planetanews Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ლადო ათანელი ხვალ, მადრიდში, პლასიდო დომინგოს 70 წლის იუბილეზე იმღერებს. როგორც ,,ექსპრესნიუსს” ათანელის საქველმოქმედო ცენტრის ხელმძღვანელმა, ციცო ჯაფარიძემ აცნობა, პლასიდო დომინგომ ათანელი თვითონ მიიწვია კონცერტში მონაწილეობის მისაღებად. მისივე თქმით, კონცერტზე, რომელსაც ესპანეთის მეფე, ხუან კარლოსი ოჯახთან ერთად დაესწრება, სქართველოდან მხოლოდ ათანელი მიიწვიეს. ,,მე ძალიან მიხარია, რომ წილად მხვდა პატივი მემღერა ამ იუბილეზე. ბევრი ცნობილი მომღერალი ვერ მოხვდა ამ კონცერტზე და ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. ასევე მახარებს ის ფაქტი, რომ კონცერტის შემდეგ ბანკეტზე მიმიწვიეს მე, ჩემს მეუღლესთან, მანანა ჩიქოვანთან ერთად,”- განაცხადა ცნობილმა ბარიტონმა, ლადო ათანელმა. მისივე თქმით, პლასიდო დომინგომ ათანელს პირად საუბრებში განუცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია ბათუმში ვიზიტით, აღფრთოვანებულია ქართული სტუმართმოყვარეობით და საქართველოს პრეზიდენტით და დიდი სურვიული აქვს მიწვევა მიიღოს და კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს, ახლა უკვე საქართველოს დედაქალაქში, თბილისში. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/rig_ataneli-150x150.jpgცნობილი ბარიტონი, ლადო ათანელი თბილისში მარტში დაბრუნდება. 16-20 აპრილს იგი ვოკალისტთა რიგით მეორე კონკურსს ჩაატარებს, ხოლო 27 აპრილს გალა კონცერტი გაიმართება, სადაც იტალიელი მომღერლები, ნორმა ფანტინი და ვალასტერ საკრი იმღერებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts