newstudio Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 “ქართული პარტია” თბილისის #182 საჯარო სკოლის დირექტორის სოფიო საბულუას თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. საქმე ეხება საბულუას მიერ 17 იანვარს დაწერილ ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც აღნიშნული სკოლიდან 14 პედაგოგის დათხოვნა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოფიო ხორგუანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისის #182 საჯარო სკოლაში, სადაც დაახლოებით 1300 მოსწავლეა, 24 წლის სოფიო საბულუა დირექტორის თანამდებობაზე გასული წლის ნოემბერში დაინიშნა. ხორგუანის განცხადებით, მან საქმიანობა იმით დაიწყო, რომ ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და წინასწარი ინფორმირების გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლა არაერთი გამოცდილი პედაგოგი, მათ შორის ქეთევან ახობაძე და ლირა ზუბიაშვილი. როგორც ხორგუანმა აღნიშნა, ორივე მათგანს მრავალწლიანი პედაგოგიური სტაჟი აქვთ და სამაგალითო მასწავლებლებად მიიჩნევიან. ისინი მოსწავლეებისა და მშობლების პატივისცემით სარგებლობენ და არასდროს მიუღიათ რაიმე სახის დისციპლინარული სასჯელი. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგები, ასევე ქეთევან ახობაძე და ლირა ზუბიაშვილი. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, სოფიო საბულუა მასწავლებლებს სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზს არ ეუბნება და მხოლოდ იმას განუმარტავს, რომ მას ასე სურს, ეს მისი გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილონ. პედაგოგების განცხადებით, სკოლის დირექტორი მათ ასევე შეახსენებს, რომ თანამდებობაზე ის დიმიტრი შაშკინის მიერ არის დანიშნული და ვერაფერს დაუშავებენ. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, სოფიო საბულუა ყოფილი მანდატურია, რომელმაც ერთ-ერთი პედაგოგი ქეთევან ახობაძე გათავისუფლებისას იმით ანუგეშა, რომ სამსახურიდან მას ეკონომიურად არ უჭირს, ახალგაზრდა კვალიფიციური სპეციალისტია და თავისი პროფესიონალიზმის წყალობით სამსახურს ყოველთვის იშოვის. სხვა არგუმენტები იმისა, თუ რატომ ათავისუფლებს სამსახურიდან გამოცდილ კადრებს, 24 წლის სოფიო საბულუას არ აქვს. “ქართული პარტია” იმ შემთხვევაში, თუ დირექტორი თანამდებობიდან არ წავა და პედაგოგები სამსახურში არ აღდგებიან, სასამართლოში იჩივლებს. --- პ.ს. 24 წლის დირექტორი 17-18 წლის მოსწავლეებთან... და 4-50 წლის პედაგოგებთან... მაგარია))) :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო,თუ როგორ არის დეპრეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ასაკს რა მნიშვნელობა აქვს კაცო, მიშა რომაა ზრდასრული, ეტყობა რამე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ასაკს რა მნიშვნელობა აქვს კაცო, მიშა რომაა ზრდასრული, ეტყობა რამე? როცა ბავშვების აღზრდას ეხება საქმე,აქვს ასაკს მნიშვნელობა. მიშაზე ვერაფერს გეტყვი. :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 lasha199724 წლის ადამიანი არის სრულიად ზრდასრული, ვერაფერს ვხედავ დირეტორობის საწინააღმდეგოს. თავში რა უდევს ეგაა საკითხავი, ტორემ ასაკს ნამდვილად არა აქვს მნიშვნელობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 24 წლის ადამიანი არის სრულიად ზრდასრული, ვერაფერს ვხედავ დირეტორობის საწინააღმდეგოს. სადირექტორო თუ დაამთავრა კი ბატონო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 lasha199724 წლის ადამიანი არის სრულიად ზრდასრული, ვერაფერს ვხედავ დირეტორობის საწინააღმდეგოს. თავში რა უდევს ეგაა საკითხავი, ტორემ ასაკს ნამდვილად არა აქვს მნიშვნელობა.ზრდასრული რას ნიშნავს? მეტი რომ აღარ იზრდება? დირექტორობა რამე დაწესებულების გამოცდილებას მოითხოვს არა მარტო ანბანის ცოდნისა, არამედ ადამიანებთან ურთიერთობისა და უფრო მეტად მეორეს...ბევრი მინახავს, გადასარევი მეცნიერი, მაგრამ როგორც მასწავლებელი არაფერი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 24 წლის ადამიანი არის სრულიად ზრდასრული, ვერაფერს ვხედავ დირეტორობის საწინააღმდეგოს. თავში რა უდევს ეგაა საკითხავი, ტორემ ასაკს ნამდვილად არა აქვს მნიშვნელობა რავი აბა და მაგ ასაკში გამოცდილება არ ექენბა ბავშვების აღზრდის და რა გითხრა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ბავშვებისათვის კაია, 16-17-18 წლის ბიჭებისთვის მისწრებაა ეგეთი დირექტორშა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ბავშვებისათვის კაია, 16-17-18 წლის ბიჭებისთვის მისწრებაა ეგეთი დირექტორშა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ბავშვებისათვის კაია, 16-17-18 წლის ბიჭებისთვის მისწრებაა ეგეთი დირექტორშა ხო,მაგ წლოვანების ინგლისურის მასწავლებელი გვყავდა და ვკვდებოდით პასტების პოლზე დაგდებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ხო,მაგ წლოვანების ინგლისურის მასწავლებელი გვყავდა და ვკვდებოდით პასტების პოლზე დაგდებით. კიდევ კარგი მაშინ ცოტა ახალგაზრდა მიდიოდა სკოლაში სამუშაოდ. ისე, დირექტორს რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება, მთავარია საგნების მასწავლებლები ყავდეთ კარგი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ჩემი აზრით ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს:ჯერ ერთი ბავშვებთან ურთიერთობის გამოუცდელობამეორეც მოსწავლეებისთვის იგი ავტორიტეტი(როგორც დირექტორი) ვერ იქნება,განსაკუთრებით ჭაბუკებისთვის მესამეც სკოლაში გაცილებით უფროსებიც იქნებიან და როგორ მიიღებს თვით პედკოლექტივიერთი სიტყვით არის სერიოზული ნიუანსები და არ მგონია შაშკინის ფართე ტაკოს ამოეფაროს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 დაიკიდეთ რა .. დიდი ამბავი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 (edited) newstudio21 წლის ვარ ამის დედა ვატირე...... სპორტის სამინსიტროს რომელიმე დეპარტამენტის მეტაურად არ დამნIშვნავენ? :018: Edited January 20, 2011 by PEPE. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.