newstudio Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 machkatelaასე ეს ხელისუფლება საბოლოოდ ამბობს უარს აფხაზეთსა და ცხინვალზე//////ეხლა მიხვდი? Achiko197210 დევნილი, მათ შორის 4 ქალი დააკავესოკი, ნამდვილად დააკავეს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ძუკუს პოსტს მიაქციეთ ყურადღEბა...ნუ იმუხტებიტ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 D.P.G.K.20.01.11. 15.30 საზოგადოება ავტოსაგზაო თბილისი. 20 იანვარი. ~ინტერპრესნიუსი~ - პარლამენტის ოპოზიცონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია დევნილებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლებისა და სეპარატისტების ქმედებების იდენტურობაზე საუბრობს.როგორც დავითაიამ დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც სეპარატისტები მათი საცხოვრებლებიდან ყრიდნენ ქართველებს, ზუსტად ისევე მოქმედებდნენ, როგორც დღეს საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს.“სწორედ ასე მიადგებოდნენ ხოლმე ქართველების სახლებს სატვირთო მანქანებით, ყრიდნენ იქ მათ ქონებას” – განაცხადა დავითაიამ და დასძინა, რომ განსახვევბა მხოლოდ იმაშია, რომ ასეთი სადამსჯელო ღონისძიებები აფხაზეთში 7 საათის ნაცვლად, 5 საათზე ხდებოდა, იქ ადგილზე ხვრეტდნენ ადამიანებს, აქ კი აპატიმრებენ.“ეს ქმედება ნიშნავს იმას, რომ ვერასოდეს დავიბრუნებთ აფხაზეთსა და ცხინვალს” –განაცხადა დავითაიამ და დასძინა, რომ ასეთი ქმედებებით საქართველოს ხელისუფლება ვერასოდეს მოხიბლავს აფხაზებს და ოსებს, რა თანამდებობებიც არ უნდა შესთავაზოს მათ.პაატა დავითაია ასევე ამბობს, რომ დევნილების გამოსახლება ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით ხდება. პრობლემა კი, დავითაიას აზრით, მხოლოდ ერთ მინისტრში – კობა სუბელიანში არ არის.“უნდა შეიცვალოს სახლემწიფოს მიდგომა ამ საკითხისადმი” – განაცხადა დავითაიამ და ხელისუფლებას დევნილების გამსოახლების შეწყვეტისკენ მოუწოდა.ამას გარდა, პაატა დავითაიამ ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ცრუ ინფორმაციის “გაპიარებაშიც” დაადანაშაულა, რომ თითქოს საკუთრებაში ბინა 20 ათასამდე დევნილს გადაეცა.დავითაიამ ჟურნალისტებს საჯარო რეესტის ამონაწერი წარუდგინა, რომლის თანახმადაც, 30 დეკემბრის მდგომარეობით, მხოლოდ 7 ათას 257 ოჯახს მიეცა საკუთრების მოწმობა, აქედან, თბილისში საკუთრება გაცემულია 5 ათას 620 დევნილის ოჯახზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 როგორც დავითაიამ დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც სეპარატისტები მათი საცხოვრებლებიდან ყრიდნენ ქართველებს, ზუსტად ისევე მოქმედებდნენ, როგორც დღეს საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს.მიდი რა სტრინგიან დაცვას მხედეთქო.....ვაზელინოსანი პაატა დავითაია ასევე ამბობს, რომ დევნილების გამოსახლება ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით ხდება. პრობლემა კი, დავითაიას აზრით, მხოლოდ ერთ მინისტრში – კობა სუბელიანში არ არის.“უნდა შეიცვალოს სახლემწიფოს მიდგომა ამ საკითხისადმი” – განაცხადა დავითაიამ და ხელისუფლებას დევნილების გამსოახლების შეწყვეტისკენ მოუწოდა.ამას გარდა, პაატა დავითაიამ ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ცრუ ინფორმაციის “გაპიარებაშიც” დაადანაშაულა, რომ თითქოს საკუთრებაში ბინა 20 ათასამდე დევნილს გადაეცა.