planetanews Posted January 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2011 დევნილები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში პარლამენტის წინ იკრიბებიან. "კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ თუ აქციაზე დევნილთა ნაწილი ვერ მოვა, აქცია სიმბოლური ფორმით მაინც ჩატარდება. ამჟამად პარლამენტთან იმყოფებიან "ხალხის პარტიისა" და "კონსერვატიული პარტიის" წევრები, ასევე, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა. მათი თქმით, პარლამენტის წინ კარვების გაშლა-არგაშლის საკითხს დევნილები თავად გადაწყვეტენ. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, აქციაზე რამდენი ადამიანი მივა. დამატებით ინფორმაციას აქციაზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ნეტგაზეთი კვლავ მოგაწვდით. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts