Jump to content
Planeta.Ge

არის თუ არა მართალი ხუხაშვილი


Recommended Posts

http://ghn.ge/news-31852.html

ექსპერტი გია ხუხაშვილი ეჭვობს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მხოლოდ წარმატებებზე საუბრით საქართველო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებას დაკარგავს.

 

"როცა მხოლოდ ქვეყნის წარმატებაზე საუბრობ, უნდა გაითვალისწინო, რომ ამით პოტეციური დონორების განწყობა შეიძლება შეიცვალოს და მათ იფიქრონ, რომ ქვეყანას აღარ სჭირდება დახმარება. ანუ შეიძლება მოვჭრათ ის ტოტი, რომელზეც ვზივართ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ წარმატებებზე ლაპარაკი წინდაუხედავ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს", - ასე აფასებს ხუხაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტ "ამერიკან ინტერპრაიზში" სიტყვით გამოსვლას.

 

ამასთან, ექსპერტის შეფასებით, საქართველოს საერთაშორისო ფინანსური დახმარება კიდევ დიდხანს დასჭრიდება, რადგან ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად, იკუმშება.

 

"კიდევ დიდხანს დაგვჭირდება დახმარება, რადგან ეკონომიკური სიტუაცია კი არ უმჯობესდება, პირიქით, ეკონომიკა იკუმშება და ხვალ და ზეგ კიდევ უფრო დიდი პრობლემები გვემუქრება", - განუცხადა ექსპერტმა "ჯი-ეიჩ-ენს".

 

რაც შეეხება უშუალოდ სააკაშვილის გამოსვლის ტექსტს, გია ხუხაშვილი საქართველოს პირველ პირს მხოლოდ იმაში ეთანხმება, რომ ქვეყანაში ბევრი ტექნიკური საკითხი და პროცედურა გამარტივდა.

 

"რა თქმა უნდა, მართლა ბევრი რამ გაკეთდა, რაზეც გამოსვლაშიც იყო ყურადღება გამახვილებული. მაგალითად, მართვის მოწმობის აღება უკვე სამ დღეშია შესაძლებელი და ამაში ვეთანხმები ხელისუფლებას, მაგრამ იყო მომენტები, რასაც პირადად მე არ ვიზიარებ. მაგალითად, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მოქალაქის კეთილდღეობა გაუმჯობესდა და სიღარიბის ზღვარს მიღმა ნაკლები ადამიანია. სამწუხაროდ, მე ასე არ ვფიქრობ", - დასძინა გია ხუხაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში იმყოფება. აღნიშნულ ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოს ეკონომიკურ წარმატებებსა და რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხუხაშვილი ვინ არის?

ოპოზიციონერი "ექსპერტი". ცხენები უკეთ ესმოდა მაგას, გაყოლოდა მაგ საქმეს, იპოდრომზე კარგად თამაშობდა ხოლმე :) რაის ექსპერტი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მჯერა მე პოლიტიკოს-ეკონიმის ტი ექსპერტების...აღარაფერი... ეკონომისტი თუ ხარ..პოლიტიკურ განწყობრებს თავი უნდა დაანებო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგალითად, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მოქალაქის კეთილდღეობა გაუმჯობესდა და სიღარიბის ზღვარს მიღმა ნაკლები ადამიანია. სამწუხაროდ, მე ასე არ ვფიქრობ", - დასძინა გია ხუხაშვილმა.

 

არც მე,

არაუშავს, ჩვენც მაშინვე ვერ მივხვდით რომ სრულიად მატყუარაა, ცოტა ხანში დანარჩენი მსოფლიოც მიხვდება,

მიხვდება? როის?

 

 

რავა ჩვენ უნდა მივხვდეთ ყველაფერ ცუდს პირველად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...