DonCaredo Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 (edited) აჰა...ესენი მარტლა იარაღით გამოვლენ...აი თუ მაგას იზამენ, მიუხედავად იმისა, რაც მიქარეს, ნაღდათ დავუდგები გვერდში Edited January 20, 2011 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ყველაზე საინტერესო სტატია...სტრიქონებშუა ბევრ რამეს დაინახავთ....შეგნებულად არ ვამუქებ :TAT: დღეს დილით, 20 იანვარს, 07:00 საათზე ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ერთ-ერთი შენობიდან და ორხევის დასახლებაში მდებარე საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდან დევნილთა გამოსახლება დაიწყო. დევნილები, რომელთა დიდმა ნაწილმა 2008 წლის ომის შედეგად დატოვა სახლები, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სამ შენობაში ცხოვრობდნენ, თუმცა, ამ დროისთვის მათი ნაწილის გამოსახლება ორი შენობიდან მოხდა. არსებული ინფორმაცით, დღეისთვის სულ 1400-მდე დევნილის გასახლება იგეგმება. სტუდქალაქის პერიმეტრი დილიდანვე პოლიციელებით იყო გარშემორტყმული და ტერიტორიაზე არავის უშვებდნენ. ცხინვალის რაიონის სოფელ ქემერთადან ერთ-ერთმა დევნილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თქვა, რომ ფართის დაცლის შესახებ გაფრთხილება წუხელ მიიღეს: „წუხელ მოვიდა პოლიცია და მოგვიტანა გაფრთხილება, თუმცა ამ გარფთხილებაში არანაირი თარიღი და დრო არ არის მითითებული. ჩვენს ბარგს უკვე მანქანებში ალაგებენ, მაგრამ არ გვეუბნებიან, სად მივყავართ. ჩვენ არც კომპენსაცია მიგვიღია და არ ვიცი, სად უნდა შევაფაროთ თავი“. მოგვიანებით, ხელისუფლებამ სატვირთო მანქანით ადგილზე, დამატებით, 60-მდე პირი მიიყვანა, რომლებიც დევნილებს ნივთების „გამოტანაში ეხმარებოდნენ“. „კონსერვატორების“ წევრებმა, ლაშა ჩხარტიშვილმა და ალეკო შალამბერიძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან აღნიშნეს, რომ ეს ადამიანები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან. დევნილთა გამოსახლების პროცესს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამი წარმომადგენელი ადევნებდა თვალს, თუმცა ამან ვერაფერი შეცვალა. გამოსახლების პროცესი იმდენად დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, რომ მოგვიანებით შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა შეხლა-შემოხლა პოლიციელებსა და დევნილებს შორის. დევნილებმა ჯებირიც კი მოხსნეს, რომლითაც პოლიციელებს ტერიტორია ჰქონდათ შემოღობილი და ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს. დევნილები ტერიტორიაზე შესვლას ითხოვდნენ, ხოლო ტერიტორიიდან გამოსულ საბარგო მანქანას გზა გადაუღობეს და გამოსვლის საშუალება არ მისცეს. თავის მხრივ, პოლიციელებმა გაუწიეს დევნილებს წინააღმდეგობა და არ მისცეს სტუდქალაქის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა. პოლიციამ არა თუ დევნილებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც არ მისცა ტერიტორიაზე შესვლის უფლება. ერთ-ერთი დევნილი შეხლა-შემოხლისას შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება. პოლიციის მაღალჩინოსანის გიორგი ონიანის მითითებით კი, პოლიციელებმა სტუდქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ თავმჯდომარე მანუჩარ სიგუა, „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი გია ყრუაშვილი და რამდენიმე დევნილის ნათესავი: ჯულიეტა ცინდელიანი, ირინა ფირცხელანი, ბელა ხერგიანი და ნაზი იოსელიანი. კახა კუკავას განცხადებით, სტუდქალაქის ტერიტორიაზე გია ყრუაშვილს პოლიციის წარმომადგენლის გიორგი ონიანის ბრძანებით, სასტიკად სცემენ და ყრუაშვილის და იმ დევნილების გათავისუფლება მოითხოვა, რომლებიც ტერიტორიის შიგნით ჰყავდათ შეყვანილი. დევნილთა გამოსახლების ადგილზე მივიდა დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელმაც სტუდქალაქში მიმდინარე დევნილების გამოსახლების პროცესზე მონიტორინგის უფლება მოითხოვა. ამის გამო, ლორთქიფანიძესა და ონიანს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ლორთქიფანიძემ ონიანს წარუდგინა პარლამენტარის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის მიხედვითაც, უფლება აქვს, მონიტორინგი აწარმოოს პოლიციის და, ზოგადად, ხელისუფლების ქმედებებზე, მაგრამ, ამის მიუხედავად, პოლიციელმა დეპუტატს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა. ამ დროისთვის დევნილების ნაწილმა ტერიტორია დატოვა, თუმცა როგორც ერთ-ერთმა დენვილმა, ზეინაბ გურჩიანმა განაცხადა, დევნილების უმრავლესობა, რომლებსაც საცხოვრებელი დაატოვებინეს, სტუდქალაქის ეზოში იმყოფებიან. პირადად მას კი, წასასვლელი არსად აქვს და ამ ყველაფერთან ერთად, მის 14 წლის შვილს მაღალი სიცხე აქვს, რომელიც ღია ცის ქვეშ არის დატოვებული. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებით, გამოსახლებულ დევნილებს სამინისტრო ალტერნატიულ ფართებს რეგიონებში, კერძოდ კი კახეთში და სამეგრელოში სთავაზობს. სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა, იულია ხარაშვილმა სატელეფონო საუბრისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა: „ჩვენ ამ ადამიანებს ვთავაზობთ საცხოვრებელ ფართებს კახეთში, კერძოდ სოფელ ბაკურციხეში, ასევე - სამეგრელოს რეგიონის რამდენიმე რაიონში. მათ შეეძლოთ, ენახათ მათთვის განკუთვნილი ფართები. მოხდება იმ დევნილების იქ ჩასახლება, ვისაც ამის სურვილი ექნება და მათ იძულებით არავინ გამოასახლებს“. მისივე თქმით, სხვა დევნილებთან ერთად, საცხოვრებელ ფართებს იმ დევნილებსაც სთავაზობენ, რომელთა გამოსახლება მიმდინარეობს ორხევის დასახლებაში, საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდან, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 20 ოჯახი ცხოვრობდა. თუმცა, სამინისტროს წარმომადგენლისგან განსხვავებით, საპირისპიროს ამბობენ ორხევში მცოხვრები დევნილები და აცხადებენ, რომ ისინი შენობას საკუთარი სურვილით არ ტოვებენ. „დილის 07.00 საათზე დაგვადგა თავზე პოლიცია და ჩვენი გამოსახლება დაიწყეს. ისე იქცევიან, თითქოს ტერორისტები ვიყოთ. ამასთან ჩვენ არ ვიცით, სად უნდა წავიდეთ და არ გვაქვს არანაირი თავშესაფარი“, - განაცხადეს დევნილებმა. დევნილების ნაწილი ახლობლებთან და ნათესავებთან აპირებს თავის შეფარებას. მათი თქმით, მათთვის არავის უთქვამს სად გადაიყვანენ და მისცენ თავშესაფარს და ამიტომ ვისაც საშუალება აქვს, ახლობლებს სთხოვენ თავშესაფარს. ისევე, როგორც ბაგებში, ორხევშიც 5 სატვირთო მანქანა და ყვითელი ავტობუსი მიიყვანეს, რომლითაც, დევნილების განსახლების ადგილას გადაყვანა იგეგმება. „მე არ ვაპირებ ავეჯის წაღებას. დაე, ყველაფერი აქ დარჩეს. ერთხელ უკვე დავკარგე ცხოვრება სოფელ ქემერთში და ახლა ეს ყველაფერი აღარც მინდა, თუმცა არ ვიცი, რა ვუყო ჩემ ექვს–სულიან ოჯახს და სად შევაფარო თავი, ან როგორ ვარჩინო ისინი. ჩვენ არ აგვიღია არანაირი კომპენსაცია, თუმცა გვითხრეს, რომ ვიდრე კომპენსაციას არ მივიღებდით, არ გაგვასახლებდნენ. ამის მიუხედავად, წუხელ მოვიდა პოლიცია და ჩვენი გამოსახლება მაინც მიმდინარეობს“, - განაცხადა სოფელ ქემერთადან დევნილმა გურამ ოთინაშვილმა. მას ოჯახში 3 მცირეწლოვანი ბავშვი და მოხუცი დედა ჰყავს. ისევე როგორც ბაგებში, საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობის პერიმეტრიც პოლიციის მიერ იყო გარშემორტყმული და შენობაში არც ჟურნალისტებს და არც სხვა პირებს უშვებდნენ. სუბელიანის უწყების მიერ შეთავაზებულ ფოცხოეწერში წასვლას, არც ერთი დევნილი არ თანხმდება. ბაგების სტუდქალაქიდან გამოსახლებული დევნილები თავშესაფარს ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვენ. „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით მალაზონიას თქმით, აღნიშნული მოთხოვნას დევნილები აშშ-ს საელჩოსთან დღეს დააფიქსირებენ, სადაც პარლამენტის წინ გამართული აქციის შემდეგ გადაინაცვლებენ. მალაზონია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დევნილებს სამშობლოში ყოფნის უფლება არ მისცა და იძულებულნი არიან, დახმარება აშშ-ს სთხოვონ. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, დევნილთა გამოსახლება უკანანონოდ მიმდინარეობს და მათ ხელისუფლება ალტერნატიულ საცხოვრებელს ფორმალურად სთავაზობს, რადგან სამეგრელოს რეგიონში საცხოვრებელს რამდენიმე ათეულ დევნილს სთავაზობენ, უმრავლესობა კი ღია ცის ქვეშ რჩება. მართალია, სუბელიანი ირწმუნება, რომ არცერთი დევნილი ღია ცის ქვეშ არ დარჩება, მაგრამ ის თავშესაფარი, სადაც უკვე შეასახლეს დევნილები, ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს არცერთ დევნილს. მას შემდეგ, რაც ფოცხო–ეწერში ჩასახლებული დევნილები „ქართული პარტიის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მოინახულა პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ აფხაზეთიდან დევნილი 18 ოჯახი, რომელიც ხელისუფლებამ 2010 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იძულებით და მოტყუებით გადაასახლა, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. „გაწბილებული დევნილები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ სოფელში არ არის სკოლა, საბავშვო ბაღი და მაღაზია, გადაუჭრელ პრობლემად იქცა ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება. გარდა ამისა, სოფელი დიდი მანძილით არის დაშორებული სხვა დასახლებულ პუნქტებს და უტრანსპორტობის გამო, დევნილები გარე სამყაროსგან მოწყვეტილები არიან.“ დევნილების თქმით, ისინი თბილისში დასაქმებულები იყვნენ და, ასე თუ ისე, ახერხებდნენ ოჯახების შენახვას. ფოცხოეწერში კი ამის შესაძლებლობა არა აქვთ. მიზერული დახმარებით, რომელსაც ხელისუფლება იმეტებს, ბავშვების კვების და გათბობის პრობლემასაც ვერ წყვეტენ. დევნილები თბილისში დაბრუნებას მოითხოვენ, სადაც თითქმის 20 წელი ცხოვრობდნენ და გარემოსთან ადაპტირებულები იყვნენ. დევნილთა გამოსახლების გამო, დღეს პარლამენტის შენობასთან, 14:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 babuagiorgiბაბუა გიორგის გაუმარჯოს როგორ ასახლებენ დევნილებს. იძებნება აქტიური ძაღლი http://www.georgian-style.net/vicnobdet/?p=52 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 სტუდქალაქში დევნილების გამოსახლების პროცესის ერთ-ერთი ზედამხედველი პირადად თბილისის კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გიორგი ონიანი იყო. სწორედ მან გასცა ადგილზე დევნილების დაკავების ბრძანება. გიორგი ონიანი ყოფილი "კმარელია" და სასჯელაღსრულების სისტემაშიც მუშაობდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა (საია) ასოციაციის განცხადებით კი, დევნილთა საცხოვრებელი ფართებიდან გამოსახლება უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის 747 ბრძანების მიხედვით ხორციელდება. საიას წარმომადგენლის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ამ ბრძანების მიხედვით დევნილების საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლება შესაძლებელია, თუ ბრძანებაზე წერილობით თანხმობას გასცემს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროც. "ეს ზოგადი ბრძანებაა, რომელიც გამოსახლების პროცესებს აზუსტებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებაზე პროცესის დასაწყებად კი, საჭიროა თანხმობა ლტოლვილთა სამინისტრომაც გასცეს. კონკრეტულად გასცას თუ არა ასეთი თანხმობა სამინისტრომ, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ , რომ ასეთი თანხმობა მიცემულია", - განმარტა ნონა ქურდოვანიძემ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 http://www.youtube.com/watch?v=7N_7Z0DXk8Q Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MOXUCI Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 არ ფიქრობდნენ, იმიტომ ყველას ფეხებზე ჰკიდია ეგ ხალხი და მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობსსამწუხარო ფაქტია, მაგრამ მეტის ღირსები არიან მაგათ ადგილზე რომც დავეხვრიტე დღესვე წავიდოდი სამაჩაბლოში და რუსეთის მოქალაქეობას მივიღებდი ამ დამპალი ქვეყნის მოქალაქეობაზე დიდი ხნის წინ ვთქვი უკვე უარი და თუ სიცივით და შიმშილით მოვკვდებოდი როგორადაც დახოცვას მაგ ხალსხს უპირებდნენ იმას მაინც ვიტყოდი რუსებისთვის უცხო ვარ მტერი ვარ და ამიტომ მექცევიან თქო ასე ეხლა რა ქნას ამ საცოდავმა ხალხმა ვის რა დააბრალოს? მიხარია გულწრფელად მიხარია ასეთი ნაბიჯები აახლოვებს სააკაშვილის დედის მოტ- ნას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 მიაშას და მისი ხელისუფლების წევრების დედას ##################.არაკაცები არიან უმეტესობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ორნახევარი მილიარდი დოლარი იყოპ გამოყოფილი ფონდების მიერ დევნილებისთვის პირობების შესაქმნელად სად წავიდა ეს ტანხა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MOXUCI Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 სად წავიდა ეს ტანხა?ლამაზი ცოლი რო ჰყავს იმის საქველმოქმედო ფონდებს შევსება არ უნდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MOXUCI Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 დევნილობის სიმწარეს ვერავინ გაიგებს თუ არ გამოცდის ნებისმიერმა წარმოიდგინოს აბა ჯერ საკუთარი სახლიდან გაგაქციონ ცოლ შვილით სახლი დაგიწვან მთელი სიცოცხლე რასაც შრომობდი და შვილების მომავლისთვის აგროვებდი ერთ საათში გაგინადგურონ მერე სადღაც ჟაკტის ბარაკში შეგასახლონ სამადლოდ მერე იქიდანაც პოლიციის ძალით ცემა ტყეპით გამოგათრიონ და სამეგრელოში გადაგასახლონ სადღაც ღრმა სოფელში და თან ამ დროს ქობალიას თბილისში პრემიერ-მინისტრად უპირებდნენ დანიშვნას შიმშილზე სიცივზე ნერვების წყვეტაზე და ფსიქიკურ აშლილობა დეპრესიებზე აღარაფერს ვამბობ და ამის მერე ეს თურქებისნათრევ ბოზის აღზრდილი სვანური კოშკიდან უკრაინელ ნაშასთან ერთად ტელევიზიით გიღრიჭინებს და საქართველო უნდა ავაყვაოო გაიძახის და თურისტული ზონაო და ათას ####ობას რომ ვიცოდე რომ მოვახერხებდი ჩემი სიცოცხლის საფასურადაც კი ტყვიას ჩავაჭედებდი თავში ამ სატანას მე ამის გამკეთებელი ##################. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 როგორ ასახლებენ დევნილებს. იძებნება აქტიური ძაღლიhttp://www.georgian-style.net/vicnobdet/?p=52 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 საკუთარი სისხლის გალხს ასახლებენ სახლებიდან და ვიღაც ბურები ჩამოჰყავს ამ სირ მიშას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 babuagiorgi კაცო,ამოიღე რა ის მიმართვა და რას მეჯიუტები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 babuagiorgi კაცო,ამოიღე რა ის მიმართვა და რას მეჯიუტები? ვნახე მანდ შენი პასუხები. კაცო ამ Yფანდურებს უპასუხე რომ ეს ვირტუალური პარტიათქო და არ რეალური. კითხვა არ იცით კაოცო რა სწერია ვერ ხედავთ უბრალოდ მაგალითი გაიგე? ამ Y პარტიებმა რომ ნახონ როგორ უნდა მოიქცნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MOXUCI Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 მიაშას და მისი ხელისუფლების წევრების დედას ##################.არაკაცები არიან უმეტესობა.უმეტესობა კი არა ყველანი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.