Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- მთავრობის ანტიინფლაციური პროგრამა შესაძლოა, მხოლოდ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერის დარიგებით შემოიფარგლოს


Recommended Posts

მთავრობის ანტიინფლაციური პროგრამა შესაძლოა, მხოლოდ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერის დარიგებით შემოიფარგლოს.

 

გაზიარება

[18:43 17-01-2011]

http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TTRVf4kn9GI/AAAAAAAAEWY/6-b0TRVuzxY/s200/mtavrobis%2Bgegma.jpgსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის პრეს-სამსახურის უფროსი ნიკო მჭედლიშვილი მთავრობის ანტიინფალციური პროგრამის შინაარსის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

"ამის შესახებ არაფერი ვიცი. ვერაფერს გეტყვით", - განუცხადა "პირWელს" მჭედლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანტიინფალციური პროგრამის შექმნა მთავრობას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაავალა.

გასული წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე კი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის ვაუჩერების გადაცემის ინიციატივით გამოვიდა.

გილაურის თქმით, ინფლაციური პროცესებისგან მოსახლეობის დასაცავად მთავრობამ რამდენიმე ვარიანტი განიხილა და არჩევანი ელექტროენერგიაზე შეაჩერა.

"საუბარია იმაზე, რომ ყველა ოჯახი ელექტროენერგიის 20-20 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომელსაც ისინი მოხმარებული დენის საფასურის გადასახდელად გამოიყენებენ. ეს რა თქმა უნდა, პრობლემას ვერ მოხსნის, მაგრამ გარკვეულწილად მოსახლეობას დავეხმარებით", - განაცხადა გილაურმა და დასძინა, რომ აღნიშნული პროგრამა მთავრობას დაახლოებით 20-დან 25 მილიონ ლარამდე დაუჯდება.

"20 ლარი - ეს არის ელექტროენერგიის დაახლოებით ერთი თვის საშუალო მოხმარება და თუ ეს ინიციატივა დამტკიცდა, მზად ვიქნებით, რომ თებერვალში ის უკვე განვახორციელოთ", - აღნიშნა გილაურმა.

"პირWელი"

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-7897131379645948648?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...