planetanews Posted January 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2011 დილიდან დევნილების გამოსახლების პროცესი სამი ობიექტიდან მიმდინარეობს, ესენია: ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტალი #8ა, ყაზბეგის #25ა, ყიფშიძის #34. ,,კონსერვატიული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ გამოსახლება წყნარად მიმდინარეობს. ,,ადამიანები აპროტესტებენ რამდენადაც შეუძლიათ, მაგრამ ძალები აშკარად ერთი ათზეა და მატი პროტესტი ეფექტური არ არის. ალყაშემორტყმულია მთელი შენობა. არ უშვებენ ევროკავშირის წარმომადგენლებს, არ უშვებენ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ამ მხრივაც ეს პროცესი უკანონოა’’, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი. ჩხარტიშვილის თქმით, იმ დევნილებიდან, რომელთა გამოსახლებაც ახლა მიმდინარეობს, მხოლოდ ნაწილს შესთავაზეს ალტერნატიული ფართი რეგიონებში. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts