planetanews Posted January 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 13, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/sarfi.jpg2011 წლის დადგომამდე 2 კვირით ადრე, ანუ ბარბარობა დღეს, ამ ქვეყნის პრეზიდენტად წოდებული მიხეილი სათაფლიის მღვიმე-ქვესკნელებს საკუთარი ფეხით მიადგა! ქართული ადათის მიხედვით, სწორედ ბარბარობა დღეს მოსული ითვლება მომავალი წლის მეკვლედ და, ამ დღეს ხალხი მეორენაირად ბედობა დღესაც უწოდებს! ჰოდა, სწორედ ამიტომ ამინ იყოს სააკაშვილისათვის და მისი ხელისუფლებისათვისაც დაბედებული ქვესკნელი და კეთილი ყოფილიყოს მათი ფეხი, მუდმივად 14-გრადუსიან მდუმარე წიაღში. თუ მეხსიერება არ მღალატობს, დღეს `პრომეთეს~ მღვიმეებად მონათლულ ტერიტორიას, ადრე უკუნ წარსულში სათაფლიის მღვიმეები ერქვა, მაგრამ რაღაც არ მახსენდება, რომ აქედან დანახულ მთაზე, რომელიმე ექსკურთსიამძღოლს ოდესმე ეთქვას აი, იქ იყო ღმერთისაგან ცეცხლის მოპარვის გამო მიჯაჭვული `პრომეთეაო~ და არც ის მახსენდება, სახელი `პრომეთე~ ეხსენებინოს ვინმეს ქართულ მითოლოგიაში, რადგან ოდითგანვე ჩვენ, ქართველ ბავშვებს, ამირანის სახელს გვასწავლიდნენ! მიხეილი და მისი გუნდი სადაც არიან და როგორც არიან, ყველამ ვიცით, მაგრამ ამ `გაკაშკაშებულ, გამშვენიერებულ~ საქართველოში, თითოეული ქართველი და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ნეტავ სად ვართ? ან უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვი “13 მომავალ წლამდე, იმის და იმის შემდეგაც სად ვიქნებით? ქვესკნელში თუ ზესკნელში? მიწაში თუ ცაში? ან იქნებ არსადაც არ ვიქნებით, რადგან ვიქნებით თუ აღარ ვიქნებით, არავის ადარდებს და რომ აღარ ვიყოთ საერთოდ, ამიტომაც გვყრიან ასეთ ჯოჯოხეთურ ვითარებაში? გაძვირებულ ყოფაში, ტოტალიტარულ რეჟიმში, ობლობაში სულმიხდილი საქართველო, ნეტავ რამდენ ხანს იქნება ისევ საქართველოდ წოდებული ქვეყანა? განა თითოეული ჩვენთაგანი თვალნათლივ არ ვხედავთ, ამ მიწიდან აყრილ და შორს საშოვარზე გადახვეწილ საკუთარ თვისტომს? ვიღაც თურმე ითვლის და ასკვნის, რომ მარტო რუსეთში 1 მილიონ ხუთასი ათასია ასეთი, ევროპასა და აზიის ქვეყნებშიც თითქმის ამდენივეა, მაგრამ არავინ ითვლის და არც აინტერესებს, აქედან წასულები აქ, ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე დარჩენილ საკუთარ ნათესაობას, რამდენსაათიანი შრომის და ჯანმრთელობის ფასად უგზავნის ყოველთვიურად იმ მინიმუმს, შიმშილის და სიტიტვლისათვის რომ არის აუცილებელი! დათვალა ვინმემ რამდენი სახლ-კარი გამოიკეტა საქართველოში იმიტომ, რომ აქ ცხოვრება დღითიდღე უარესდება? ერთმა გადახვეწილმა პედაგოგმა ქალმა მახსოვს, საბერძნეთში სულის შემძვრელი სტრიქონით თქვა უიმედობის გამოსახატად შემდეგი – `მთვარე დავტოვე სახლის დარაჯადო~! ანდა დათვალა ვინმემ აქედან შორს გაყრილი ადამიანებიდან რამდენს გაუსკდა გული და ამ გახეთქილი გულებით რამდენი ჩამოასვენეს მშობლიურ მიწაზე? პირადად ჩემი ოჯახიდან 3 ადამიანია გადახვეწილი უცხოეთში “13 შვილი, რძალი და ნაბოლარა და თავიდან, ვიდრე აეწყობოდნენ და უცხო გარემოს შეეგუებოდნენ, სამივე ტირილით წყევლიდა მათ იქეთ იძულებით გამშვებებსაც და მასპინძლებსაც…. შარშანწინ ზამთარში, ჩემმა შვილმა ასეთი ისტორია მიამბო “13 დილით ადრე, პარკებსა და სკვერებში აქაურებს შინაური ცხოველები დაჰყავთ სასეირნოდ. უნდა ნახო, ძაღლები და კატები რა `შმოტკებში~ ჰყავთ გამოწყობილი. მარტო ძაღლის `ბათინკები~ სპეციალურ მაღაზიებში 200 ევრო ღირს, ახლა დათვალე `პალტო~, `კაშნი~. თბილი `ნამორდნიკი~. `უშანკა~ რა ღირს და დასკვნებიც თვითონ გააკეთე! სკამებზე ამ სიცივეში იმდენ ადამიანს სძინავს, გაგიჟდები….. ისე ჩაივლიან გვერდით ეს დედა მ…. ები, თითქოს ვერც კი გხედავენ, არ გაჩერდებიან და არ იკითხავენ ვინმე ხომ არ კვდება, ან ხომ არ გაიყინა? იცი, დე, ქართველი ემიგრანტი საქართველოზე ყოველ 30 წამში ფიქრობს, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ და დანარჩენებიც ასე იქნებიან, ალბათო! ეს ისტორია რომ მომიყვა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გული თავისი ბუნებრივი ადგილიდან მოწყდა და ქვემოთ ჩამოქანდა, რადგან არ ვიცოდი მთავარი “13 იქნებ ჩემს დედისერთას ეძინა გაყინულ სკვერში და ამ ამბავს ისე მიყვებოდა, ვითომც ეს ამბავი სხვას გადახდა? თავში დავსვი შეკითხვა და ახლაც ვკითხულობ “13 ნაციონალური მოძრაობიდან დაზულუქებულ-გასიებული მშობლების შვილების გარდა რამდენი იძულებით წასულია სამშობლოდან, ზუსტი სტატისტიკა იცის ვინმემ? ჩემმა შვილმა პირველი ფულადი გზავნილი როცა გამომიგზავნა, ტირილით მოვკვდი, რადგან არ ვიცოდი, თვითონ რამდენი დაიტოვა იმისათვის, რომ თუნდაც მშიერი არ ყოფილიყო! ვინმე ხედავს ჩვენი ოჯახებიდან ძალით მოგლეჯილი სისხლი და ხორცი რა შრომის, რა დამცირების და რა რისკის ფასად შოულობს აქ გამოსაგზავნ ფულს? `რისკს~ იმიტომ ვამბობ, რომ ასეთების უმეტესობა, არალეგალურად შესულია ამა თუ იმ ქვეყანაში და თითოეული ნაბიჯის გადადგმა ისე, რომ უსაფრთხოდ მივიდეს მოსამსახურედ, მრეცხავად, ხორცის მჭრელად, მანქანების გასარეცხად, მშენებლად და თუნდაც სტუმრად-უდიდესი რისკის ფასად უჯდება! აღარაფერს ვამბობ ადრენალინის უხვად გამოყოფაზე და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე (თუნდაც გულის შეტევა), ამა თუ იმ ქვეყნის პოლიციელების დანახვაზე რომ ემართებათ! ფული, რომელიც ევროპა-ამერიკა და სხვადასხვა მდიდარი ქვეყნებიდან ჩვენში იგზავნება, ჩვენი შვილების, დების, ძმების და გნებავთ, ბებიების თავმოყვარეობის და ძაღლური შრომის საფასურია! უცხოელები რომ განსაკუთრებულად ძუნწები და ხშირ შემთხვევაში, ზედმეტად ნაციონალისტები არიან, ვფიქრობ, ახალი არავისთვისაა, მაგრამ ისინი თურმე ვერც იმას იტანენ, რომ მათი დაქირავებული მონა, ტელეფონით მშობლიურ ენაზე ესაუბრება ახლობლებს და ითხოვენ, ასეთი ზარები რაც შეიძლება ნაკლებად გააკეთონ, განსაკუთრებით კი საღამოს საათებში, როცა მათ ქვეყანაში ყველას ნებიერად სძინავს! და, მაინც მიუხედავად ასეთი შეურაცხმყოფელი ყოფისა, ჩვენი თვისტომი, თავს დამტყდარ განსაცდელს უდრტვინველადDიტანს და ფული იქნება თუ სასაჩუქრე ამანათები, ისე აგზავნიან ვითომც გაჭირვება არ არის, არ იციან, ყოველ შემთხვევაში, იქაც და აქაც თავი ასე უჭირავთ და დანარჩენი კი ღმერთმა უწყის…… მრავალი წელია, ყოველ ახალ წელს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე გიორგობას და შობას პირადად ჩემი ოჯახი და მრავალი სხვა ოჯახებიც ამ დღესასწაულზე ამანათებს ვიღებდით, რომლებიც იმ ფირმებს ჩამოჰქონდათ, ჩვენში ასე მრავლად რომ არიან დარეგისტრირებული. მაგალითად, საბერძნეთში, ქალაქ ათენსა და სალონიკში `ომონიად~ წოდებულ მოედანზე, პატარ-პატარა ოფისებში, რომლებსაც ადგილობრივები `გრაფიოებს~ უწოდებენ, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან აქეთ-იქეთ გაგზავნილი ამანათები, პრესა და სხვადასხვა დანიშნულების ტვირთები ჩაედინება. ამ ბოლო დროს ეს გზავნილები, ვიღაც `ჭკვიანის~ და ზედმეტად მუცელმოღორებულის ინტერესების სფეროში მოექცა და აქაოდა-უცხოეთიდან ჩვენი ემიგრანტები ამანათებით ნარკოტიკულ საშუალებებს აგზავნიანო _ აკრძალა ეს ქმედება, ოღონდაც, რა თქმა უნდა, საბერძნეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით! საახალწლოდ გამოსაგზავნ ამანათებს, ჩვენი თანამოქალაქეები უნუგეშოდ შესცქერიან, აი, უკვე თვენახევარია და როდის ააშენებენ ახალ შენობას, ე.წ `ფოსტას~ საქართველოს საელჩო და საბერძნეთის ხელისუფლება იგივე `ომონიას~ ტერიტორიაზე ჯერჯერობით არ იციან! რამდენი ბავშვი ელოდება აქ ამ ამანათებს, ამანათების შიგთავსს და დედის, დეიდის, ბებიის ხელით დაწერილ ბარათს, იცის და აღელვებს ვინმეს? ან ის თუ აღელვებს ამ თახსირ ხელისუფლებას, რამდენი ოჯახი დარჩება მცირე საჩუქრის გარეშე? რომ შემძვრალან იმ მღვიმეებში დინოზავრებივით და გაჰყვირიან – `საქართველო გაბრწყინებული, დემოკრატიული და მზარდი ეკონომიკის ქვეყანააო~ – ვის ეუბნებიან, ჩვენ? რა, ჩვენ არ ვიცით, რომ გაბრწყინებული კი არადა, ჩაბანძებულია ყველაფერი დაწყებული ეკონომიკიდან და დამთავრებული ხელისუფლება-ოპოზიციიდან? ან რა კანონებს იღებენ ეს ქვესკნელის ქვეწარმავლები ყოველდღიურად, აღელვებს ვინმეს? შარშან აგვისტოში ამ დამბლადაცემულმა პარლამენტმა რომ კანონი მიიღო საბაჟო-მოსაკრებელზე, იცოდა ვინმემ? დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა ჩემთან კომენტარისას თქვა: ირინა, როგორც წესი, მე ამგვარი კანონების მიღებაზე ხმას წინააღმდეგ ვაძლევ ხოლმე და ვინც მხარი დაუჭირა, იმათ სინდისზე იყოს ამის შემდეგ, ჩვენი მოქალაქეები თითოეული ამანათის შემდეგ წყევლა-კრულვით, რომ მოიხსენიებენ `ამათო~! მკითხველს, ალბათ აინტერესებს რომელ კანონზეა ლაპარაკი და რატომ არის, რომ ნებისმიერი გზავნილის მიღებაზე უკვე ძალაში შესული, მოქმედი კანონით ჩვენი მოქალაქეები ყოველწუთიერად ზარალდებიან? ლაპარაკია კანონზე, რომლითაც საბაჟო მოსაკრებელის რაოდენობა ამანათის ტვირთის შიგთავსზეა დამოკიდებული და რომლის მიხედვითაც თითოეული ამანათის მიმღები ვალდებულია მიღებული საჩუქრის თუ უბრალოდ მასთან გამოგზავნილი ტვირთის საფასურის 18% ამ მუქთახორების სასარგებლოდ გადაიხადოს ბიუჯეტში! თბილისში ამ მოსაკრებლის რაოდენობა გაცილებით იაფია, იგივე ფოთის პორტის საბაჟო ტერმინალისგან განსხვავებით და იგივე ბათუმის, წითელი ხიდის, ლარსის ანდა გალის საბაჟოსი! რატომ? რატომ და იმიტომ ალბათ, რომ თბილისში, სავარაუდოდ, დიდ ხმაურს გამოიწვევდა ეს `ეგზეკუცია~, ხოლო რაიონებში უფრო მარტივად რომ ხდება ადამიანების `დაჩმორება~ – ახალი ამბავია? სრულიად გაუგებარია, ფოთის საბაჟო ტერმინალში რატომ ღირს დეკლარაციის შესავსები ერთი ფარატინა ქაღალდი 150 ლარი და რატომ იხდის ნებისმიერი მიოქალაქე აღნიშნული ქაღალდის შეცდომით შევსებისას საჯარიმო თანხას 30 ლარს კიდევ ერთი 150 ლარის ოდენობით? ანდა რატომ აჭიანურებენ განბაჟებას საღამოს 6 საათამდე? იმიტომ ხომ არა, რომ არასამუშაო საათების ანაზღაურება სამჯერ უფრო ძვირი დაუჯდეს ისედაც ბოლომდე გატყავებულ მოსახლეობას? რატომ ხდება, რომ განსაბაჟებელი ტვირთები მიმღების ნებართვისა და თანდასწრების გარეშე იხსნება და თითოეული ნივთი იმ ტარიფების მიხედვით ფასდება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ბელადებს და მათ სისხლისმწოველ დამქაშებს მიაჩნიათ `ჭეშმარიტად~? ვთქვათ, ჩემს შვილს სხვადასხვა მაღაზიებში ნაყიდი საკვებისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისას ბევრი `ბონუსი~ და ბევრი `სმარტქულა~ დაუგროვდა, რის შემდეგაც იქაური ფირმები საშობაო ფასდაკლებების და ათასგვარი გათამაშებების წყალობით თითქმის უფასოდ ჩუქნიან საკუთარ მომხმარებელს ათასგვარ ნივთებს, რა შუაშია აქ ან ნაციონალური მოძრაობის სრულიად გაუგებარი შეწერვების `სალარო~, ანდა ის ოფიციალური ბაჟი, რომელიუც 300 ლარს ზემოთ `ღირებულ~ საჩუქრებში აქ თბილისში უნდა გადავიხადო. დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა ისიც მითხრა, რომ: `ნაციონალური მოძრაობა~, საკუთარი `კრიშის~ ქვეშ მყოფ ფირმას ამ მხრივ არათუ `წეწავს~, პირიქით ხელსაც უწყობს და ვთქვათ ჩინეთიდან გამოგზავნილ სასაქონლო `ტუკებს~ ჯერ აზერბაიჯანში აგზავნინებს და ამის შემდეგ შემოდის აღნიშნული ტვირთი საქართველოშიო. ჩემს შეკითხვაზე “13 რატომ აზერბაიჯანში და არა პირდაპირ საქართველოში?- მიპასუხა: `იმიტომ, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან და პირიქით, აზერბაიჯანს-საქართველოში უბაჟო მიმოსვლა აქვს ოფიციალურად დაკანონებული და სწორედ ამიტომ ხელისუფლების მიერ წახალისებული ფირმები საბაჟო გადასახადს არ იხდიანო~!!! ძვირფასო მკითხველო! ახლა თავად განსაჯეთ რასთან გვაქვს საქმე ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც! ანუ საწყალი, – გაღატაკებული, შორს გადახვეწილი და აქ დარჩენილი მოსახლეობა ნაციონალური მოძრაობის მიღებული კანონებით უფრო უარესად უნდა გაღატაკდეს, ხოლო ისედაც ქონში დამხრჩვალი მიშას `ბრიგადა~ კიდევ უფრო უნდა გაზულუქდეს, უფრო მეტად უნდა გამდიდრდეს და ჩვენზე ნაშოვნი მილიარდებით ისევ მუდმივად უნდა ინარჩუნებდეს ხელისუფლების სადავეებს, ასევე გაზულუქებული და ქონში ჩამხრჩვალი ოპოზიციისათვის მილიონების გადახდის ხარჯზე. გუშინ სათაფლიაში სტალაქტიდებისა და კლდისქვეშა ტბების ფონზე გამართა სააკაშვილმა მთავრობის სხდომა ხვალ უშბის მწვერვალიდან დაგვეჭყანება და ვიდრე მამამისის ნიკოლოზ სააკაშვილის ბალნეოლოგიური კლინიკის გოგირდის აბაზანებიდან არ გამართავს `საქართველოს გადარჩენისათვის~ გამიზნულ ერთ-ერთ სხდომას “13 აზრზე არ უნდა მოვიდეთ? საინტერესოა, რამდენი დრაკონული გადასახადი უნდა გადავიხადიოთ იმისათვის, რომ `ამათი~ მუცელი ერთხელ და სამუდამოდ ამოივსოს და გასკდეს? ხომ ხედავთ, რომ სააკაშვილმა ახლა უცხოეთში გახიზნული ჩვენი ნათესავების, უბრალოდ, ნაცნობების და კონკრეტულად კი “13 ჩვენი თანამემამულეებისაგან დაიწყო უკვე ფულების შეწერვა? განა იქ, უცხოეთში ჩვენებურები საკმარისად არ იხდიიან წონის, გამოგზავნის და განბაჟების ფულს, რომ ახლა აქ იგივე წონაში, იგივე ჩამოტანაში და მომსახურებაში აქ დარჩენილებმა არ ვიხადოთ ამათი ხუშტურების 18%, ისიც ძალიან საინტერესოა, თბილისი-ათენი-თბილისი საჰაერო რეისი, რომელსაც ავიაკომპანია `აირზენა~ ასრულებს, ბილეთის საფასური თბილისიდან ნაკლები ფასი რატომ ღირს, ხოლო ათენიდამ აქეთ, თბილისისკენ გამოფრენილი იგივე `აირზენას~ ბილეთის საფასური კი 130 ევროთი მეტი? რა, ათენიდან აქეთ გამოსამგზავრებელი ჩვენი `მონები~ ისე გამდიდრდნენ, რომ 130 ევროს გადაიხდიან თუ 200 ევროთი მეტს არ ანაღვლებთ? რას ჰგავს ეს? რა ჰქვია ასეთ ბიზნესს თუნდაც `აირზენას~ შემთხვევაში და რატომ არავინ აინტერესებს ფასების ასეთი სხვაობა რით არის ნაკარნახევი? იქნებ იმით, რომ ასეთი ფირმები შესაწერს კარგად იწერენ და ამით, არც თვითონ ზარალდებიან და არც ასეთების `კრიშები~? ეგ კიდევ არაფერი, უნდა ნახოთ საქართველოს საელჩოს მუქთახორა, ე.წ. დიპლომატები და საეჩოებთან მოქმედი საკონსულოები რა დღეში აგდებენ საბუთებდაკარგულ ჩვენს მოქალაქეებს! შარშან ჩემი მეგობრის ქალიშვილს, კონსერვატორია დამთავრებულ და ამჟამად მონად მომუშავე გოგონას საბუთები დაეკარგა და როცა საქართველოს საელჩოს და საკონსულოს მიმართა დახმარებისთვის, აი, იქ მიხვდა, რომ სულ ტყუილუბრალოდ ირჯებოდა. მაშინ საქართველოში, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება 35 ლარი ღირდა 10 სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის იგივე პასპორტი რატომღაც 300 ევრო ღირებულა და ისიც, უსაბუთო ადამიანი ამ `სიამოვნებას~ მხოლოდ სამი კვირის, ან ერთი თვის შემდეგ მიიღებდა. ახლა არ მინდა დავასახელო ის ქვეყანა და ის ელჩი, რომელიც ჩემი მეგობრის გოგონას საკმაოდ ეუზრდელა და სამშობლოში დაბრუნება ურჩია დროებით გაცემული საბუთით, მაგრამ როცა ჩემი მეგობრის თხოვნით მე დავუკავშირდი ელჩს აღნიშნულ საკითხზე და განმარტება მოვთხოვე, პასპორტის თითქმის 10-ჯერ მეტი საფასურის გამო იკადრა და `სეილი~ მოაწყო, ოღონდაც 150 ევროს გროშ-კაპიკი არ მოაკლო! დღეს იმიტომ, რომ საქართველოს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს ევროკავშირთან გამარტივებული წესით ვიზების აღების საშუალება ჰქონდეთ, საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ ევროპელ `მეგობრებთან~ ერთად ურთიერთშეთანხმების საფუძველზე `შეიმუშავეს~ იმ ემიგრანტთა შინ დაბრუნების სქემა, რომლითაც ევროპელი მეგობრები საკუთარი ხარჯებით სამშობლოში დააბრუნებენ მრავალათასიან ემიგრაციას! საკითხავია, თუკი რუსეთში, საბერძნეთში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში ჩვენი მოქალაქეების დეპორტაციები მასიურ ხასიათს მიიღებს, რა ვითარება შეიქმნება ისედაც მძიმე, დღეს არსებული სოციალური გარემოს გათვალისწინებით და რა უნდა გააკეთოს, აქ ჩამოსულმა თითოეულმა ადამიანმა? საბერძნეთში გარდა ქართველებისა მრავლად არიან პაკისტანელები, აფრიკელები, ჩინელები და ერაყელები. ამათ ფონზე შეიძლება ითქვას, რომ ქართული ემიგრაცია უმცირესობაშიც კია, მაგრამ როცა იგივე პაკისტანელები ბერძნებმა ასობით შეყარეს თვითმფრინავებში და სამშობლოში გაამგზავრეს, იცით, რა მოხდა? პაკისტანის ხელისუფლებამ არალეგალი ემიგრანტები სამშობლოში არ შეუშვა იმ მოტივით, რომ ამ ხალხის დასასაქმებელი სამუშაო ადგილები ქვეყანას არ გააჩნდა, ხოლო თვითმფრინავის პილოტებს კი უბრძანა “13 ხომალდი ბელგიის დედაქალაქ სტრასბურგში დაესვათ და საკუთარი მოქალაქეებიც სტრასბურგელი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებისათვის გადაეცათ!!! ახლა იქნებ მიბრძანოთ, რომ პაკისტანი საქართველოსგან განსხვავებით მაგარი ქვეყანააო? ან პირიქით, საქართველო უფრო მაგარი ქვეყანაა და იგივეს მოიმოქმედებს თუ საჭირო გახდაო? ჩვენ მაგრები კი არა ლაჩრები ვართ, ლაჩრები და ყველა საკუთარ გულებში თუ ჩავიხედავთ, იმაზე მეტი ლაჩრები აღმოვჩნდებით, ვიდრე გვგონია. ჩვენ რომ ლაჩრები არ ვყოფილიყავით 2008 წელს `გრეჩიხასაც~, `უცნობსაც~, უსუფაშვილ-ხიდაშელსაც, ბერძენიშვილებსაც, გუბაზებსა და კახებსაც, ნინოსა და სალომესაც ზედ გადავუვლიდით, შემდეგ მიშას და მის ოპოზიცია ხელისუფლებასაც იმ მღვიმეში შევათრევდით, სათაფლია რომ ჰქვია და შემდეგ ქვებით ამოვუქოლავდით გამოსასვლელებს, დღეს ამ დღეში რომ არ ჩავეგდეთ! როგორც, ქართველი კაცი იტყოდა-გვიან არასდროს არ არის! ავტორი: ირინე გოგოსაშვილი – საერთო გაზეთი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts