Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ინფლაცია მძვინვარებს, მთავრობა უმოქმედოდაა


Recommended Posts

ინფლაცია რომ იყო მოსალოდნელი, ეს საქართველოს პრეზიდენტმა უკვე აღიარა და 2011 წლისთვის სპეციალური პროგრამის შემუშავებაც მოხდა ფასების დონის ზრდასთან საბრძოლველად. თუმცა ეს პროგრამა ჯერჯერობით არ არის გაწერილი. ვითარება კი ყოველდღიურად უარესდება.

 

გაზიარება

[ნოდარ ჭიჭინაძე. 23:56 15-01-2011]

http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TTH6oCRlS3I/AAAAAAAAEVc/KOsolJaH_xU/s200/4a213d866e2b.jpgმართალია ეროვნული ბანკი აცხადებდა, რომ გაზაფხულისთვის სიტუაციას დაასტაბილურებდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს. 2010 წლის დეკემბერში მსოფლიო ბაზრებზე სურსათზე რეკორდული ფასები დაფიქსირდა. ამას ემატება დოლარის ბოლოდროინდელი გამყარება, რაც, ბუნებრივია, იმპორტს გააძვირებს. ეს კი იმ ქვეყნისთვის, რომლის მთლიანი მოხმარების 70-75%-ს იმპორტი შეადგენს, საკმაოდ უარყოფითი მოვლენაა.

აღსანიშნავია, რომ ფასების რეკორდული ზრდის ფონზე ეროვნულმა ბანკმა დეკემბრის თვეში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსის 11,2%-იანი ზრდა დააფიქსირა. მაგრამ რეალობა სხვაა და ამას თითოეული ჩვენგანი კარგად გრძნობს.

პურპროდუქტებზე ფასები სხვადასხვა სახეობის მიხედვით დაახლოებით 10-20%-მდე გაიზარდა, ხორბლის ფქვილის ფასი 30-35%-ით, მცენარეულ ზეთებზე და ცხიმებზე 42-45%-ით, კვერცხის ფასები საშუალოდ 20%-ით გაიზარდა. იზრდება თამბაქოს, საწვავის, მგზავრობის, კომუნალური გადასახადების და სხვა პროდუქტებისა თუ მომსახურების ფასები.

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ტიპური მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურების კალათაში დიდი წილი სწორედ სასურსათო პროდუქციას უჭირავს. მასზე კი, როგორც ზემოთ აღინიშნა ფასები რეკორდულად გაიზარდა. რეალურად მოსახლეობა ფასების თავალსაზრისით საკმაოდ დაიჩაგრა და დაზარალდა.

საინტერესო აქ ის არის, რა საჭიროა ინფლაციის დასათვლელად ისეთი სამომხმარებლო კალათის გამოყენება, რომელიც ინფლაციის 11.2%-იან (რამდენად რეალურია ეს მაჩვენებელი კიდევ საკითხავია) ზრდას აფიქსირებს. რეალურად კი ქართველი მომხმარებელი სასურსათო პროდუქციაზე ინფლაციის მაჩვენებელზე ორმაგად და უფრო მეტად გაზრდილ ფასს იხდის.

თუ თავს ვიტყუებთ, კი, ბატონო! მაშინ ხომ არ ჯობს კალათაში ისეთი პროდუქტები შევიტანოთ, რომლებიც დღეისათვის არ ხასიათდება ფასების ზრდის ტენდენციით?!

"ბანკები და ფინანსები"

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-6053438170547474016?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...