დავითაიამ ჟურნალისტებს საჯარო რეესტის ამონაწერი წარუდგინა, რომლის თანახმადაც, 30 დეკემბრის მდგომარეობით, მხოლოდ 7 ათას 257 ოჯახს მიეცა საკუთრების მოწმობა, აქედან, თბილისში საკუთრება გაცემულია 5 ათას 620 დევნილის ოჯახზე. რარაც ერტი ნავიდან მეორეში გადაღოღების მცდელობას გავს :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 kisaვიცი, ბატონო ძუკუმაშინ გარკვევით თქვან რას აკეთებენ და ვის სად ასახლებენ?მეტი რა საქმე აქ დევნილების სამინისტროს?ესენი ნორმალურად რას აკეთებენ,რომ ეს გააკეთონ.უამრავ დარღვევას და დანაშაულს ჩადიან ამ საქმესთან დაკავშირებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 machkatelaპარლამენტის ოპოზიცონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია დევნილებთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლებისა და სეპარატისტების ქმედებების იდენტურობაზე საუბრობს.კუმ ფეხი გამოყოოო რა...\ ძუკუესენი ნორმალურად რას აკეთებენ,რომ ეს გააკეთონ.უამრავ დარღვევას და დანაშაულს ჩადიან ამ საქმესთან დაკავშირებით.მაგაშია საქმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 დევნილთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს14:28 20.01.2011 [ჯი-ეიჩ-ენი} საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში განთავსებული სხვადასხვა ობიექტებიდან დევნილთა განსახლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.სამინისტროს პრესსამსახური, ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ კომენტარებსაც გამოეხმაურა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაცია უცვლელად გთავაზობთ: "ბაგების სტუდქალაქის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად დევნილთა განსახლების პროცესი მიმდინარეობს, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას. ისინი დევნილებს მოუწოდებენ, არ დატოვონ ტერიტორია და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ იმ პოლიციელებს, რომლებიც ადგილზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. სწორედ ამგვარი პროვოკაციის საფუძველზე მოხდა რამდენიმე პირის დაკავება.შეგახსენებთ, რომ იმ ობიექტების დაცლა მიმდინარეობს, სადაც დევნილები არალეგალურად ცხოვრობდნენ, იყვნენ შეჭრილები. სამინისტრო უბუნაოდ არავის ტოვებს. მათ გარემონტებულ ფართებს რეგიონებში საკუთარებში ვთავაზობთ, თან ვეხმარებით ტრანსპორტირებაში. პოლიტიკოსი ეკა ბესელია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოსდა ბაგების სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ყველა კორპუსის გამოსახლება იგეგმება. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, შეგახსენებთ, რომ 2 კორპუსი დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ, რაც შეეხება დანარჩენ კორპუსებს, მასში დევნილები არალეგალურად ცხოვრობდნენ და იყვნენ შეჭრილები 2008 წლის შემდეგ. ყველას ვთავაზობთ საცხოვრებელ ფართებს რეგიონებში, საკუთრებაში, "- ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს, დევნილთა გამოსახლება ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე კორპუსიდან, ასევე, ორხევში, ყოფილი საბაჟო დეპარტამენტის შენობიდან განხორციელდა. ბაგებში პოლიციასთან შეხლა-შემოხლის გამო რამდენიმე დევნილი და პარტია "კონსერვატორების" წევრი დააკავეს. ფაქტს თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია გამოეხმაურა და დევნილთა ამ ფორმით გამოსახლება უარყოფითად შეაფასა. ამ განცხადებას ისიც მოაყოლონ რამდენი აქვთ პრემიები გულისამრევია ეს ყველაფერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ბაგებში პოლიციასთან შეხლა-შემოხლის გამო რამდენიმე დევნილი და პარტია "კონსერვატორების" წევრი დააკავეს.ეს კონსერვატორები რას დასდევენ ამ დევნილებს ისინი მაინც ხუთიანს შემოხაზავენ. მე ვაფშე არ მეცოდებიან. ჩემთან არიან სამედიცინოს საერთო საცხოვრებელში. უბანში მაგრა ვბალეშიკობთ რო გააჯვან. ვერ იტანენ თბილისს და თბილისელებს. ხაზავენ ხუთიანს. ხოდა კაია რო ყრიან (ეს ყველაფერი ეხება მეგრელ-აფხაზ ლტოლვილებს. ეხლანდელები, ქართლიდან, მაგარი ჯიგარი ხალხია) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ვიდეო დღევანდელი გამოსახლებიდან http://www.interpressnews.ge/ge/video.html?view=video&video=381 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ისე პაატა დავითაია თავისი დედისდღვნას რომ შეეშვას ურიგო არ იქნება.. განდონები ბლიად.. ნახმარი განდონები! საქართველოს ე.წ. საზოგდოებრივ პოლიტკური ელიტა დედაბუდიანა უნდა განადგურდეს!სხვა გზა არ არსებობს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ერთ-ერთი შენობიდან დევნილთა გამოსახლება მიმდინარეობს მართლა ძალიან მეცოდებიან ეს ხალხი. ორჯერ დევნილები არიან საკუთარ ქვეყანაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 გთხოვთ ნუ აგინებთ დევნილებს..მაგ ხალხს თავისიც ეყოფათ..ტეხავს პროსტო.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 “თავისუფალი დემოკრატების” განცხადება ხელისუფლება განაგრძობს საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას და იმ უკანონო ქმედებების განხორციელებას, რასაც ის ასე ხშირად იყენებს. ამ წუთებში თბილისში, ლტოლვილთა ჩასახლების ადგილებიდან ხდება მათი მასობრივი გამოდევნა და გადაყვანა გაურკვეველი მიმართულებით. გაუგებარია თუ რატომ მიმართავს ამ უკანონო და ანტიჰუმანურ ზომებს ხელისუფლება თავისი იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთაც ისედაც დიდი განსაცდელი დაატყდათ თავს და უკვე რამდენი წელია უშედეგოდ ცდილობენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას. Aან რა მიზანი აქვს ამ აქციის შუა ზამთარში განხორციელებას. დღეს ასახლებენ ძირითადად იმ დევნილებს, რომლებმაც საცხოვრებელი მიხეილ სააკშვილის უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგად, 2008 წლის ომის დროს დაკარგეს. თავისუფალი დემოკრატები ვგმობთ ხელისუფლების ამგვარ ვანდალურ ქმედებას და მოვითხოვთ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დევნილების გამოსახლება და ამ ადამიანებს შესთავაზოს მათთვის მისაღები რეალური ალტერნატივა. .--- Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 (edited) DonCaredo ვერ დაგეთანხმები,რადგან ჩვენ არ გამოგვიცდია ის რაც იმ ხალხმა გამოსცადეს.როცა წვრილიშვილი გყავს სარჩენი და იმის შიში გაქვს,რომ შეიძლება გარეთ გაგიყარონ სიცივეში,არავინ არ ვიცით ვინ რას გავაკეთებთ.სხვის საქმეში ყველა პროფესორიაო. ეგ ხალხი არიან გაუბედურებული ადამიანები,რომლებიც აბსოლიტურად ყველას ჰკიდია. Edited January 20, 2011 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ხუთიანის შემოხაზვისთვის არც "აბორიგენებისთვის" მოგვიდღნავს დედა იქნებ ბევრ მათგანს საარჩევნო გარემოს შეცვლაზე აქვს ხმა მიცემული და მაშინ? :newstudio: რა ვიცი... რა ვიცი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.