planetanews Posted January 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2011 ზუგდიდი-ხობის საავტომობილო მაგისტრარზე 2 საათის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა. გაზიარება[18:58 16-01-2011]http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TTMER8TvSPI/AAAAAAAAEVk/NL52ROjg2Co/s200/avaria.gifროგორც შემთხვევის ადგილზე მისულმა ჟურნალ "ღია ბოქლომის" კორესპონდენტმა გაარკვია თბილისისკენ მოძრავ ჯიპს "ოპელისა" და "გოლფის" მარკის მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.6 მგზავრი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავებული - გივი გოლეთიანი და იესე ფალიაშვილი ზუგდიდში, წმინდა ლუკას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.როგორც ექიმებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას ოპერაცია უტარდება, ხოლო მეორე დაშავებულს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ ჟურნალ "ღია ბოქლომის" და ტელეკომპანია "მაესტროს" კორესპონდენტებს პროფესიული მოვალეობის შესრულების უფლება არ მისცეს. სამეგრელო–ზემო სვანეთის საპატრულო სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ბელქანიამ ჟურნალისტ ნანა ფაჟავას ძალის გამოყენებით ტერიტორია დაატოვებინა, რიგითმა სამართალდამცავებმა კი ილია ჩაჩიბაიასთვის ფოტოაპარატის წართმევა სცადეს. ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ხობის პოლიციის უფროსმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა...http://4.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TTMGkDHCI7I/AAAAAAAAAMs/7EE2wA13bLQ/s400/Image030.jpghttp://4.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TTMGj7njs3I/AAAAAAAAAMk/_TXKVnbNWvk/s400/Image035.jpghttp://1.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TTMGlBHnY-I/AAAAAAAAANE/-1qDuy-HWJk/s400/Image033.jpghttp://2.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TTMGkkSe0cI/AAAAAAAAAM8/rFldqHUodGU/s400/Image032.jpghttp://3.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TTMGkQjwefI/AAAAAAAAAM0/jbu45ekgvd0/s400/Image031.jpghttp://4.bp.blogspot.com/_HuMu3f0Na_I/TTMG3ZZFEZI/AAAAAAAAANM/5Doq45dkqnw/s400/Image034.jpghttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts