Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) პეპე:”მე ვიქნები ნათელი მომავლის ნაწილი”


Recommended Posts

http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01425/Pepe_Reina_1425932c.jpg

 

 

როგორც ლივერპულის კარის დარაჯი წინასწარმეტყველებს, ლივერპული სულ მალე განათდება და იგი ამ განათებული ლივერპულის ნაწილი იქნება.

 

 

როგორც ესპანელი აცხადებს არსებობს კონკრეტული მიზეზები რის გამოც ფანები არ უნდა იყვნენ იმედგაცრუებულები. თავიდან უნდა აშენდეს ისეთი ლივერპული რომელიც იბრძოლებს ტიტულებისათვის და ყველა მეტოქის დამარცხებას შეძლებს.

 

 

პეპე:”ძალიან კარგია, ყველაფერი ძალზედ იმედიანად გამოიყურება, ლივერპულის ახალმა მფლობელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ ყველაფერი, რადგანაც შეძლონ და შექმნან კლუბში ისეთი საოცარი ატმოსფერო რომლის დახმარებითაც ლივერპული კვლავ დაიბრუნებს ძველ დიდებას”. “მე ძალიან დარწმუნებული ვარ იმაში რომ ლივერპულის მფლობელეს შესწევთ იმის ძალა შექმნან იდეალური ატმოსფერო კლუბში”.

 

 

“ამ მომენტში ვერ გამოვიყურებით კარგად, ბუნებრივია ძალიან რთულია ამ ყველაფრის მერე დარჩე პოზიტიურად განწყობილი, მაგრამ ეს არის ფეხბურთი ფეხბურთში კი ყოველდღიურად უნდა იბრძოლო რადგანაც გახდა უძლიერესი კლუბი”. “ჩვენ ყველანი ერთ გემში ვზივართ და ერთი მიმართულებით მივცურავთ, ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს, გვინდა გავხდეთ ძალიან ფეთქებადები და მივიღოთ კარგი შედეგი”. “ისტორიას ფეხბურთელები ქმნიან მე ყველა ჩემ თანაგუნდელს გვერდში ვუდგავარ, მეც მათთან ერთად ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას”.

 

 

“მე შარშან ზაფხულს ახალი 5 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და არსად წასვლას არ ვაპირებ”. “მე მინდა გავხდე ისტორიის ნაწილი მოვიგო ტიტულები, ისეთი ტიტულები რომელიც საუკეთესოა ევროპაში, მინდა ვითამაშო პლანეტის საუკეთესო მოთამაშეებთან ერთად, მაგრამ რა კრიზისშიც არ უნდა ვიყოთ მე ყოველთვის ოპტიმისტი ვიქნები, და ყოველთვის დადებითად ვიქნები განწყობილი”.

 

 

რეინა 20102011 წლის სეზონსაც ოპტიმისტურად უყურებს, მისი თქმით კლუბს სჭირდება ახალი ფეხბურთელები და დარჩენილ მატჩებში ყველაფერი გამოსწორდება.

 

 

“რათქმაუნდა საზიზღარი სტარტი გვქონდა პრემიერლიგაში ამის უარყოფა უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით კლუბის აღდგენას და ტავიდან აშენებას”. “ბოლო რამდენიმე კვირაა აშკარად იგრძნობა კლუბის გაუმჯობესება”. “მე იმის იმედათ ვრჩები რომ ჩვენი დროც მალე დადგება”.

 

 

“რაღაც მომენთში ვთვლით რომ სეზონი ახლა დაიწყო, ეს სეზონი ძალიან გრძელია, მალე ისე შედეგები დაფიქსირდება რომლის გამოცნობა უბრალოდ შეუძლებელი იქნება”. “ერთი რამ რაშიც ძალიან ძლიერები ვართ ეს არის ჩვენი საშინაო მატჩები, აუცილებელია გავაუმჯობესოთ გასვლითი თამაშები ეს აუცილებელია”.

 

 

“თუ ვინმეს ეხლა თამაშის გაუმჯობესება სჭირდება და რაც შეიძლება სწრაფად ეს კლუბი სწორედაც ლივერპულია”.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...