planetanews Posted January 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/201010181422-300x191.jpgბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის დღეს ევროკავშირის ელჩები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ. დღეს ევროკავშირის ელჩები პროტესტის ნიშნად ლუკაშენკოს ინაუგურაციას არ დაესწრებიან. ისინი ვილნიუსში გამგზავრებას გეგმავენ, სადაც 20-22 იანვარს წამყვანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაწილეობით კონფერენცია იმართება. ფორუმზე ბელარუსიაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. 19 იანვარს ევროპარლამენტში ბელორუსიის სიტუაციასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა, რომელზეც დეპუტატები ბელორუსი ჩინოვნიკების სანქცირების ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოვიდნენ. ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება სანქციების დაწესების შესახებ 31 იანვარს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული. როგორც ცნობილია, ბელორუსიის ხელისუფლებამ გასული წლის 19 დეკემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ოპოზიციის მიტინგი დაარბია და ოპოზიციონერი კანდიდატების უმრავლესობა დააპატიმრა, რასაც ევროკავშირის და აშშ-ის მკაცრი პროტესტი მოჰყვა. პირWელი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts