Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - რუსთაველის მოედანი უნგრეთში


Recommended Posts

”ნოვოსტი-გრუზია”, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნგრეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭება.

 

საქართველოს საელჩომ უნგრეთში, 2010 წლის დასაწყისში ბუდაპეშტის მერიას მიმართა თხოვნით, რომ რუსთაველის სახელი დარქმეოდა იმ მოედანს, სადაც 2010 წლის ივნისში შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგა.

 

”შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ბუდაპეშტის მერიამ პოზიტიურად გადაწყვიტა ქართული ინიციატივა. წინა კვირას, მოედანს უკვე რუსთაველის სახელი მიენიჭა”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

 

რუსთაველის ძეგლი ქართველ სკულპტორს, მერაბ მერაბიშვილს ეკუთვნის და ის საქართველოს საელჩოს ახლოს არის განთავსებული.

 

ინფორმაციის მიხედვით, მოედნის ოფიციალური გახსნისთვის საქართველოს პრეზიდენტის უნგრეთში ჩასვლა იგეგმება.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...