაქვემდებარებაში ყავს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება აბა ეხლა მითხარი რომელი მათგანი არ დადის კაზიოლ სააკიანცის დაკრულზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MOXUCI Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 ბაგრატიონების გვარს დასცინის და თვითონ კი წაყო რქები მეფის ვირტუალურ გვირგვინში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MOXUCI Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 თბილისი ქალაქია მაგრამ რაიონებად ხომ არის დაყოფილი ყველა რაიონს ყავს თავისი გამგეობა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვინმეს შეეშალა ხელი ისნიდან საბურთალოზე გადაადგილებულიყო? ანალოგიური რამეა ფედერაციული მოწყობაც. ბუნტი ამბოხი და საქართველოსაგან გამოყოფა კი თუ რომელიმე კუთხეს მოუნდება ამას ფედერაციის გარეშეც მშვენივრად გააკეთებენ და ფედერაციითაც. ამერიკა და რუსეთი ფედერაციულია ეხლა არ თქვას ვინმემ რომ რომელიმე ასპექტში ვჯობივართ ამ სახელმწიფოებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MOXUCI Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 არც იმის არგუმენტად დახეთქება ვარგა რომ რადგანაც აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკა იყო და სამაჩაბლო კი ავტონომიური ოლქი იმიტომ გაუჩნდათ დამოუკიდებლობის სურვილი არა ბატონებო სეპარატიზმი სხვა თემაა და ოსებსა და აფხაზებს უნიტარულ შემადგენლობაშიც რომ ეცხოვრათ ანუ ავტონომია არ ქონოდათ რაც მოხდა მაინც მოხდებოდა და მიზეზად ერის თვითგამორკვევის უფლებას დაიხვევდნენ ხელზე, ასე რომ ქვეყანას მისი ტერიტორიის ფედერაციული მოწყობა კი არ შლის არამედ სეპარატიზმი ფედერაცია კი სეპარატიზმს ანეიტრალებს და აკავებს ვინაიდან ხალხს უჩნდება გარკვეული ნიშნით იგივე ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით დამოუკიდებლობის გრძნობა. ფედერაციის მეთაურები ცენტრალური ხელისუფლების მეთაურს ემორჩილებიან და თუ ცენტრალური ხელისუფლება სუსტია ისედაც ვერ გააკონტროლებს რეგიონებს და ასედაც. რა? მეგრელებს თუ ამბოხების სურვილი გაუჩნდებათ თავს იმიტომ შეიკავებენ რადგანაც უნიტარულ სახელმწიფოში ცხოვრობენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MOXUCI Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 იურისდიქციის თვალსაზრისითაც გამართლებულია მაგალითად აშშ-ს ერთ შტატში სხვა კანონმდებლობა მოქმედებს მეორეში სხვა. არსებობს ასევე საერთო ფედერალური კანონი რომლის შესრულებაც ყველა შტატისთვის სავალდებულოა, ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციების, ცხოვრების წესის, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით იქმნება კანონი და არა მხოლოდ ერთპიროვნული მეფის ჩვენს შემთხვევაში სააკიანცის გუნება განწყობიდან და ხასიათის ავ კარგობიდან გამომდინარე, აქ ხალხი არ არის დაზღვეული რომ ხვალ პახმელიაზე არ გაიღვიძებს ჩვენი მეფე თავში კიდევ ერთი სირობა არ მოუვა და დამონებულ პარლამენტში არ გაიქცევა საკანონმდებლო ინიციატივით, რა გაუბედავს ვინმე რომ არ მიიღონ და არ აამოქმედონ მისი კანონპროექტი თუ რაა? ასე რომ როდესაც სახელმწიფოზე გვაქვს საუბარი აქ უკვე ამბიციები, ბაში აჩუკი, ქართველნო ხელი ხმალს იკარ და ეგეთი რაღაცეები უნდა დავივიწყოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 მე როგორც რესპი მომხრე ვარ ესპანური მოდელისა,ანუ ასიმეტრიული რეგიონალიზმისა.საქართველოს შემადგენლობაში ყველაზე დიდი უფლებები უნდა ქონდეს აფხაზეთს(თუ გვეღირსა მისი დაბრუნება),შემდეგ აჭარას,შემდეგ ყველა დანარჩენ მხარეს კახეთი,ქართლი,იმერეთი, სამეგრელო და ა.შ. ყველა თანაბარი უფლებებით.არა ავტონომიები,არამედ რეგიონები.ხო ოსებიც შეიძლება სადღაც გავჩხიროთ.რა თქმა უნდა ქართველებისთვის უმჯობესია უნიტარული სახელმწიფო,მაგრამ სხვა კარგი ცხოვრებისგან არ მოდის.ვიცი შეიძლება მითხრან ,რომ ესპანეთში პრობლემები დარჩა:ბასკეთი,კატალონია.თუმცა ამ მოდელმა ის ფრანკოს შემდეგ,რომელსაც ყველაფერი რკინის მუშტით ეჭირა, დაშლას გადაარჩინა.შესაბამისად,არავითარი სამეგრელოს და ჯავახეთის ავტონომია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 MOXUCIგამოვიდეთ საქართველოს რეალობიდან, სამეგრელოს ავტონომია რომ იდიოტიზმია ამას არ უნდა ლაპარაკი, ხოლო რაც შეეხება ჯავახეთის ავტონომიას,სომხური მენტალობისა და იდეოლოგიის გათვალისწინებით ეს უკვე რეალური საფრთხეა მიმართული საქართველოს დაშლისკენ,ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესი ის კი არაა რომ წავახალისოთ ეთნიკური განსხვავებულობანი, ხელი შევუწყოთ სომხური თუ აზერბაიჯანული ენების განვითარებას ან ეთნიკურ თვითმმართველობას, არამედ მომვახდინოთ ამ ხალხის ინტეგრაცია ქართულ სივრცეში, ანუ, ყველა ქართველია ვინც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს-ასეთი პრინციპიდან უნდა გამოვიდეთ,თვითმართველობა კი აუცილებელია,სომეხმაც და აზერბაიჯანელმაც უნდა იცოდეს რომ საქართველო მისი სახელმწიფოა და ის მისთვის უფრო ძვირფასი უნდა გავხადოთ ვიდრე მათი ისტორიული სამშობლო,ეს რა თქმა უნდა დიდ ძალისხმევას და რაციონალურ მიდგომას მოითხოვს ქართველობა უნდა განისაზღვრებოდეს არა ეთნიკურობის არამედ ადამიანის კულტურულ-სოციალური მენტალიტეტით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 22, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 გიორგი68 პატარა ლევონაც ავტონომიის მომხრეა.. :D მერე ნახე ტო რა კაცია ლევონჩიკა : ))) მაგის წყენინება არ იქნების :D fashistiasdsრაღაცეებს არასწორად ხედავ მემგონი, შეიძლება მხედველობის პრობლემების ბრალიც იყოს... პირველად გავიგე რომ სამეგრელოში თურმე რაღაც ეთნიკური პრობლემებია და შეიძლება მეგრელებმა შეიარაღებული დაპირისპირება გაუწიონ სხვა რეგიონებს... მეც მეგრელი ვარ მაგრამ ეგეთი რამ აზრადაც არ მომსვლია რომ მეგრელი ან სხვანი ან რაჭველი სხვადასხვა რასაა ან მათ რაღაცა ჰყოფთ, საქართველოს კუთხეები უფრო უბნებს გავს თბილისში მაგალითად პლატო არ არის ვერა მაგრამ პლატოც და ვერაც თბილისის უბნებია და პლატოელებს ვერელების წინააღმდეგ არაფერი გააჩნიათ... ჯავახეთს რაც შეეხება არანაირი თვითგამორკვევა არ სჭირდებათ მაგათ რომელიმე სომეხს რამე თუ არ მოსწონს შეუძლია გადასახლდეს სასომხეთში და სჯეროდეს რომ მთელი მსოფლიო სომხების შთამომავლები არიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ჯავახეთი რამენაირად დაჩაგრული უნდა იყოს ან რაღაცით ჩამორჩებოდეს სხვა რეგიონებს მე რა სხვა ქართულით ვწერ თუ რაფრაა საქმე? საემგრელოში რომ სეპარატიზმის პოტენციალი არსებობს და რუსეთი ამ თემას მეთოდურად ამუშავებს არ იცით? შეიძლება არ იცით, მაგრამ მე ვიცი, და როცა საუბარი რუსეთის აქტიურობაზეა იქ ნახევარზომები და იგნირირების პოლიტიკა ყველაზე დიდი შეცდომა იქნება შეცდომებს შორის.. მეგრელებს რაც ეხებათ და ჩემი აზრით ეს ხალხი და თავად სამეგრელო კოლხას ისტორიულ სამართლებლივი მემკვიდრეები არიან და არაფერი საერთო ქართებთან-ქართველებთან გენეტიკურად არ აქვთ.. ეს ზღაპრები რომ კოლხები თურმე ქართველური ტომები იყვნენ და რაღაც სისულელეები მოდი რა საკუთარ შვილებს შეტენონ ბოლად ფსევდო ისტორიკოსებმა.. იტოგში სამეგრელოს სახელმწიფოებრიობის ეტაპობრივი აღდგენა ყველა შემთხვევაში გამართლებულია როგორც მეგრული ენის არა თუ რეგიონალურ, არამედ სახემწიფო ენად გარდაქმნა.. იტოგშI მე მითქვავს რუსეთი მუშაობს მეთქი სამეგრეოს მიმართულებით და რუსულ მედიაშI აფხაზეთისა და სამეგრელოს კონფედერაციის თემაც ტივტივებს პერიოდულად, ასე რომ პრევენციაა საჭირო და ამ მხრივ საუკეთესო სვლა სამეგრელოს ავტონომიურ რესპუბლიკად ტრანსფორმირება იქნებოდა.. სამცხე ჯაბახეთი არანაკლებ მნიშვნელოვანი თემაა და იმის გათვალისწინებით რომ არავინ არსად იქიდან არ წავა აუცილებელია სეპარატიზმის პრევენცია და რეგიონის ავტონომიად გარდაქმნის გზით ერევნის პირის ჩალით გამოტენვა.. MOXUCIიდეა კარგია მაგრამ ნაადრევია კაზიოლის ხელში როგორი ავტონომიური რესპუბლიკაც აჭარაა სამეგრელოც ანალოგიური იქნება. აქ ვიღაც ვიღაცეებს ავტონომიურობა ქვეყნის დაშლა ჰგონია ამის პრეცედენტი ქონდა საქართველოს სამეფო სამთავროების სახით ამის უამრავი პრეცედენტი არსებობს მსოფლიოში ფედერაციული სახელმწიფოების სახით თუნდაც იგივე რუსეთი, გერმანია, აშშ ეხლა ჩამოთვლას აღარ დავიწყებ, ქვეყნის ტერიტორიის ფედერალური ელემენტებით მოწყობა არათუ სასურველი საჭიროც კია საქართველოს შემთხვევაში მაგრამ ჯერ ჯერობით სანამ ერთპიროვნული მონარქი უფრო სწორედ ტირანი გვყავს მოსაშორებელი ფედერაციებზე საუბარი ნაადრევად მეჩვენება. 110% გეთანხმები.. მიშპოცა რომ პრობლემაა და კრიმინალური რეჟიმის პირობებში რომ საჭირო გარდაქმნების ეფექტური რეალიზება პრაქტიკულად გამორიცხული საკამათო არ არის.. ნებისმიერ შემთხვევაში საკითხზე ღია საუბარი არაფერსაშავებს, მით უმეტეს რომ დღეს იქნება თუ ხვალ ნებით თუ ძალით, საქართველოს ეტაპობრივი გარდაქმნა კონფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაუვალია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 22, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 MOXUCI შენ პოსტებს გადავხედე თემაში და უნდა ვთქვა რომ ფორუმს შენი სახით საინტერესო ადამიანი და ინტელექტუალური რესურსი შემოემატა.. .............. თემას რაც შეეხება მე პირადად ასე ვხედავ საქართველოს ხვალ ქვეყანა იქნება კონფედერაციული რომელშიც გაწევრიანდებიან სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, სამხრეთ ოსეთი, სამეგრელო, აფხაზეთი და თვისობრივ საქართველო როგორც თანაბარუფლებიანი სუბიექტები. საქართველო გარდაიქმნება ფედერალურ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად კონედერაციის ფარგლებში და კახეთი, ქართლი, იმერეთი და გურია ისარგებლებენ ფედერალური მიწის (რეგიონის) სტატუსით და იქნებიან მაქსიმალურად დამოუკიდებელი ფედერალური ცენტრისგან.. ეს არის საქართველოს მომავალი თუ ჭკვიანები ვიქნებით და გამოწვევების ადეკვატურ პოლიტიკას გავატარებთ. თუ არა და სამცხე-ჯავახეთი და აჭარა სომხეთის კონტროლ ქვეშ გადავა, სამეგრელო აფხაზეთთან ერთად შექმნის კონფედერაციულ სახემწიფოს, სამხრეთ ოსეთი ყაზბეგისა და დუშეთის რაიონებს დაიკავებს და დროის გარკვეულ პერიოდში რუსეთის ფედერაციას შეუერთდება, კონკრეტულად ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.. საქართველოსგან რაც დარჩება ან კვაზი-სახელმიფოდ გააგრძელებს არსებობას ან რუსეთის ნაწილი გახდება.. ასეთი ვარიანტებია.აირჩიეთ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 კი - მხოლოდ სამეგრელოს ავტონომიად გარდაქმნას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 22, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 FRIDRIX სამცხე-ჯავახეთის რატომ არა? როდემდე და რატომ უნდა ქონდეს ერევანს საქართველოზე ზეწოლის ბერკეტი? სამცხე-ჯავახეთისთვის ვტონომიის მინიჭებით, იქ თურქი მესხების სოლიდური რაოდენობის დაბრუნებით და რიგი სხვა მომენტების ამოქმედებით სამუდამოდ ჩაუგდებთ ხმას ერევანს, რა არის ამაში ცუდი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 asdsროდემდე და რატომ უნდა ქონდეს ერევანს საქართველოზე ზეწოლის ბერკეტი? სამცხე-ჯავახეთისთვის ვტონომიის მინიჭებითარანაირი ზეწოლა რამოდენიმე საარმიო დანაყოფის შეყვანა და ყველა აგრესიული და სეპარატისტული მიდრეკილებების მქონე პიროვნებების პასუხისგებაში მიცემა სასტიკი დასჯა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 22, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 FRIDRIXარანაირი ზეწოლა რამოდენიმე საარმიო დანაყოფის შეყვანა და ყველა აგრესიული და სეპარატისტული მიდრეკილებების მქონე პიროვნებების პასუხისგებაში მიცემა სასტიკი დასჯა ....... ხომ იცი რომ ეგ არარეალური პონტია? ძალის დემონსტრაციამ და იარაღის ჟღარუნმა გაუჩალიჩა საქართველოს სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში და არა მგონია იგივე გზით სიარული ღირდეს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 მე ვემხრობი საქართველოს დაშლას და თავიდან აწყობას. ვინდოუსი რომ მაგრად აურევს, მაგის რეესტრების წმენდას და დეელელების ჩითვას, ყოველთვის ჯობია წაშალო და თავიდან დააყენო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MOXUCI Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 მე ვემხრობი საქართველოს დაშლას და თავიდან აწყობას. ვინდოუსი რომ მაგრად აურევს, მაგის რეესტრების წმენდას და დეელელების ჩითვას, ყოველთვის ჯობია წაშალო და თავიდან დააყენო ) ) კაროჩე შენ რომ პოსტებს წერ რანაირი დაგრუზულიც არ უნდა ვიყო მაგარ ხასიათზე ვდგები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.