Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - წყალტუბოს გამგებელი ბიბლიოთეკების დახურვის შესახებ


Recommended Posts

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 34–დან მხოლოდ 5 ბიბლიოთეკა დარჩება. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს წყალტუბოს გამგებელმა ოთარ ჩიტაიშვილმა მიაწოდა.

 

„ეს 34 ბიბლიოთეკა სოფლებში იყო, სადაც ქუდი რომ შეეგდო ვინმეს, გამოსატანად არ შევიდოდა არავინ. ახლა ჩვენთან მიდის ოპტიმიზაცია, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება: ყოველ 30 ათას მაცხოვრებელზე არის გათვალისწინებული 1 თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა. ამ ლოგიკით წყალტუბოში უნდა იყოს 2 ბიბლიოთეკა, მაგრამ ჩვენ ვცდილოვთ, რომ 5–6 იყოს და თანაც აღვჭურვოთ ისინი თანამედროვე ტეექნიკით, ერთი უკვე აღვჭურვეთ და არის ქალაქ წყალტუბოში შესანიშნავი ბიბლიოეთეკა“ – აცხადებს ოთარ ჩიტაიშვილი.

 

წყალტუბოს ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ 5 ბიბლიოთეკა დაფინანსდება. აქედან ერთი იქნება ქალაქ წყალტუბოში და თითო–თითო სოფლებში – ოფურჩხეთი, დერჩი, მაღლაკი და გეგუთი.

 

წყალტუბოში 34 ბიბლიოთეკის დახურვის თაობაზე დღეს ინფორმაცია პარლამენტის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა გაავრცელა.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...