Nukriko Posted January 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 ყოველგვარი ცლილება არ არის რევოლუცია. თუ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოდის ლიდერთა ჯგუფი, რომელთა პოლიტიკა იმეორებს მათი წინამორებედების პოლიტიკას და ეს ცვლილებები ქვეყანას ან საზოგადოებაზე ნაკლებად აისახება, მაშინ შეიძლება ითქვას რომ რევოლუცია არ მომხდარა. (ჩემი აზრით, ამის გამო "ვარდების რევოლუცია" სინამდვილეში რევოლუცია არ ყოფილა) აქამდე გამსახურდიას გადატრიალებით, რომელსაც დემოკრატიულ რევოლუციას უწოდებდნენ გამსახურდიას მოწინააღმდეგეები და შემდგომ ვარდების რევოლუცია, ჩვეულებრივ მოქალაქეთა და ელიტის თვალშიც კი, პოლიტიკა იყო მეტისმეტად გამარტივებული და მიუღწევადი მოლოდინებით, რომელიც არ შეესაბამებოდა საქართველოს ისტორიას და მის რელურ პოლიტიკურ პოტენციალს. გამსახურდიას შემთხვევაში, საზოგადოების მიერ გამარტივებულმა ცნებებმა როგორიც იყო "დემოკრატია, თავისუფლება და ა.შ" საფრთხე შეუქმნა წესრიგს და გამოიწვია სრული ქაოსი. უკიდურესი მოუთმენლობა, ვინც რევოლუციის სახელით მოქმედებს, სრულიად ეწინააღმდეგებოდა საზოგადოების და ზოგადად სახელმწიფო ინტერესებს. რევოლუცია იძლევა უფრო მეტ დაპირებას ვიდრე ამის შესრულება მას შეუძლია, ამიტომ რევოლუციით მოსული ხელისუფლება ყოველთვის აწყდება დიდ პრობლემებს, მცირე ხნის განმავლობაში, მისი რეიტინგი სწრაფადვე ეცემა. რევოლუციის მიზეზები ჯეიმს დევისმა გამოიკვლია რა რევოლუციები დაასკვნა, რომ რევოლუცია მაშინ არის მოსალოდნელი, როდესაც პირობები უმჯობესდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და შემდგომ მოსდევს უეცარი გაუარესება. მისი აზრით რევოლუცია არა იმდენად საშინელი ტანჯვის, არამედ გამანადგურებელ იმედგაცრუების შედეგია. ასევე მნიშვნელოვანია როდესაც საზოგადოება ხელისუფლების ლიდერებს სულ უფრო მეტად აღიქვამს შეუფერებლად: მათ არ შეუძლიათ ეფექტიანი ძალაუფლების განხორციელება, ეკონომიკური სტაბილიზაცია, არ გააჩნიათ ძალა დაამყარონ შიდა წესრიგი და არიან გაუბედავნი გარე საფრთხეების წინაშე. სააკაშვილის შემთხვევაში, ყვლეა არის დარწმუნებული რომ მას შეუძლია ეფექტურად და უხეში ძალის გამოყენებით დაამყაროს წესრიგი, მერაბიშვილის დახმარებით და ეს არის მისი არსებობის ყველაზე ძლიერი იარაღი. დაიმსხვრევა თუ არა მერაბიშვილის მითი და ის რომ სააკაშვილის გადაგდების მცდელობას სისხლი და უბედურება და ამის გარდა რაც მთავარია მარცხი მოჰყვება, მაშინ წარმატებული იქნება რევოლუცია. წარმატებული რეოვლუციონერი პოულობს მდიდარ პატრონების მხარდაჭერას და ასევე შეუძლიათ მრავალი უკმაყოფილო ადამიანის მობილიზება. (ჩვენ ოპოზიციამ ვერ შეძლო ელიტის (ელიტაში ვგულისხმობ იმ ხალსხ ვისაც რეალური ძალა აქვს, როგორებიც არიან ბიზნესმენები, გენრლები და ოფიცრობა და ა.შ) გადმობირება) ტოკვილი ამბობდა: "აქამდე მოთმინებით უძლებდნენ იმას, რაც უმოწყალო ჩანდა, მაგრამ წყენა აუტანელი ხდება მაშინ, როგორც კი ადამიანებს გონებაში გაუელვებს მისი მოშორების შესაძლებლობა... თავად ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ტკივილი შეიძლება განიკურნოს, ყურადღებას ამახვილებს სხვა ტკივილზე და ის უფრო მეტად აუტანელი ჩანს; ადამიანები შესაძლოა იტანჯებოდნენ უფრო ნაკლებად, მაგრამ ისინი ახლა უფრო მგრძნობიარეები არიან" რევოლუცია რომ მოხდეს უნდა არსებობდნენ ქარიზმატული ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ თვალი გაუსწორონ რეჟიმის დამხობის მცდელობასთან დაკავშირებულ სასიკვდილო რისკებს. (ჩვენი ოპოზიციონრები ამ რისკებს მაქსიმალურად გაურბოდნენ თუ გახსოვთ) ამის გარდა რევოლუციონერებს სჭირდება იმ ადამიანთა მხარდაჭრა, რომელთაც უკავიათ მაღალსაზოგადოებრივი მდგომარეობა და აქვთ შესაბამისი უნარები (სამწუხაროთ საქართველოში ისინი ფულით იყიდა სააკაშვილმა და ოპოზიციამ ვერ შეძლო მათი გადმობირება). წინარერევოლუციონური ხელისუფლაბას საფრთხეს უქმნის ელიტის გაუცხოება შეიარაღებულ ძალებში (ამიტომ მოახდინა მიშამ რეპრესიები არმიაში). და ბოლოს ერთადერთი შეკითხვა, რევოლუციის შემთხვევაში თქვენ მზად ხართ თქვენი სისხლი დაღვაროთ რათა ეს ხელისუფლება შეიცვალოს? მე ამ ეტაპზე არ ვარ მზად ამზაზე წავიუდე, რადგან ოპოზიციისადმი სრული გულგრილობა და მეტიც ზიზღიც კი მაქვს. უიდეო თამაშგარეთ აღმოჩენილ კომკავშირულ-კომფორმისტული ოპოზიცია გვყავს, რომელიც ვერ მოახდენს რევოლუციას და რომელიც დამარცხებამდე მიიყვანს საზოგადოებას, როგორც ეს ერთხელ უკვე ჰქნა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted January 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 და ბოლოს ერთადერთი შეკითხვა, რევოლუციის შემთხვევაში თქვენ მზად ხართ თქვენი სისხლი დაღვაროთ რათა ეს ხელისუფლება შეიცვალოს?რევოლუციებისადმი ჩემი დამოკიდებულება უარყოფითია . მზად არა ვარ ამისათვის და არც სურვილი მაქვს ,რადგანაც ვიცი რევოლუციას პაბოჩნი ეფექტები მოყვება . თუმცა არის მომენტები,როცა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 19, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 lasha_aloრევოლუციებისადმი ჩემი დამოკიდებულება უარყოფითია . მზად არა ვარ ამისათვის და არც სურვილი მაქვს ,რადგანაც ვიცი რევოლუციას პაბოჩნი ეფექტები მოყვება . თუმცა არის მომენტები,როცა... დარწმუნებული ხარ, რომ რაც შენ საქართველოში ნახე ბოლო 20 წლის განმავლობაში, რევოლუცია იყო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted January 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 დარწმუნებული ხარ, რომ რაც შენ საქართველოში ნახე ბოლო 20 წლის განმავლობაში, რევოლუცია იყო?მაშინ მოვახდინოთ რევოლუციის დეფინიცირება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 19, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 (edited) მაშინ მოვახდინოთ რევოლუციის დეფინიცირება რომელ ახალ ფორმაციაზე გადავედით, ან ზვიადის შემდეგ, ან ედუარდის შემდეგ? ტირანია იყო და ტირანია დარჩა Edited January 19, 2011 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted January 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 რევოლუცია დამღუპველია ქვეყნისთვის... ევოლუციაა საჭირო, რომ ნელ-ნელა მივიდეთ განვითარებულ საზოგადოებამდე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted January 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 რომელ ახალ ფორმაციაზე გადავედით, ან ზვიადის შემდეგ, ან ედუარდის შემდეგ? ტირანია იყო და ტირანია დარჩაკი მაგრამ ფორმაციის შესვლა ეს ხომ ევოლუციური პროცესია ანუ დამოკიდებულია დროზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 19, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 კი მაგრამ ფორმაციის შესვლა ეს ხომ ევოლუციური პროცესია ანუ დამოკიდებულია დროზე ევოლუცია განხორციელდა როგორც ესეთ, მხოლოდ სკანდინავიურ ქვეყნებში, სადაც რევოლუცია არ იციან რა არის. ამერიკის რევოლუცია - მონარქიიდან, ბატონ-ყმურ დამოკიდებულებიდან გადავიდნენ ახალ ფორმაციულ სისტემაში, როგორიცაა დემოკრატია და თანასწორობა საფრანგეთის რევოლუცია - მონარქია, ბატონ-ყმობა გადავიდა რესპუბლიკაში (გარკვეული კრახებით) და ადამიანთა უფლებების დეკლარაციაში (ამას ყოველ დროს უკვე აღიარებდნენ ფრანგი მართველები, გინდ ნაპოლეონი ყოფილიყო გინდ სხვა მონარქებიც. იტალიის რევოლუცია - გარიბალდის ომი - ისტალიის გაერთიანება და აბსოლიტური მონარქიიდან, კონსტიტუციურ მონარქიაზე გადასვლა და ა.შ რევოლუციას მოაქვს ფორმაციათა ცვლა.. დამისახელე საქართველოში რა ფორმაციების ცვლილებებს აქვს ადგილი ბოლო 20 წლის განმავლობაში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted January 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 ევოლუცია განხორციელდა როგორც ესეთ, მხოლოდ სკანდინავიურ ქვეყნებში, სადაც რევოლუცია არ იციან რა არის. ამერიკის რევოლუცია - მონარქიიდან, ბატონ-ყმურ დამოკიდებულებიდან გადავიდნენ ახალ ფორმაციულ სისტემაში, როგორიცაა დემოკრატია და თანასწორობა საფრანგეთის რევოლუცია - მონარქია, ბატონ-ყმობა გადავიდა რესპუბლიკაში (გარკვეული კრახებით) და ადამიანთა უფლებების დეკლარაციაში (ამას ყოველ დროს უკვე აღიარებდნენ ფრანგი მართველები, გინდ ნაპოლეონი ყოფილიყო გინდ სხვა მონარქებიც. იტალიის რევოლუცია - გარიბალდის ომი - ისტალიის გაერთიანება და აბსოლიტური მონარქიიდან, კონსტიტუციურ მონარქიაზე გადასვლა და ა.შ რევოლუციას მოაქვს ფორმაციათა ცვლა.. დამისახელე საქართველოში რა ფორმაციების ცვლილებებს აქვს ადგილი ბოლო 20 წლის განმავლობაში? ბოლშევიკური წყობიდან კაპიტალიზმზე (თუნდაც ქართულ კაპიტალიზმზე) რომ დაგავედით, ეს არ არის ფორმაციის ცვლიელბა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 19, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 (edited) ბოლშევიკური წყობიდან კაპიტალიზმზე (თუნდაც ქართულ კაპიტალიზმზე) რომ დაგავედით, ეს არ არის ფორმაციის ცვლიელბა? ეკონომიკურ ფლანგზე რაც მოხდა 90-იან წლებში, ამას ჰქვია სრული რეგრესი და ეკონომიკის სრული დაქვეითება.. Edited January 19, 2011 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted January 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 ეკონომიკურ ფლანგზე რაც მოხდა 90-იან წლებში, ამას ჰქვია სრული რეგრესი და ეკონომიკის სრული დაქვეითება..რატომ არის რეგრესი?საბჭოთა ეკონომიკის შეცვლა კაპიტალისტური ეკონომიკით, პროგრესია...ბოლშევიკური ფორმაცია ჩიხი იყო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ის 70 წელი სულ სხვა გზით ვიარეთ... ახლა თითქოს დავადექით სწორ გზას, უბრალოდ ჩვენი მენტალიტეტის გათვალისწინებით და იმ 70 წლიანი რეგრესით, დიდი დრო მოგვიწევს მიზნის მისაღწევად... დიდი დრო კი არა, არის საშიშროება საერთოდ ვერ მივიდეთ მიზნამდე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 19, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 საბჭოთა ეკონომიკის შეცვლა კაპიტალისტური ეკონომიკით, პროგრესია...აბა ჩამოთვალე ამ პროგრესის შედეგები, როგორ აისახა და ა.შ ახლა თითქოს დავადექით სწორ გზასარა თვითკმარი ეკონომიკა, ძირითადად უცხოური ვალებით არსებობს ქვეყანა 5-6 მილიარდიანი ვალი დიდი პროგრესია ვერაფერს იტყვი დიდი დრო კი არა, არის საშიშროება საერთოდ ვერ მივიდეთ მიზნამდე.და რა მიზნამდე მიდიხარ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted January 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 აბა ჩამოთვალე ამ პროგრესის შედეგები, როგორ აისახა და ა.შ არა თვითკმარი ეკონომიკა, ძირითადად უცხოური ვალებით არსებობს ქვეყანა 5-6 მილიარდიანი ვალი დიდი პროგრესია ვერაფერს იტყვი და რა მიზნამდე მიდიხარ? ის პროგრესია რომ მაღაზიაში რომ მიდიხარ, პურს ყიდულობ და როგორი კარაქიც გინდა ისეთს აირჩევ... არ მითხრა ახლა, პურიც გვქონდა კომუნისტების დროს და კარაქიცო... იყო და დამთავრდა, რის გამოც დაინგრა საბჭოთა კავშირი... არ მითხრა ახლა გორბაჩოვმა და ედიკამ დაანგრიესო... თვითნაკმარი ეკონომიკა რომ არ არის, ეს კაპიტალიზმის ბრალი კი არ არის, ეს ჩვენი ბრალია, რამეთუ კაპიტალიზმიც, და საერთოდ როგორც ყველაფერი, ჩვენებურად გვესმის, ქართულად... რა მიზნამდე მივდივართ? იმ მიზნამდე, სანამდეც ევროპა და ამერიკა მივიდა... იმ მიზნამდე, თუ ადამიანი მუშაობს კარგად, შემოსავალიც შესაბამისი უნდა ჰქონდეს, და არა ისე, როგორც ბოლშევიკების დროს იყო... მე როგორც ვხვდები, შენ სხვა მიზანი გაქვს, "ვზიატ ვსიო, ი პადელიტ"... მაგრამ ამ გზამ შეგვიყვანა ერთხელ ჩიხში საიდანაც არც ვართ ნორმალურად გამოსულები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted January 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 მაქსიმილიან რობესპიერი 1793 წლამდე გამოდის დიქტატურის წინააღმდეგ - “გამოვუტანოთ სასიკვდილო განაჩენი ყველას, ვინც შემოგვთავაზებს დიქტატურას, ტრიუმვირატს ან ძალაუფლების სხვა ტიპს, რომელიც ფრანგული რესპუბლიკის მიერ შექმნილი თავისუფლების რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული”. მოულოდნელად მისი შეხედულებები რადიკალურად იცვლება. რობესპიერი ამას ადვილად ხსნის: “კონსტიტუციური ხომალდი” შენდება იმ გაანგარიშებით, რომ მას ცურვა “წყნარ ზღვაში” მოუწევს. მაგრამ სულ სხვაა, როცა ღელვაა, ანუ რევოლუციაა და არსებობენ “თავისუფლების მტრები”. ვინ არიან ისინი? _ ყველა ჯურის შეთქმულნი, რომლებიც რევოლუციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებიან. მაგრამ მხოლოდ ისინი არა. კონტრრევოლუციონერებად უნდა შეირაცხონ “უზნეონი”, “არაკეთილგონივრულები”, “გამხრწნელები” “თავისუფლების მტრები”. მათ _ მხოლოდ სიკვდილი! ამისთვის ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს საკმაოდ აქტიურად და რაც მთავარია, უფრო თავისუფალი უნდა იყოს თავის ქმედებებში”. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 19, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 (edited) georgekh13შენ ხარ ჩამოყალიბებული კონსერვატორი (ამერიკული გაგებით) - აი ჯორჯ ბუში როგორიც იყო - ჩამოყალიბებული რესპუბლიკელი - აი ზუსტად ესეთი აზროვნების მატარებელი ხარ.. თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტალისზმს ეძახიან უცხოეთშ ესეთ აზროვნებას.. მრავალნაირი პურია მთავარი და არა ის რომ ხალხს ფული არ აქვს პურზე შენი აღქმა - კეთილამდე და ბოროტამდე დადის Edited January 19, 2011 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.