Jump to content
Planeta.Ge

კიდევ ერთი დაპირისპირება ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის?


Recommended Posts

საქართველოს საპატრიარქო ტაძრებისა და მეჩეთების აღდგენასთან დაკავშირებით მხარეებს წინადადებებს სთავაზობს

08:55 19-01-2011

თურქეთში ქართული ტაძრების, ხოლო საქართველოში მეჩეთების რესტავრაციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა .

საპატრიარქო მხარეებს ტაძრებისა და მეჩეთების აღდგენასთან დაკავშირებით წინადადებებსაც სთავაზობს.

"როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის ამჯერად საქართველოში უკვე ოთხი მეჩეთის და ერთი აბანოს, ხოლო თურქეთში ოთხი ქართული ტაძრის აღდგენის შესახებ.

საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) თანახმად, ეკლესია წარმოდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მესაკუთრეა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრებისა, ხოლო სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთში არსებული ქართული ტაძრების საკუთრებისა და მოვლა-პატრონობის შესახებ.

ამდენად, თურქეთის მხარისათვის წარდგენილი ტაძრების სია და მოლაპარაკების პირობები, ბუნებრივია, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო მის მესაკუთრესთან-საქართველოს საპატრიარქოსთან, რაც არც ადრე და არც ახლა არ განხორციელებულა. ეს ჩვენთვის სრულიად გაუგებარია.

თავიდანვე შევნიშნავთ, რომ ისეთი მნიშვნელობის ძეგლები, როგორებიც არის ოშკი, ხანძთა, ოთხთა, იშხანი ... იუნესკო-ს ეგიდითაც შეიძლებოდა აღდგენილიყო და ამისათვის შესაბამისი ნაბიჯები აქამდეც შეიძლებოდა გადადგმულიყო. მოლაპარაკებები კი თურქულ მხარესთან სხვა ტაძრების რესტავრაციასთან დაკავშირებით უნდა გვეწარმოებინა.

რატომ არ იქნა ეს გზა გამოყენებული, არ ვიცით, ხოლო თუ დღეს არსებული ვითარების მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩვენთვის საპრობლემო საკითხებიდან ამჯერად მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას:

ა) ადრეც აღვნიშნავდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ თურქეთი მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის პარტნიორ სახელმწიფოდ, რომელთანაც კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაკავშირებს, ამიტომაც, ბუნებრივია, ისმება კითხვა: მაშინ, როდესაც საქართველოში ახლად გახსნილი უამრავი მეჩეთი და ჯამე ფუნქციონირებს, ამათ სანაცვლოდ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში რატომ არ შეიძლება გაიხსნას თუნდაც 2-3 ქართული მონასტერი (მათ ამოქმედებას ხომ მრევლი არ სჭირდება) და რატომ გვთავაზობს თურქული მხარე ამის განხორციელებას მხოლოდ ნაცვალგების საფუძველზე, თანაც 5/4 შეფარდებით?

ბ) შევნიშნავთ იმასაც, რომ, როგორც თურქული მხარისთვის არის მნიშვნელოვანი გარკვეული მეჩეთების პროირიტეტად წარმოჩენა, ასევე, ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, მაგალითად, ლაზებით დასახლებელ ზღვისპირა ზოლში დანგრევის პირას მყოფი არდაშენის ტაძრის აღდგენა; ასევე ხახულის ტაძრიდან მეჩეთის გადატანა და მნახველთათვის მისი გახსნა;

ასე რომ, საქართველოს საპატრიარქო უპირველესად მიიჩნევს ქალაქ არდაშენისა და ხახულის ტაძრების აღდგენას; სხვა სარესტავრაციო ეკლესიების შერჩევა კი შეიძლება სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა გადაწყვიტონ საპატრიარქოსთან შეთანხმებით.

და ბოლოს, უნდა თავიდანვე განისაზღვროს ისიც, თუ ვის საკუთრებაში იქნება საქართველოში აღდგენილი მეჩეთები, თურქეთში კი - ტაძრები.

ვიმედოვნებთ, ჩვენს მიერ წამოყენებული წინადადებები მისაღები იქნება ყველა მხარისთვის, რაც ჩვენს შორის ურთიერთობას კონსტრუქციულს გახდის",-ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/156891-saqarthvelos-sapatriarqo-tadzrebisa-da-mechethebis-aghdgenasthan-dakavshirebith-mkhareebs-tsinadadebebs-sthavazobs.html

 

1) ხელისუფლებამ საპატრიარქოსთან კონსულტაციები ნამდვილად უნდა აწარმოოოს და ეს განცხადება მიანიშნებს კომუნიკაციების პრობლემას;

2)არ მომწონს საპატრიარქოს ზედმეტად დიდაქტიკური ტონი. მისი აზრი უნდა იქნეს მოსმენილი , მაგრამ არც მისი მხრიდან თითების ქნევა არ იქნება მიზანშეწონილი.

 

შევაფასოთ, გამოვთქვათ მოსაზრებები.

რა ხდება?

როგორია თქვენი დამოკიდებულება როგორც უშუალოდ თურქეთთან მოლაპარაკეწბასთან დაკავშირებით, აგრეთვე ქვეტექსტების მიმართ, რაც წერილში ჩანს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

2)არ მომწონს საპატრიარქოს ზედმეტად დიდაქტიკური ტონი. მისი აზრი უნდა იქნეს მოსმენილი , მაგრამ არც მისი მხრიდან თითების ქნევა არ იქნება მიზანშეწონილი.

 

 

სად არის თითის ქნევა და თუ მონასტრების აღდგენაზე მიდის საუბარი,კირკიტაძეს უნდა შეუთანხმონ? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმის შემდეგ რაც ამ სიმღერამ პატრიონოტზე ვერ(არ გაამარჯვებინეს) გაიმარჯვა..

და გაიმარჯვა რაღაცა იდიოტურმა მტირალმა პაპსამ აფხაზეტზე... რომელშიც მელოდიიდან დაწყებული მომღერლის ხმით დამტავრებული დონე იყო 0... აშკარაა რომ საპატრიარქომ ტავისი უნდ აგაიტანოს.. თუმცა წარმოუდგეელია.. რადგან ხელისუფლებას ხელში უჭირავს....

 

ასე რომ არანაირი თითის ქნევა ეგა რ არის.. ამგრამ თითი ნამდვილად უნდა დაუქნიონ.. იეს.! :r

ტუ შორენა ბეგაშვილის საქმროს აქვს მორალზე საუბრის უფლება საპატრიოარქომაც უნდა თქვას ყოველთვის თავისი აზრი და გაიტანოს კიდეც!!!

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ მონასტრების აღდგენაზე მიდის საუბარი,კირკიტაძეს უნდა შეუთანხმონ?

ვინც ფულს იხდის იმას უნდა შეუთანხმონ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გააჩუქა ამ მოღალატე ხელისუფლებამ აჭარა! ტუქრქებზე და სომხებზე... და კიდევ ხმა არაა ამოსაღები? ეეეჰ :(
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://forum.ge/?f=29&showtopic=34210160

 

საქართველოს ინტერესების დაცვა ნამდვილად მიშას ინტერესების დაცვას ნIშნავს ზოგისთვის :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამდვილად მიშას ინტერესების დაცვას ნIშნავს ზოგისთვის

ავატარი ტანახმაა :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://forum.ge/?f=29&showtopic=34210160

 

საქართველოს ინტერესების დაცვა ნამდვილად მიშას ინტერესების დაცვას ნIშნავს ზოგისთვის :D

ვკიტხულობ და... ნეტა ასეთივე კრიტიკულები ყვნენ ბელადის მიმართ :) ხომ ავშენდებოდით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინც ფულს იხდის იმას უნდა შეუთანხმონ.

 

 

გამოდის, რომ საცოლაცადაც იმასთან უნდა წავიდნენ არა? :givi: იცი ვისაც ვგულისხმობ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...