planetanews Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 საიას იურისტის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, დევნილების გამოსახლებისას დაკავებული 6 ადამიანის სასამართლო პროცესი ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.ლალი პეტრიაშვილი დაკავებულების ადვოკატია. ის ამ დროისთვის პროცესზე იმყოფება. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელი მანუჩარ სიგუა, პოლიტიკური პარტიის თავისუფალი საქართველოს წევრი გულადი (გია) ყრუაშვილი და 4 დევნილი ქალბატონი მოსამართლე ნინო შარაძის ბრძანებას ელიან, შეეფარდებათ თუ არა მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა. ქურდოვანიძე ამბობს, რომ არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუმცა, სავარაუდოდ, დაკავებულებს ბრალს სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის უყენებენ. საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ დაკავებულთა სასამართლო პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts