Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - გამოსახლებული დევნილების ნაწილი რეგიონებში წასვლას არ აპირებს


Recommended Posts

ყაზბეგის ქ. #25ა–ში მდებარე სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობიდან დევნილების გამოსახლება ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

 

შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. ამ წუთებში სატვირთო ავტომანქანებით შენობიდან დევნილთა ნივთები გამოაქვთ. გამოსახლების პროცესი შეხლა–შემოხლის გარეშე მიმდინარეობს.

 

ყაზბეგის ქუჩიდან გამოსახლებულ დევნილებს საცხოვრებელ ფართებს სამეგრელოს რეგიონში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო ეწერში თავაზობენ. დევნილების ნაწილი ფოცხო ეწერში წასვლას არ აპირებს – ისინი ამბობენ, რომ ისევ თბილისში დარჩებიან, სადაც უკვე ადაპტირებულები არიან გარემოსთან და დროებით ნათესავებთან იცხოვრებენ.

 

სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში 72 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, აქედან 18 – აღნიშნულ შენობაში 1993 წლის შემდეგ იმყოფება. დღევანდელი გამოსახლების პროცესი ამ 18 ოჯახს არ შეეხება, ამის თაობაზე მათ გუშინ საღამოს 8 საათზე სამართალდამცავებმა აცნობეს, რომლებმაც დანარჩენი ოჯახები მოსალოდნელი იძულებითი გამოსახლების თაობაზე გააფრთხილეს.

 

დევნილები ამბობენ, რომ სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და შესაბამისად, 18 ოჯახი შენობაში მანამდე დარჩება, სანამ სამინისტრო ამ შენობას გაასხვისებს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...