planetanews Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/devnil1-150x150.jpg,,თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლებისაგან დევნილების გამოსახლების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლება განაგრძობს საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას და იმ უკანონო ქმედებების განხორციელებას და ლტოლვილთა ჩასახლების ადგილებიდან მათი მასობრივი გამოდევნა და გადაყვანა გაურკვეველი მიმართულებით ხდება. ,,გაუგებარია თუ რატომ მიმართავს ამ უკანონო და ანტიჰუმანურ ზომებს ხელისუფლება თავისი იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთაც ისედაც დიდი განსაცდელი დაატყდათ თავს და უკვე რამდენი წელია უშედეგოდ ცდილობენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას. ან რა მიზანი აქვს ამ აქციის შუა ზამთარში განხორციელებას. დღეს ასახლებენ ძირითადად იმ დევნილებს, რომლებმაც საცხოვრებელი მიხეილ სააკშვილის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად, 2008 წლის ომის დროს დაკარგეს,”- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე თქმით, ,,თავისუფალი დემოკრატები” გმობენ ხელისუფლების ამგვარ ვანდალურ ქმედებას და მოითხოვენ ხელისუფლებამ ამ ადამიანებს მათთვის მისაღები რეალური ალტერნატივა შესთავაზოს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts