Jump to content
Planeta.Ge

თედო ჯაფარიძე ნაცშპანის აღვირახსნილი გესლიანობის ობიექტი


Recommended Posts

აქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანსა და საგარეო უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, თედო ჯაფარიძეს დიპლომატიური პასპორტი გაუუქმა. საგარეო უწყებამ მას არც 2010 წლის შემოდგომით, ბისეკ-თან არსებული შავი ზღვის საერთაშორისო კვლევის ცენტრის ტექნიკური დირექტორობის თანამდებობაზე დაუჭირა მხარი. ოფიციალური მიზეზად ჯაფარიძის სამეცნიერო "ბეგრაუნდის" უქონლობა დასახელდა. ქართულმა მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია ახალი კანდიდატურის წარდგენა და ამ თანამდებობაზე დანიაში საქართველოს მოქმედი ელჩი დავით კერესელიძე დაასახელა. თუმცა, ცენტრის დირექტორთა საბჭომ ჯაფარიძეს დაუჭირა მხარი და უფლებამოსილების ვადა 2011 წლის მაისის ბოლომდე გაუგრძელა.

"ინტერპრესნიუსი" თედო ჯაფარიძეს საბერძნეთში დაუკავშირდა.

 

_ ბატონო თედო, იცით თუ არა ოფიციალური მიზეზი, რატომ გაგიუქმდათ დიპლომატიური პასპორტი?

_ ნამდვილად კარგი იქნება, ვიცოდე, თუ რა მოხდა ან ახლა რა ხდება. ჩვენ წინა ინტერვიუშიც ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო სამინისტროს გადაწყვეტილებებზე, ნაწილობრივ, ვხვდები რაღაცეებს, მაგრამ ზუსტი პასუხი არ მაქვს. არც ის ვიცი, რა ლოგიკა დევს ამ ყველაფერში. გახსოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ ბისეკის შავის ზღვის საერთაშორისო კვლევის ცენტრის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე ჩემს კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, შემდეგ ტელეკომპანია "იმედმა" ჩემზე, ასე ვიტყოდი, ნახევრად პასკვილური სიუჟეტი მოამზადა. მართალია, მთლად "მოდელირებული ქრონიკის" დონემდე არ მისულან, მაგრამ ლამის რუსეთის გავლენის აგენტად გამომიყვანეს, თითქოს მოსკოვში ჩემი კონტაქტების დახმარებით ვცდილობ კარიერის გაკეთებას და ასე შემდეგ. შემდეგ ქალბატონი კალანდაძის განცხადება იყო იმის შესახებ, რომ მე არ მქონდა სათანადო აკადემიური წარსული, ანუ როგორც თავად თქვა, "ბეგრაუნდი". ამ ყველაფერს კი დიპლომატიური პასპორტების გაუქმებაც მოჰყვა... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად არ ვიცი მიზეზი. ინფორმაციისთვის, 2007 წელს, როცა ამირჩიეს ამ კვლევით ცენტრში, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინსიტრის გელა ბეჟუაშვილის დაჟინებული თხოვნის საფუძველზე მომცეს დიპლომატიური პასპორტი. ვეუბნებოდი, არ არის საჭირო, ბატონო გელა... მე მაქვს საკმარისი გამოცდილება, რომ მცოდნოდა, სად არის საჭირო დიპლომატიური პასპორტი და სად - არა, აქ ნამდვილად არ იყო საჭირო ასეთი დონის პასპორტი, მაგრამ ის დაჟინებით მიმეორებდა: როგორ, ბატონო თედო, ყოფილ ელჩი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ხართ და დოპლომატიური პასპორტი გჭირდებათო. სათანადო ნოტაც კი გამოაგზავნეს...

_ როდის გაგიუქმდათ დიპლომატიური პასპორტი?

_ ეს ტრაგიკომიკურია. სასაცილოც კი იქნებოდა, რომ არა ის პრობლემები, რაც საქართველოს და პირადად მე მაქვს... გეგონებათ, რომ ამაზე დიდი გასაჭირი არ აქვს ქვეყანას, ვიდრე ჩემი პასპორტის გაუქმება. პასპორტი 31 დეკემბერს გააუქმეს, წინასაახალწლოდ. ამის შესახებ ბისეკის ყველა ქვეყანას შეატყობინეს, ცნობები დააგზავნეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ვაითუ, ჯაფარიძე ამ დიპლომატიურ პასპორტს არალეგალურად გამოიყენებსო. ესაა და ეს. ახლა, პირდაპირ რომ გითხრათ, ტექნიკურად არალეგალის სტატუსით ვარ _ არ მაქვს დიპლომატიური პასპორტი, რომელშიც მქონდა ყველა ვიზა, რითაც ვმუშაობდი და დავდიოდი. უნდა ავიღო ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რასაც ცალკე პროცედურა სჭირდება.

_ თქვენი უფლებამოსილების ვადა 2011 წლის მაისში იწურება…

_ დიახ, დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც უკუქმედება არ აქვს და რომელსაც ქართული მხარე საკმაოდ არადიპლომატიურად და მძაფრად შეეწინააღმდეგა, მაისის ბოლომდე ვრჩები თანამდებობაზე, იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება ახალი კანდიდატის დასახელება და შემდეგ მისი არჩევა. თუ ანალიტიკურ უნარს ამაზე დავხარჯავთ, დავინახავთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს, ამ ვადის ამოწურვამდე ჩამოვიდე. ეს იმ გეგმის ნაწილია, რომ ჯარაფიძე აქ მაისამდე ვერ გაჩერდეს, ვაწუწუნოთ, ვაწრუწუნოთ და იქნებ, თებერვალშივე გავაგდოთ აქედანო. ეს არის ლოგიკა.

_ გქონიათ თუ არა პირადი საუბარი საგარეო უწყების რომელი წარმომადგენელთან პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით?

_ როცა გაჩნდა იდეა იმისა, რომ ამ ცენტრში მეორე ვადით ავრჩეულიყავი, პირველი, სადაც დავრეკე, საგარეო უწყება იყო. ქართული მხარე ჩავაყენე საქმის კურსში, რომ შესაძლოა, მუშაობა აქვე გამეგრძელებინა. ამის შემდეგ საქართველოს მხრიდან არავინ შემხმიანებია, არც ნოტებზე, არც მხარდაჭერასა და არც წინააღმდეგობაზე ჩემთვის არავის არც ერთი სიტყვა არ უთქვამს, ქართულ მხარესთან ურთიერთობა ნოტების მეშვეობით მაქვს. დანარჩენს ვიგებ ან ტელევიზიით და ინფორმაციის სხვა საშუალებით. ხომ შეიძლებოდა ვინმეს დაერეკა და აეხსნა ეს გადაწყვეტილება?! ცხოვრებაში ყველაფერი ხდება: 3 წლის წინ დიპლომატიური პასპორტი ძალით მომაჩეჩეს ხელში, ახლა უკვე ჩამომართვეს და არანაირ მხარდაჭერაზე არ არის საუბარი. ეს დიპლომატიას კი არა, ადამიანურ ნორმებსაც კი სცდება.

_ ბატონო თედო, მაისი რამდენიმე თვეში დადგება და თქვენი უფლებამოსილების ვადაც ამოიწურება. ხომ არ გიფიქრიათ, მუშაობის ისევ საბერძნეთში გაგრძელებაზე?

_ ალბათ ისევე უმუშევრად მომიწევს დარჩენა, როგორც ვიყავი მანამდე. არა მგონია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ქართულმა სახელმწიფომ რაიმე შემომთავაზოს... რაც შეეხება საბერძნეთს _ წარმოუდგენელია, უცხო ქვეყანამ რაიმე დაინტერესება გამოიჩინოს ჩემს მიმართ, მით უმეტეს მაშინ, როცა მხარს საკუთარი სახელმწიფო არ მიჭერს და სიძნელეებს მიქმნის. თუმცა საკმაო გამოცდილება მაქვს და მაისის შემდეგ უფრო გამოჩნდება, რის გაკეთებას შევძლებ.

 

მალხაზ ჭკადუა

"ინტერპრესნიუსი"

http://www.interpressnews.ge/ge/interviu/156855-thedo-jafaridze-sami-tslis-tsin-diplomatiuri-pasporti-dzalith-momacheches-khelshi-akhla-aralegali-gavkhdi.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...