planetanews Posted January 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2011 მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს დღეს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა 5-კილოვოლტიან გადამცემ ხაზებზე „ვერა-1″ და „ვერა-2″ პროფილაქტიკურ-გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო მოხდება. შეეზღუდება შემდეგ უბნებში განხორციელდება: რუსთაველის გამზირი, გრიბოედოვი, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ვირსალაძის, ბროსეს, ლაღიძის, აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, კონსტიტუციის, უზნაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს და ორგანიზაციებს. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ ორგანიზაციებს კომპანია `თელასმა” წინასწარ უკვე აცნობა. სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts