planetanews Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/images4.jpegკომპანია „სილქნეტი“ ქვემო ქართლის აბონენტებს განსხვავებული სატარიფო სქემას და მრავალფეროვან სერვისებს თავაზობსთბილისი 20 იანვარი 2011 – კომპანია “სილქნეტი” ქვემო ქართლის რეგიონის აბონენტებს 1 თებერვლამდე განსხვავებულ სატარიფო გეგმას თავაზობს. გეგმა ითვალისწინებს უფასო ინტერნეტ–ინსტალაციას რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის აბონენტებისთვის. აბონენტებს საშუალება ეძლევათ უფასოდ ჩაერთონ სერვისში და აირჩიონ 6 სააბონენტო პაკეტიდან სასურველი. კომპანია „დსლ–ინტერნეტს“ 6 პაკეტით თავაზობს მომხმარებელს. ტარიფები სიჩქარეების მიხედვით ნაწილდება და 10 $ – 35$ მერყეობს. დსლ–ტექნოლოგიით მიწოდებული მაქსიმალური სიჩქარე 8 მგბ/წმ–ია.ტარიფის გარეშე ინსტალაცია მეორე თვეა მიმდინარეობს რეგიონში და კომპანიის ამ შემოთავაზებით უკვე 400–მდე აბონენტმა ისარგებლა.ამავე დროს, კომპანიამ აღნიშნულ რეგიონში მოახდინა სატელეფონო სადგურების ციფრული ტექნოლოგიებით შეცვლა და დეკემბრის თვიდან ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის აბონენტებს ციფრული სადგურებით ემსახურება.„ბოლნისის, დმანისის და თეთრიწყაროს მოსახლეობას მიეცა საშუალება ინტერნეტ–სერვისით ისარგებლოს. კომპანიის მიზანია რეგიონებს შეთავაზოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. დღეისათვის „სილქნეტის“ ინტერნეტ სერვისი ხელმისაწვდომია 60–მდე ქალაქში. კომპანია გეგმავს საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის სოფლის მოსახლეობისთვისაც ინტერნეტ–სერვისის მიწოდებას როგორც DSL, ასევე უკაბელო ტექნოლოგიით“ – განაცხადეს „სილქნეტში“.საახალწლოდ კომპანია „სილქნეტის“ფიქსირებულ სატელეფონო ქსელში ჩართვა თბილისსა და რეგიონებში 40 ლარი გახდა. იგივე ტარიფი მოქმედებს უკაბელო ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სატელეფონო სერვისზე ჩართვისას (აპარატის შეძენა 25 ლარი, სერვისის აქტივაცია 15 ლარი). ინტერნეტის (1X–153კბ/წმ სიჩქარით) ინსტალაციის საფასური 5 ლარია.ქვემო ქართლში უკაბელო სატელეფონო სერვისით სარგებლობა რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის და თეთრიწყაროს რაიონებშია შესაძლებელი. სერვისის უპირატესობებია: უფასო საუბარი შიდა ქსელში, ყველაზე დაბალი ტარიფები მობილურსა და საერთაშორისო ზარებზე, მარტივი ნუმერაცია, SMS სერვისით სარგებლობა, დამატებითი მომსახურებების გააქტიურების შესაძლებლობა გადახდის მარტივი სისტემა (სერვის ცენტრები, კომერციული ბანკები, სწრაფი გადახდის აპარატები, ინტერნეტ–ბანკინგი) ჯერ საუბრობთ, შემდეგ იხდით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts