asds Posted January 23, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 ეს თემა დაუმსახურებლად მიეცა წარსულს გასულს. ამბოხებაზე და ბუნტზე გახშირებული საუბრებით ვითარების ესკალაცია და სამოქალაქო დაპირისპირების შემზადება აგრეთვე იმ კონსტრუქციის ნაწილია რაზეც პირველ პოსტში ვსაუბრობ.. ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება. 1. ქვეყანაში კიდევ უფრო დაიძაბება ვითარება.2. დაფიქსირდება შეტაკებები კონტროლირებადი ე.წ. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ძალოვან სტრუქტურებს შორის.3. დაფიქსირდება შეტაკებები კრიმინალური რეჟიმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. 4. დაფიქსირდება "ფსევდო სპონტანური" ხალხმრავალი გამოსვლები და დემონსტრაციები. 5. დასავლეთის მედიის ერთ ერთ ძირითად თემა საქართველოში გამწვავებული პოლიტიკური/ეკონომიკური/სოციალური კრიზისი და ამ კრიზისის ფონზე მიმდინარე საპროტესტო მოძრაობა გახდება. ამ დროს სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი სამხრეთ ოსეთთან საბრძოლო მოქმედებების პროვოცირებას შეეცდება და თავდავიწყებაც დაიწყება.. ანუ დაიწყება ის რაც პირველ პოსტში წერია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 24, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 ახალ თემას ხომ არ გავხსნი და ბლოგზე დავდე აგერ რაცხა და გადახედეთ ნა დასუგე.. ერთი ორი მომენტი შესაძლოა საინტერესოდ გენიშNოთ.. “ყველაფერი რუსეთის ბრალია” — საქართველოს დასასრულის დასაწყისი (2011-2012) “ყველაფერი რუსეთის ბრალია” ეს ფრაზა არაკომპეტენტური/კორუმპირებული პოლიტიკოსების “იოლი ხელით” საქართველოს უახლესი ისტორიის ერთვარი სინონიმი გახდა. პარადოქსია, მაგრამ საქართველოში და საქართველოსთან დაკავშირებით განვითარებული ნეგატიური პროცესების ძირითად მიზეზად, როგორც წესი რუსეთი სახელდება და ეს მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელი საქართველოს უახლეს ისტორიაზე ოფიციალური თბილისი იყო, არის და რათქმაუნდა იქნება ვიდრე საქართველოს სახემწიფოებრიობის არსებობამდე ( იმის გარკვევას თუ როდემდე იარსებებს საქართველო როგორც სახელმწიფო ამ წერილში შევეცდები). ბევრისთვის ეს მარტივი ჭეშმარიტება მიუწვდომელი სირთულის ამოცანა აღოჩნდა, კიდევ უფრო ბევრმა დღემდე ვერ გააცნობიერა, რომ რუსეთი “საბჭოთა კავშირი” არ არის. არადა ვერც ეკონომიკური და ვერც პოლიტიკური რესურსით თანამედროვე რუსეთი “საბჭოთა კავშირთან” სიახლოვესაც ვერ მივა და უფრო მეტიც, დღეს მოსკოვი (და ამას ფაქტები მოწმობს) დასავლეთის/აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და ხშირ შემთხვევაში ვაშინგტონიდან მიღებული რეკომენდაციებითა და პირდაპირი მითითებებით მოქმედებს.დასავლეთს/აშშ-ს უნდა უმადლოდეს რუსეთი ეკონომიკურად გაძლიერებასა და თუნდაც დროებით, მაგრამ ტერიტორიალური მთლიანობის შენარჩუნებასაც.ეს ყოველივე ფაქტია და პოლიტიკაზე საუბრისას სასურვეია ის “დიდი გეოპოლიტიკური სურათი” დავინახოთ, რომელიც “დასავლეთის ქვეყნების” საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელია, იქნებ ამის მერე მაინც გავაკეთოთ ადევატური დასკვნები. ვფიქრობ, რომ რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებში საქართველოს დეზინტეგრაცია არ შედიოდა და არც დღეს შედის, ამდენად მოსკოვის ყველა ცოდვაში დადანაშაულება და საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ ნეგატიურ პროცესებზე პასუხიმსგებლობის მთლიანად კრემლზე დაკისრება შეუძლებელია. სხვა საკითხია რომ დასავლეთის სპეც-სამსახურების მიერ რუსეთის ხელისუფლებაში “მოყვანილი” პუტინი დროის გარკვეულ მონაკვეთში 2004-2007 წლებში იმდენად გაძლიერდა რომ ვაშინგტონისგან დამოუკიდებელი (დამოუკიდებელი და არა დასავლეთის საწინააღმდეგო) “თამაში” დაიწყო (ცადა დაწყება) და ვაშინგტონს მოსკოვის (პუტინის) “მოთვინიერების/გონზე მოყვანის” ფაქტიურად ერთადერთ ეფექტურ გზად საქართველო-სამხრეთ ოსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირება და ამ კონფლიქტში რუსეთის ჩათრევა დარჩა.სამხედრო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონის მითითება შეასრულა და აგვისტოს კონფლიქტში რუსეთის ჩათრევით თეთრმა სახლმა ცალსახად “გაურკვია პუტინს და მის გარემოცვას” თუ ჯერ კიდევ ვინ არის პლანეტაზე “პირველი ნომერი”. თუ დააკვირდებით დაინახავთ, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მთელი რიგი ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები გაფორმდა. დღეს რუსეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო კოალიციური ძალები არასამხედრო ტვირთებითაც მარაგდებიან და სამხედრო ტვირთებითაც. დღეს რუსეთი ფაქტიურად ღიად თანამშრომლობს დასავლეთის ენერგოკომპანიებთან და მათთან ერთად ახორციელებს უმსხვილეს ენერგეტიკულ პროექტებს. დღეს რუსეთი შეიარაღებული ძალების გადაიარაღებისთვის გამოყოფილი 20 ტრილიონი რუბლიდან მინიმუმ ნახევარს დასავლეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსში დებს, ყიდულობს რა საბრძოლო ტექნიკასა და ტექნოლოგიებს აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე მათ პარტნიორ ქვეყნებში (ისრაელი). დღეს რუსეთი პრაქტიკულად მინიმალურად მონაწილეობს ჩინეთის ენერგორესურსებით მომარაგების საკითხში და მინიმალური ტემპებით ახორციელებს ჩინეთის ენერგომომარაგებაზე გათვლილი ენერგოპროექტების რეალიზებას (დასავლეთის პირდაპირი ინტერესი). მოკლედ დღეს რუსეთი კიდევ ბევრ საკითხში თანამშრომლობს დასავლეთთან და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვი დასავლეთთან ათანხმებს საკუთარ საგარეო პოლიტიკურ-ეკონომიკურ პოლიტიკას. გამომდინარე აქედან, საქართველოს მომავალზე/პერსპექტივაზე საუბრისას მნიშვნელოვანია არა ის თუ რას და როგორ ფიქრობს ან გეგმავს რუსეთი, არამედ მნიშვნელოვანია ის თუ რას და როგორ გეგმავს ვაშინგტონი. ჩემი აზრით ვაშინგტონი დარწმუნდა რა იმაში რომ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტა კორუმპირებულობისა და “ხელოვნურობის” (ადამიანის კორუფციული ელემნტების შედეგად, დაუმსახურებლად დაწინაურება ელიტარულ პოზიციამდე) გამო არ და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სტაბილურ განვითარებას, აგრეთვე დარწმუნდა რა იმაში რომ ქართული საზოგადოების ბუნებრივი/რჩეული უმცირესობის ელიტარულ პოზიციამდე დაწინაურება და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნბელყოფა არსებული კორუმპირებული ელიტების საფუძვლიანი ნეიტრალიზების (სამოქალაქო კონფლიქტის) გარეშე შეუძლებელია და დარწმუნდა რა იმაში რომ რიგი სხვა ობიექტური მიზეზების გამო ქართული საზოგადოება ცივილიზაციური განვითარების თვალსაზრისით ჩიხში შევიდა, სამხრეთ კავკასიასთან და კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში პრინციპულად ახალ პოლიტიკაზე გადავიდა.კონკრეტულად კი გამომდინარე იქიდან, რომ სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო პოტენციალი და სატრანზიტო მარშრუტების სტაბილურობა აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების სფეროა, ვაშინგტონმა “სტავკის” სომხეთზე გაკეთება გადაწყვიტა, ხოლო საქართველოს როგორც არასტაბილურ ქვეყანას-პარტნიორს მეორეხარისხოვანი როლი არგუნა. შესაბამისად სქართველო ჩამოშორდა სამხრეთ კავკასიაზე გათვლილ ენერგოპროექტებში მონაწილეობას. ალბათ ლოგიკურია კითხვა თუ როგორ მოხდება სომხეთის ძირითად სატრანზიტო ქვეყანად გარდაქმნა და საქართველოს ენერგოპროექტებისგან დისტანცირება?პასუხი ზედაპირზეა.. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ერთის მხრივ ცალსახად დაადასტურა ვარაუდი რომ ვაშინგტონმა საქართველოს მეორეხარისხოვანი როლი არგუნა და რუსეთთან პოლიტიკურ თამაშში გამოიყენა. გარდა ამისა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა და შემდგომში განვითარებულმა პროცესებმა თავისთავად უპერსპექტივოდ დატოვა საქართველოს ამბიციები გახდეს რეგიონის ძირითადი სატრანზიტო ქვეყანა, რაც ფაქტია და საკამათო საკითხი ვერ გახდება, რამეთუ საქართველოზე გამავალი სარკინიგზო და საგზაო სატრანსპორტო მაგისტრალები, ისევე როგრც ქვეყნის ცენტრალური ნაწილი ობიექტური რეალობიდან გამომდინარე პრაქტიკულად კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე ტერიტორიაზე აღმოჩნდა და სანდოობის უკიდურესად დაბალი ხარისხი შეიძინა..ასე და ამგვარად აშშ-ის გადაწყვეტილებით სამხრეთ ავკასიის ძირითადი სატრანზიტო ქვეყანა სომხეთი გახდება. ვაშინგტონის ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობას ერევანს მხოლოდ საკუთარი ტერიტორიები არ მისცემს, ანუ დღის წესრიგში დგება სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის საკითხი, რადგან მხოლოდ ამ რეგიონებზე ერევანის კონტროლის დაწესების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი ირანისა და შუააზიის ენერგორესურსების სომხეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიით ტრანსპორტირება. როგორ მოხდება ეს? ანუ რა პროცესებმა შეიძლება გამოიწვიოს სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის სომხეთის კონტროლის ქვეშ გადასვლა? პასუხი ამ შემთხვევაშიც საკმაოდ გამჭვირვალეა.ერევანს საქართველოს რეგიონების ოკუპირების არასამართლებლივი მაგრამ მაინც საბაბი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა თუ საქართველოს ტერიტორიაზე სომეხი ეროვნების მოქალაქეების მასობრივი დევნა შევიწროვება დაიწყება ან თუ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი და სომხეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სატრანსპორტო მაგისტრალების შეუფერხებელი ფუნქციონირება შეწყდება და სომხეთი ფაქტობრივ ბლოკადაში აღმოჩნდება. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ რომ ვაშინგტონის პირდაპირი მითითებითა და ზედამხედველობით მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი 2011 წელს ეტაპობრივად დაძაბავს ვითარებას როგორც ქართულ სომხური ურთიერთობების მხრივ, ასევე სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით.. საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის კრიტიკულთან დაახლოვების პარალელურად რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ე.წ. ოპოზიციური პარტიების მიერ დაიწყება სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნებით გაჯერებული საპროტესტო აქციები, შესაძლოა რეჟიმის მითითებით მოქმედმა ე.წ. ოპოზიციურმა პარტიებმა დაუმორჩილებლობის გამოცხადებისკენ უბიძგონ მასებს და ვითარების მაქსიმალური ესკალაციის მიზნით საპროტესტო მოძრაობაში მონაწილე საზოგადოებამ სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების ფუნქციონირების შეფერხება ან სრული შეწყვეტა გამოიწვიონ.. ამის პარალელურად “ასპარეზზე” შეიძლება გამოჩნდეს ასევე კრიმინალური რეჟიმის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ფორმირება, ცნობადი ფსევდო ოპოზიციონერი “სახეების” მეთაურობით, რომელიც შეიარაღებული ამბოხების იმიტაციას მოახდენს და ქვეყანაში იმ დროისთვის ისედაც კრიტიკულ ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს.. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სწორედ ამ დროს შეიძლება დაიკავონ სამცხე-ჯავახეთი და აჭარა, ამავე დროს რუსეთის არმიამაც შეიძლება დაიკავოს საქართველოს რამდენიმე რეგიონი. არ გამოვრიცხავ რომ სააკაშვილმა კიდევ უფრო გაუადვილოს სომხეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება და ქვეყანაში სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების უკიდურესი დაძაბვის, მასობრივი საპროტესტო აქციებისა და ფსევდო შეიარაღებული ამბოხების პარალელურად სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის წინააღმდეგ განაახლოს საბრძოლო მოქმედებები.ამ შემტხვევაში რუსეთუს შეიარაღებულ ძალებს ე.წ. ბუფერული ზონების დაკავების საბაბი მიეცემათ, რაც ავტომატურად გამოიწვევს სატრანსპორტო მაგისტრალების ფუქნცონირების შეწყვეტასა და მწყობრიდან გამოყვანას. ერევანიც შესაძლებლობას გამოიყენებს და ბლოკადის გარღვევის ეგიდით სამცხე-ჯახახეთისა და აჭარის მიმართულებით დაძრავს შეიარაღებულ ძალებს.. პ.ს. მოვლენების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში 2011-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან და სომხეთთან საომარ მოქმედებებში ჩაითრევს საქართველოს და ქვეყნის დეზინტეგრაციასაც ასე დაასრულებს, რამეთუ “სადეზინტეგრაციო” აღარაფერი დარჩება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 24, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 თემის ინტერესიდან გამომდინარე ბლოგზე მოსულ კომენტარს და ჩემ პასუხსაც დავდებ აქ. ჰმ. რამოდენიმე შეკითხვა მაქვს. რა საფუძველი აქვს დასკვნას რომ პუტინი დასავლეთის აგენტია და დასავლეთის სპეცსამსახურებმა მოიყვანეს ხელისუფლებაში ? თუ პუტინი დასავლეთის აგენტია და რუსეთი ისედაც აშშ -ს გავლენის ქვეშაა რაში სჭირდება აშშ – ს სამხრეთ კავკასია როგორც სატრანზიტო რეგიონი ამ შემთხვევაში ხომ კასპიის ენერგო რესურსები სრულიად არააუცილებელი ხდება. ევროკავშირის ინერტულობის და არაეფექტურობის მიუხედავად მისი როლი სრულიად რატომაა უგულებელყოფილი ? ნუ რომც მოხდეს ეს ყველაფერი მთავარი მიმწოდებელი ქვეყანა რას შვება ? აზერბაიჯანი ? ყარაბაღის კონფლიქტს რას უშვებით ? თუ აზერები ასე უცებ დაივიწყებენ ყარაბაღს და მილიონამდე ლტოლვილს ? ან თურქეთი გულხელდაკრეფილი უყურებს როგორ ხდება ეს ყველაფრი ? ირანიც ? თუ ახმადინეჯადიც აგენტია ? და…ამ ყველაფრის გაკეთება 2008 წლის აგვისტოში იმავე რუსეთის ხელით არ ჯობდა ვიდრე რაღაც ჩახლართული სქემების გამოგონება და რეგიონში სომხეთის ლიდერად ქცევას ?კი ბატონო, შევეცდები თითოეულ კითხვას გავცე პასუხი.. პუტინი ჩემი აზრით დასავლეთის, კონკრეტულად აშშ-ის სპეციალური სამსახურების აქტიური მხარდაჭერის შედეგად მოვიდა რუსეთის ხელისუფლებაში. ამის თქმის საფუძველს კი თუნდაც ის ფაქტი მაძლევს რომ გერმანიიდან რუსეთში-სანქტ პეტერბურგში დაბრუნებულმა პუტინმა თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა უმოკლეს ვადაში და დასავლეთის მიერ სრულიად კონტროლირებადი ელცინის ხელისუფლებაში ჯერ ფეესბეს დირექტორის, შემდეგ პრემიერ მინისრის და ბოლოს ლანგარზე მირთმეული პრეზიდენტის პოსტი ჩაიბარა. აქვე ვიტყვი რომ რუსეთში დიდი ხანია მუსირებს აზრი რომ სობჩაკი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მუშაობდა დასავლეთის სპეც-სამსახურებზე და მისი პოლიტიკური აქტიურობა და კარიერა მეტ წილად დასავლეთის სპეც-სამსახრების ირიბი მხარდაჭერის შედეგი იყო..ალბათ იცით რომ პუტინი და მედვედევი ე.წ. სობჩაკის "გუნდიდან" არიან და იცით ისიც რომ პუტინი KGB-ს ხაზით წლები მუშაობდა გერმანიაში, სადაც ჩემი აზრით მისი "ვერბოვკა" განხორციელდა. რუსეთში დაბრუნების შემდეგ სობჩაკის წრეში პუტინის ჩანერგვაც ჩემი აზრით დასავლეთის სპეც-სამსახურების დამსახურებაა, ისევე როგორც მთლიანობაში ამ უკანასკნელის პოლიტიკური კარიერა..ეს რაც შეეხება პუტინს. მეორე კითხვა სამხრეთ კავკასიაზე და კასპიის ბასეინის ენერგორესურსებზე ლოგიკურია, თუმცა ჩემი აზრით რეგიონში აშშ-ის ძირითად ინტერესს ირანი წარმოადგენს, ირანზე კონტროლის დაწესება და რათქმაუნდა ირანის ენერგომატარებლები.. ოფიციალური ინფორმაციით ირანის ნავთობის დაზუსტებული მარაგები 130 მილიარდ ბარელს აღემატება, ბუნებრივი აირის მარაგებით კი ერთ ერთი პირველია მსოფლიოში.. თუ არ მოხდება ირანზე კონტროლის დაწესება და შუააზია-ირანი-სომხეთი-თურქეთი-ს ენერგოდერეფანის "გაჭრა", ფაქტიურად მიუწვდომელი ხდება დასავლეთისთვის ყაზახეთის და თურქმენეთის ენერგომატარებლები რომელთაც იძულების რეჟიმში მოუწევთ ნავთობითა და ბუნებრივი აირით ჩინეთის მომარაგება. ირანზე კონტროლის დაწესებაც სწორედ ამიტომ არის აშშ-ისთვის მნიშვნელოვანი, რადგან გასაგებია რომ ენერგორესურსებზე მაქსიმალური კონტროლის გარეშე დასავლეთს ერთი-ორად გაუჭირდება ჩინეთის მზარდი ამბიციების მოთოკვა.. მოკლედ ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი რაც სამხრეთ კავკასიასთან და ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ ხორციელდება პირდაპირ თუ ირიბად ჩინეთს უკავშირდება და ამიტომ არის რომ რუსეთზე "კონტროლის" მუხედავად დასავლეთს არ შეუძლია სამხრეთ კავკასიაში სტაბილური დერეფანის "გაჭრაზე" და ირანისა და შუააზიის ენერგორესურსებზე უარის თქმა.აღნიშნულიდან გამომდინარე ალბათ უფრო გასაგები ხდება ის თუ რატომ შეიძლება გაათამაშოს ვაშინგტონმა სამხრეთ კავკასიაში ის სცენარი რომელზეც თემაში ვსაუბრობ.. ევროკავშირის როლს არ ვაკნინებ, მაგრამ დღეის მდგომარეობით აშშ-ია ძირითადად დასავლეთის სამყაროს გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზებით დაკავებული, რადგან ევროკავშირის გავლენა და შესაძლებლობები სხვა "მოთამაშეებთან" შედარებით სუსტია.. პლუს ვაშინგტონის ხელით აკეთებს ბრიუსელი "საქმეს" და თავად ნაკლებად იხარჯება. ამ ეტაპზე ასეთი მდგომარეობა ევროპას როგორც ჩანს აწყობს. რაც შეეხება აზერბაიჯანს მინდა გითხრათ რომ აზერბაიჯანის ნავთობმარაგი არც იმდენად დიდია როგორადაც ეს თემა საქართველოშია "გაპიარებული". რთქმაუნდა აზერბაიჯანის ნავთობრესურსი, უფრო მეტად კი ბუნებრივი აირის საბადოები მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, თუმცა ამ მხირვ კონფლიქტს ჩემ თეორიაში ვერ ვხედავ, აზერბაიჯანს არავინ ეხება, პირიქით, სომხეთის შავ ზღვაზე გაყვანის პროცესის პარალელურად განხორციელდება აზერბაიჯანისთვის სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სრული ან ნაწილობრივი დაბრუნება (ომით ან მშვიდობიანად, მაგრამ ეს მოხდება).. 7 ოკუპირებულ რაიონს რომ ნამდვილად დაიბრუნებს აზერბაიჯანი დარწმუნებული ვარ, ყარაბახთან მიმართებაში სიმართლე ვთქვა არ ვიცი რა და როგორ იქნება, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ერევანმა ეს ტერიტორიაც დათმოს. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ალბათ ნათელია რომ ჩემი აზრით ირანი განწირულია, სამხრეთ კავკასიაში ცვლილებების შემდეგ ვაშინგტონის ძირითადი სამიზნე ირანი გახდება და 2013-2014 წლებში სავარაუდოდ თეირანი "დაეცემა". ბოლო კითხვა 2008 წელს და რუსეთის ხელით იმ ყველაფრის გაკეთებას ეხება რაზეც თემაში ვსაუბრობ და მოგახსენებთ რომ 2008 წელს აშშ-ის მიზნები და ამოცანები რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების "მიწაზე დაშვება" გახლდათ, ვაშინგტონმა ეს გააკეთა და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი იმ სცენარის რეალიზება, რაზეც თემაში ვსაუბრობ.. აქვე ვიტყვი რომ სომხეთის სასარგებლოდ საქართველოს დეზინტეგრაციის და დესუვერენიზაციის ვაშინგტონისეული გეგმის შემსრულებელი მიხეილ სააკაშვილი, რუსეთის და სომხეთის უმაღლესი ხელისუფლება იქნება. ასე რომ რუსეთის გარეშე სამხრეთ კავკასიაში როგორც ჩნას არაფერი კეთდება.. 2008 წელს ვაშინგტონი ამას ვერ გააკეთებდა, თემა არ იყო შემზადებული, დღეს კი ყველაფერი პირიქით არის. სააკაშვილი დისკრედიტირებულია ისევე როგორც საქართველო, აგვისტოს მოვლენებზე პასუხისმგებლობა სააკაშვილის რეჟიმს დაეკისრა, სააკაშვილის რეჟიმის ღია დადანაშაულება მოხდა კაჩინსკისთან დაკავშირებულ ინცინდენტში, რომელიც ახალგორის რაიონში დაფიქსირდა, სააკაშვილის არაადეკვატურობაზე საუბრობს ყველა ვისაც არ ეზარება და ამდენად მსოფლიო საზოგადოება ალბათ დიდად არ ინერვიულებს თუ საქართველოს უსახელო "ბელადი" დევნილობაში აღმოჩნდება ან რუსის ტყვიას შეეწირება, საქართველოს კი კიდევ რამდენიმე რეგიონი ჩამოშორდება. მით უმეტეს თუ დასავლეთის მედია მსოფლიოს დაარწმუნებს რომ სწორედ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოხდა ქვეყნის მადესტაბილიზირებელი და საომარი მოქმედებების გამომწვევი პროცესების პროვოცირება, რაც სიმართლე იქნება, რადგან ვაშინგტონის მითითებით სააკაშვილი ყოველივე ამას რეალურად გააკეთებს.უკვე აკეთებს.. უკაცრავად, თქვენ თურქეთზეც ბრძანეთ და ამ საკითხზეც ვიტყვი რომ ევროკავშირში გაწევრიანებისა და რეგიონალურ ენერგოპროექტებში თურქეთის გარანტირებული მონაწილეობის პირობა ვგონებ ანკარასთვის სრულიად საკმარისი იქნება სომხეთის მიერ სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის ოკუპირებაზე თვალის დასახუჭად.. იმედია დასმულ კითხვებზე პასუხები სრულიად დააკმაყოფილებს თქვენს ინტერესს, თუ არა, გავაგრძელოთ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 (edited) ASTORATჰაეს? :018: ნოუ, ოსეს! ) asdsგეწყინა თუ გეტკინა? მე და შენ მაინც ვიბლატაოთ ამ ფორუმზე რაა... Edited January 24, 2011 by მართვის თეორია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 ომის დაწყების თარიღი დაიდოს.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 24, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 მართვის თეორიამე და შენ მაინც ვიბლატაოთ ამ ფორუმზე რაა... ვიბლატაოთ, ჩვენთვის მაინც არავის ცხელა, გარემოს აუმჯობესებენ.. ნოუ, ოსეს! რა ოსეს რის ოსეს, ველიკი ალან ტო! დაჟე ალანთა მეფე! :018: გიორგი68ომის დაწყების თარიღი დაიდოს.. დღეზე და საათზე ბოდიში, მაგრამ რასაც ვუბნობ 2011-2012 წლის თემაა. უფრო ზუსტად ჯერ ჯერობით ვერა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 asdsრა ოსეს რის ოსეს, ველიკი ალან ტო! დაჟე ალანთა მეფე!ნუ ბლატაობ.სახლთუხუცესობაც გეყოფა. მთლად "ჩისტაკროვნიც" არა ხარ :D პ.ს. ომი არ იქნება. შენ - ომი რა არი არ იცი. დალის ლექსიკონში ნახე. ომი წითელი ხიდიდან არ წარმოებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 24, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 მართვის თეორიაპ.ს. ომი არ იქნებაკარგი იქნებოდა არ ყოფილიყო, მაგრამ იქნება და რომ იქნება იმიტომ არის დროზე მოაშორეთ ეგ მიშპოც ზეგენიალურესი თქვა რომ ვუბნობ.. ისე არგუმეტითაც გაგემყარებინა წითელი ხიდი კარგი იქნებოდა, ვაი და ვერ გაუძლოს ყველა მსურველს :018: ჰოდა ისნია რომ მე ომი რა არის არ ვიცი.სამაგიეროდ ტანკისტობა ვიციომამდე :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 asdsდროზე მოაშორეთ ეგ მიშპოცრა პონტში უნდა მოვაშოროთ?მუაგარი კაცია! მე ხელს არ მიშლის და რო შემიშლის ###### #########! :yes: გასაგებლარია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 24, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 (edited) მართვის თეორიარა პონტში უნდა მოვაშოროთ?მუაგარი კაცია! მე ხელს არ მიშლის და რო შემიშლის ###### #########! :yes: გასაგებლარია? პუწინი ხარ? Edited January 24, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 asdsპუწინი ხარ? არა, მეძვედევი :D მაგათი გამჩენიც მოვსდღან - მარა მიშა მუაგარიააააააააააააააააა........................... კოლექტიური მიშაააააააააააააააააააააააააააააააააა....................................... ) ) ) ) ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 http://www.youtube.com/watch?v=XIMCx86_cJ0 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted January 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2011 Nukrikoდეპრესა თუ მასონი არაა შენ რა პონტში დაგნიშნა მოდერად? :givi: მასონური როკის ჰანგებით გინდა აღადგინო სუსურუკუ? :TAT: ფეხი არ ჩაგივათ! არც ლაშა-ალოს :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MOXUCI Posted January 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2011 მე ვამბობ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ომი 2011 ან 2012 წელს დაიწყება. მე ვამბობ, რომ სომხეთი სამცხე-ჯავახეთის და აჭარის ოკუპირებას მოახდენს. მე ვამბობ, რომ სომხეთის არმია რუსეთის საჯარისო ფორმირებებთან ერთად დროებით დაიკავებს თბილისს.ნოსტრადამუსი ხო არა ხარ კაცო? კი გარკვეული საფრთხეები არსებობს მაგრამ ეს ნამეტანი გაზვიადებაა, თვეშო ორჯერ სამცხე ჯავახეთის მოსახლეობა სომხებზე მაქვს საუბარი იღებს ჰერევანში ნაბეჭდ ჰაიასტანურ-სეპარატისტული იდეოლოგიით გაჭედილ გაზეთს საიდანაც მავანი აქტიურად მოუწოდებს ძმას ჰაოსს ქართლოსს დაეჯახოს. მაგათ რეზიდენტს ვინც ამ გაზეთებს დაათრევს მარშრუტით ჰერევანი-ახალციხე კონტეინერი გავუშიფრე და ჩვენ კვერცხ კუდს ვაცნობე ანონიმურად მაგრამ კვერცხებით რომ არის ეგ სისტემა დაკომპლექტებული ის სეპარატისტული გაზეთი დღესაც შემოედინება საქართველოში სააკიანცი კი ცეკვავს. აი ესეთმა პასიურმა დამოკიდებულებამ შეიძლება გაუჩინოს ჰაოსს მადა თორემ როგორც ასეთი შემოიჭრნენ და ასე შემდეგ საამისო ძალა და ბერკეტები ჯერ არ აქვთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MOXUCI Posted January 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2011 ვპოსტავ და ვპოსტავ, მთელი დღე ვპოსტავ, ვპოსტავ დღითა და ღააამით,ამდენი პოსტვით სულ გამოვპოსტდი არ მომიხუჭავს თვალი გაიღვიძეთ რა ხალხნო მარტო ვარ მოვიწყინე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.