planetanews Posted January 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/tanki_big-300x173.jpgცხინვალი თბილისისგან შეიარაღებული კონფლიქტის დროს მიყენებული დანაკარგის ანაზღაურებას მოითხოვს . საინფორმაციო სააგენტო “რეს”-ის ცნობით, ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურ თეიმურაზ მამსუროვთან შეხვედრისას განაცხადა. ჩრდილოეთ ოსეთის პირველმა პირმა კოკოითის ოსების გენოციდთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოს შედეგების გამოქვეყნებისა და დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების დასაცავად მოლაპარაკებების დაწყებისაკენ მოუწოდა. კოკოითიმ მადლიერება გამოხატა ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების, ძალოვანი და სამართალდამცავი სტრუქტურების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და რესპუბლიკის ყველა მცხოვრების მისამართით იმ დახმარებისა და მხარდაჭერისათვის, რომელიც მათ ე.წ სამხრეთ ოსეთს აღმოუჩინეს, მათ შორის 2008 წლის მოვლენების დროს “ოსი ერის გენოციდის დამამტკიცებელი დოკუმენტების მოძიებაში.” “საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთისთვის მიყენებული ზარალი უზარმაზარია – რამდენიმე მილიონი დოლარი და ჩვენ ამ ზარალის ანაზღაურებას მოვითხოვთ. გენოციდის ფაქტებიც საკმაოდ შეგროვდა. ეს ყველაფერი დაფიქსირებულია და დოკუმენტურად დასტურდება. ჩვენ კოორდინირებულად უნდა ვიმოქმედოთ, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მომხდარს ობიექტური შეფასება მისცენ”, – ხაზგასმით აღნიშნა კოკოითიმ. როგორც შეხვედრაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმის ლიდერის მრჩეველმა ჟანა ზასევამ განაცხადა, 2008 წლის 15 აგვისტოს შეიქმნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები გენოციდის წინააღმდეგ”. მისი თქმით, მტკიცებულებების სახით შეკრებილია უამრავი ფაქტობრივი მასალა, რომლის მოცულობაც 16 ტომია. “ორგანიზაციაში ქართული აგრესიის შედეგად დაზარალებული 4 ათასზე მეტი ადამიანი გაწევრიანდა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 3 000-ზე მეტი მეტი განაცხადი წარედგინა, თუმცა აქედან 1500-ის წარმოებაში მიღებაზე უარი გვითხრეს. ამჟამად, სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძალისხმევით, 12 განცხადება ევროპულ სასამართლოში რეანიმირებულია”, – განაცხადა ზასევამ. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts