planetanews Posted January 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2011 ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონიალი, სავარაუდოდ, 21 იანვარს გაიმართება, - იუწყება რია ნოვოსტი. ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ნიკოლაი ლაზოვიკი აცხადებს, რომ ინაუგურაციის თარიღზე ჯერ კიდევ მუშაობა მიმდინარეობს, ამიტომ, მისი თქმით, შესაძლოა თარიღი შეიცვალოს. ინაუგურაციის სხვა დეტალებზე საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი არ საუბრობს და ამბობს, რომ ამ საკითხებზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობს. ალექსანდრე ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში 2010 წლის 19 დეკემბერს გაიმარჯვა. იგი პრეზიდენტის თანამდებობაზე მეოთხე ვადით იქნა არჩეული. არჩევნების შედეგების ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკომ ამომრჩეველთა 80%-ის მხარდაჭერა მიიღო, მაშინ, როდესაც მისმა ოპონენტებმა 3%-ზე მეტი ხმა ვერ მოაგროვეს. არჩევნებს ბელორუსში ოპოზიციის მასობრივი აქციები მოყვა. მინსკის ქუჩებში რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციებზე ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები და ოპოზიციის მხარდამჭერები დააკავეს. არჩევნების შედეგები მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, შეერთებულ შტატებშიც არ აღიარეს. რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა კი ოფიციალური მილოცვა ლუკაშენკოს უკვე გაუგზავნა სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts