planetanews Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 წინა წლის რეზოლუციაში მხოლოდ 3 რამე ვინატრე და არც ერთი არ გამომივიდა. უბრალოდ მოვყვები რა მოხდა მთელი წლის განმავლობაში:იანვარში მონაწილეობა მივიღე “ნიჭიერი”-ს ბლოგერების კონკურსში, მაგრამ ვერ გავიმარჯვე. ასევე იანვარში ჯერ კიდევ იმედი მქონდა რომ ჩემი ოჯახური ცხოვრება გადარჩებოდა. თებერვალში გავხდი 23 წლის, სახლიდან წამოვედი და დავბრუნდი მშობლების სახლში. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი დაიკავა ახალმა სამსახურმა. საშინელი ანტიპათია გამივითარდა ზოგადად ქორწინების მიმართ და დამეკარგა სიყვარულის არსებობის რწმენა. მარტის დასაწყისში სტუმრად მიმიწვიეს საბავშვო ამბების გადაღებაზე. პირად ცხოვრებაში სრული ქაოსი იყო. გავუცხოვდი ოჯახის წევრებთან. სამსახურში ყოველ დღე გვიანობამდე ვრჩებოდი, სახლში მოსვლას გავურბოდი. ბოლოს დავასკვენი, რომ ყველა სიკეთესთან ერთად ჩემი ოთახი მიშლიდა ნერვებს. იქვე წამომეწია იმედის მოდელირებული ქრონიკა. ამ სიცარიელეებს ვავსებდი სამსახურით, სოციალური მედიით და ბლოგინგით. თუმცა ღამ-ღამობით კოშმარებს მაინც ვერ გავურბოდი. მარტის ბოლოს – ცხოვრება მეზარებოდა. აპრილში წლის ყველაზე დიდი მოვლენა მოხდა. თბილისში სიაშუე (Xiaxue) ჩამოვიდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებული პოსტები: I am blessedI’m hereShe’s hereVisit: ნაწილი Iვიზიტი: ნაწილი IIXiaxue’s Guide to life – Part IXiaxue’s Guide to life – Part IIAnd She’s Goneრატომ მიყვარდა სიაშუე?კიდევ აპრილში მივხვდი, რომ Lady Gaga შემიყვარდა. მაისში დამპატიჟეს “ოცნების ქალაქის” პრემიერაზე, გავხსენი ახალი ბლოგი, სულ მთლად გავუბერე, სასოწარკვეთილი ვებღაუჭებოდი მცირეოდენ პოზიტივებსაც, ვადანაშაულებდი ყველას და ყველაფერს. ივნისში ლატარეაში 160 ლარი მოვიგე, რომლის დახარჯვასაც ერთი ბიჭის სადაბადებისდღეო საჩუქარზე ვაპირებდი, რომელიც რამდენიმე დღეში დამშორდა. ისევ დამეწყო დეპრესია და სახლის მელანქოლია. ამას დაემატა “Sex and the City”-ს პრემიერა, რომელსაც ღმერთმა იცის როგორ ველოდი, მაგრამ ჩამიფლავდა (რატომ და როგორ ბლოგზე არ დამიწერია). ეჭვი მაქვს, თინიმ ამავე პერიოდში გადაწყვიტა, რომ ჩემთან მეგობრობა აღარ ღირს, I am a friend with way too much baggage. თვის ბოლოს ბლოგერებთან ერთად ექსკურსიაზე ვიყავი – ჩარგალში. შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს მიწვევით - ქართული ბლოგინგის დღეებზე - კვარიათში. ასევე ჩავაბარე მაგისტრატურის მისაღები გამოცდები კავკასიის უნივერსიტეტში სტრატეგიული კომუნიკაციების ფაკულტეტზე. ივლისში ჩავატარე tweet.ge-ს პრეზენტაცია და პირველი სოციალური მედიის საერთაშორისო დღე. თვის ბოლომდე ძლივს მივათრიე კიდევ ერთი თითიდან ძალით გამოწოვილი Fail ურთიერთობა. აგვისტოში ყელში ამომასხა ოჯახის ზედამხედველობამ. რელაქსაციაში მეხმარებოდნენ დაქალები. ბლოგზე თითქმის არაფერი მიწერია იმის შესახებ, ბათუმში რომ ვიყავი მივლინებით tweet.ge-სადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩასატარებლად. იმიტომ არა, რომ გა-fail-და, არამედ იმიტომ, რომ ბლოგის ნერვები აღარ მქონდა. მადლობა ღმერთს, სანამ მე ბათუმში ვიყავი, დედაჩემმა ჩემი ოთახი გაარემონტა. სექტემბერში გავაკეთე აღმოჩენები, დავიწყე მაგისტრატურაში სწავლა, გადავწყვიტე, რომ ყველა კაცი ერთნაირია და ამაზონიდან გამოვიწერე ყველაზე “სასოწარკვეთილი” წიგნები, რაც კი შეიძლება არსებობდეს დედამიწის ზურგზე. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია უიმედოდ შეყვარებული ვყოფილიყავი ბიჭზე, რომელთანაც ჩემი ყოფნა გამორიცხული იყო. ოღონდაც ეს ყველაფერი მხოლოდ 15 სექტემბრამდე, რის შემდეგაც ყველაფერი შეიცვალა. ოქტომბერში მივატოვე “სინგულარი”, გადავედი “საქართველოს ბანკში” და ვიყავი ბედნიერი. ნოემბერში მქონდა დატვირთული სოციალური ცხოვრება და ვიყავი ბედნიერი. დეკემბერში ექიმმა ბოლოს და ბოლოს გამომიწერა სათვალე კითხვისთვის, გავეცი რამდენიმე რადიო ინტერვიუ, ჩავწერე სიმღერა, ჩავატარე ბლოგერების კარაოკე, ავიღე სახელმწიფო გრანტი ჩაბარებული მისაღები გამოცდების მიხედვით და ვიყავი ბედნიერი. ერთადერთი რეზოლუცია მაქვს ამ წლისთვის: მეტი ბლოგინგი. ესეც ჩემი მთელი წლის მანძილზე გადაღებული “დღის ფოტოები”: Tweethttp://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/yozGQnOd7Lc ეწვიეთsweet.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.