უცხო_პლანეტელი Posted January 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 18, 2011 კომპოსტი ძალიან კარგი გზა ერთის მხრივ ბიოლოგიური ნარჩენების "მოსაცილებლად" და მეორეს მხრივ მიწის გასანოყიერებლად.საქართველოსი ნარჩენების, განსაკუთრებით მშრალი ფორმის(მაგ. ფოთლები, ხმელი ბალახი და ა.შ.) წვავენ. http://api.ning.com/files/J3HCp-w15Y21kODnocZynQ8vjvCL7lQHbFj4jmfhAoSmzmsOcfdXcLpKuPrGaGtuzgM-fpKfuFKrVTV4vzh1jGRzaqv3j6jS/HowCompostHappens.gif http://www.webquest.hawaii.edu/kahihi/sciencedictionary/images/compost_cycle.jpg სოფლის პირობებში ადვილად შეიძლება კომპოსტირებაhttp://www.frauenwaldschule.de/bilder/kompost3.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted January 18, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 18, 2011 კ ო მ პ ო ს ტ ი კომპოსტი მცენარეული და ცხოველური ნივთიერებების �გადაწვის�, დაშის, გარდაქმნის შედეგად მიიღება. ამისათვის აგროვებენ და სპეციალური სქემით განათავსებენ მათ. (იხ. ქვემოთ) ბუნებაშ, მაგ. ტყეში კომპოსტირების პროცესი ბინებრივად მიმდინარეობს. ფოთლები და სხვა ნარჩენები ბუნებრივად გარდაიქმნება ნაყოფიერ ნიადაგად. კომპოსტისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ორგანული მასალა, მაგრამ უნდა მოვერიდოთ: � დაავადებული მცენარეების ნარჩენებს. (ისინი უნდა დაიწვას); � შხამიან მცენარეებს და მცენარეებს, რომლებიც სხვა მცენარეების; მიმართ ტოქსიკურნი არიან � ზოგიერთი სარეველა, . . თესლი შეიძლება არ დაიღულოს კომპოსტირების ტემპერატურაზე; � კატისა და ძაღლის, ავადმყოფი ცხოველების ექსტრემენტებს. კომპოსტის დამზადების ზოგადი ალგორითმი ასეთია: � კომპოსტისათვის შეირჩევა 2 მეტრამდე სიგანის, ზომიერად დაჩრდილული ადგილი. კომპოსტის სიმაღლემ 2 მეტრს შეიძლება მიაღწიოს. კომპოსტის ქვეშ მიწა ღრმად უნდა გადაიბაროს, რათა კარგი დრენაჟი ქონდეს. � საკომპოსტე მასალა ფენა�ფენად იყრება შეჩეულ ადგილზე. ფენათა შორის 5�10 სმ მიწის ფენა უნდა მოეყაროს. ჯობს ქვემოთ ფენებში მოექცეს ძნელად ხრწნადი მასალა, მაგალითად ფიჩხი, ანასხლავი . ზემოთ უფრო იოლად ხსნადი. ზედა ფენებში ჯობს განვათავსოთ ისეთი მასა, რომელიც ადვილად იხსნება წყალში და კომპოსტის მთელ მასას გაამდიდრებს. მაგალითად ნაცარი, ნაკელი. � კომპოსტა ჭირდება მაღალი ტემპერატურა. იგი თვით გამოყოფს სითბოს და ხელი უნდა შევუწყოთ შეინარჩუნოს ტემპერატურა. ამისათვის იგი უნდა დავთბუნოთ ნამჯით, ბალახით და სხვა მასალებით, რომლებიც ჰაერის მიწოდებას ხელს არ შეუშლის. � კომპოსტი მუდმივად ოდნავ სველი უნდა იყოს. საჭიროების შემთხვევაში მოირწყას. სპეციალურ ლიტერატურაში ბევრია რჩევები როგორ უნდა მივიღოთ მაღალი ხარისხის კომპოსტი. ამ წესების მიდევნება საკმაოდ რთული და ხშირად, საწარმოო პირობებში არარეალურია. ამწესების განზოგადოება ასე შეიძლება: კომპოსტში ჩაყარეთ ყველა ორგანული მასალა და ბუნებრივი გამამდიდრებლები რაზეც იაფად მიგიწვდებათ ხელი. თუკი ამის საშუალება არსებობს სპეციალურად კომპოსტში შესარევად სასურველია გამრავლდეს ჭინჭარი. ცხადია უკეთესია საკომპოსტე მასალა წინასწარ დაქუცმაცდეს, მაგრამ ეს ძვირი დაჯდება. http://ecopharm.sangu.ge/meurn_dagegmva/myari_sasuqebi.htm Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.