planetanews Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/img-150x150.jpgგლდანში ქერჩის ქუჩა # 3 მცოხვრები დევნილები შველას ითხოვენ როგორც “ექსპრესნიუსს” დევნილებმა განუცხადეს, ისინი მიმართავენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რათა არ მოხდეს მათი ძალისმიერი განსახლება ქერჩის ქუჩა # 3 მდებარე კორპუსიდან. დევნილები აცხადებენ, რომ მათან რამდენიმე საათის წინ მივიდნენ გლდანი ნაძალადევის და ავჭალის პოლიციის განყოფილებიდან და ხვალ დილის 7:00 შენობის დაცლა მოსთხოვეს. დევნილები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. აღსანიშნავია, რომ გლდანში ქერჩის ქუჩაზე მდებარე შენობაში ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ქალბატონი 15 წელია საწოლს არის მიჯაჭვული. დევნილების ცნობით, შენობაში 14 ოჯახის განსახლება იგეგმება. ისინი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პოლიციის აკადემიის გვერდით კორპუსებში ცხოვრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ დილის 7:00 საათზე გამოსახლება იგეგმება ყაზბეგის გამზ.#25-ში მდებარე სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილი საერთო საცხოვრებელი, ვაჟა-ფშაველას მე-3 მ/რ-ში და ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე დევნილების საცხოვრებელი შენობა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts