Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- “ვახო სანაიას რეპორტაჟის” გუნდი ახალ სატელევიზიო პროექტზე მუშაობს


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/a26b8ccaeebcde5cb23249df9f4219e4.jpgპირველი არხზე თებერვლიდან ახალი თოქ-შოუ დაიწყება, რომელიც ევროინტეგრაციისა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებს შეეხება .<br style="padding: 0px; margin: 0px;" />პროექტის ავტორი და კოორდინატორი რუსუდან ვაშაკიძე და “ვახო სანაიას რეპორტაჟის” გუნდია. სატელევიზიო გადაცემას ჟურნალისტი ვახო სანაია წაიყვანს. გადაცემის აუდიო ვერსია “რადიო 1″-ის ეთერშიც გავა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც ეხებოდა სატელევიზიო გადაცემების მომზადებას ევროინტეგრაციისა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />პროექტის მიზანია ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საზოგადოების ინფორმირებულობა ასევე მნიშვნელოვანია “აღმოსავლეთის პარტნიორობის”. საქართველოსა და ევროკავშირის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობის ახალი პლატფორმის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დონის ამაღლებას.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />საქართველომ დაიწყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები. მალე დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ასევე, ხელი მოეწერება შეთანხმებებს სავიზო რეჟიმის გამარტივების და რეადმისიის შესახებ. გადაცემებში მიმოხილული იქნება, თუ რას ნიშნავს ეს პროცესი და რა დადებითი მხარეები აქვს ამ ფაქტს, როგორია საქართველოს მოსახლეობის მზაობა, პასუხისმგებლობა და მოლოდინები. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />სატელევიზიო პროექტის განხორციელება და ტელე-რადიო დისკუსიის დაწყება უზრუნველყოფს ამ პროცესის გამჭვირვალობას და ქართული საზოგადოების ინტეგრაციის პროცესში ჩართულობას. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />ავტორების განცხადებით, ახალი სატელევიზიო თოქ-შოუ ხელს შეუწყობს საჯარო დისკუსიების გამართვას ხელისუფლების, პოლიტიკურ პარტიების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელებს შორის.

 

IPN

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...