planetanews Posted January 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/saakashvili111-300x206.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის კონგრესში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ის წარმომადგენელთა პალატის ახლად არჩეულ თავმჯდომარე ჯონ ბონერს შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქართველი სამხედროების ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მიხეილ სააკაშვილი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელთანაც ბონერმა შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში კონგრესმენებს დევიდ დრაიერსა და ბილ შუსტერსაც შეხვდა. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. დოკუმენტი ჯონ ბონერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს პროდუქტიული დიალოგისთვის. ჯონ ბონერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მომავალშიც დაეხმარება საქართველოს და იმ ქვეყნებს, რომლებიც დემოკრატიისკენ ისწრაფვიან. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაშინგტონის მნიშვნელოვან პარტნიორს უწოდებს. ”მადლობას ვუხდით საქართველოს ავღანეთსა და ერაყში გაწეული სამხედრო დახმარებისთვის და თაყვანს ვცემთ იმ ქართველებს, რომლებმაც სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას თავი შესწირეს”,– ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში.ამერიკელი სენატორი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდა ამერიკელი სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდა. სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო მას საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა. მიხეილ საკააშვილმა სენატორს მადლობა გადაუხადა განსაკუთრებული ღვაწლისა და თანადგომისთვის. თავის მხრივ ჯოზეფ ლიბერმანმა მადლიერება გამოხატა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენისთვის, კიდევ ერთხელ აღნიშნა ამერიკის მხარის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და მწვავედ გააკრიტიკა რუსული პოლიტიკა, რომელსაც ავტოკრატული რეჟიმი უწოდა. 1 არხი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts