planetanews Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, დევნილთა მხარდასაჭერი აქცია დაიშალა. აქციაზე, რომელიც დღეს 2 საათზე დაიწყო, კარვების გაშლა იგეგმებოდა, თუმცა დღის ბოლოს აქციის მპონაწილეები დაიშალნენ და სამომავლო სამოქმედო გეგმაზე ჩამოყალიბება ხვალ დღის 2 საათისთვის გადადეს. აქციის მონაწილეთა შორის დევნილთა სამოქალაქო მოძრაობისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. დღევანდელი აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბაგების სტუდქალაქიდან დევნილების ოჯახები გამოასახლეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ შეხლა–შემოხლის დროს 5 დევნილი დააკავა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts