Jump to content
Planeta.Ge

ამაზრზენი სტატია "პრესა ჯიზე"


Recommended Posts

ადრე რამდენიმე თემა მივუძღვენი ვინმე კაპანაძეს ,რომელიც კავკასიის მედია ჯგუფის უფროსად "დაინიშნა" .

ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული.:D

 

ხელისუფლება ცდილობს ინტერნეტის ოკუპირებას და რაა გასაკვირი, თუ მხედველობაში მივიღებთ სატელევიზიო აგიტაციის არსებულ სახეს, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელისუფლებო ბორკილები კიდევ უფრო გამომწვევია,რადგანაც ინტერნეტი მეტნაკლებად ინფორმირებული მოქალაქეეების კომუნიკაციის საშუალებაა და ესაა მცდელობა კიდევ უფრო უკან დაიწიოს საზოგადოებრიობის ინფორმირებულობის დონემ.

 

მე არ მაქვს პრობლემა ხელისუფლება ფლობდეს თავის ინტერნეტ გამოცემებს, მაგრამ როცა ის უნიშნავს ერთერთ ინტერნეტპროვაიდერს უფროსად თავის კაცს, დაფიქრება საჭიროა ეი ფარისევლობაა ნებისმიერი დემაგოგია სიტყვის თავისუფლებაზე,დემოკრატიის ახალ ტალღაზე, ოფშორულ ზონებში ტელეკომპანიების რეგისტრაციის დაუშვებლობაზე და ა.შ.

გრეჩიხას მიმართ სიყვარულით არ ვარ გამსჭვალული ,მაგრამ აი ეს წერილი ნებისმიერ ქვეყანაში სასამართლო გარჩევების საფუძველი გახდებოდა.

ბოლო დროს „გრეჩიხას“ გარშემო ატეხილმა სკანდალმა „ქართული პარტიის“ ლიდერი და საქართველოს კინაღამ პრეზიდენტი აიძულა, პოლიტიკურ ვა–ბანკზე წასულიყო. ისედაც რადიკალური ლევან გაჩეჩილაძე კიდევ უფრო რადიკალური ხდება და ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც, მისი აზრით, შელახული და ლამის ჩაძირული პოლიტიკური იმიჯის აღსადგენად გამოადგება.

 

იმის შესახებ, რომ ვა–ბანკზე წასვლა გადაწყვიტა, „გრეჩიხამ“ რადიო "პალიტრის" ეთერში, შალვა რამიშვილის საავტორო გადაცემა – "ცენტრ"-ში განაცხადა. მართალია, „ვა–ბანკი“ არ უხსენებია, მაგრამ პოლიტიკური ტერმინოლოგიით სწორედ ასე ეწოდება იმ ნაბიჯებს, რის გადადგმასაც გაჩეჩილაძე იმის დასამტკიცებლად აპირებს, რომ სააკაშვილისგან ფული არ აუღია.

 

სანამ მის განცხადებებს განვიხილავთ, იქედან დავიწყოთ, რომ „გრეჩიხა“ ხვალ სამეგრელოში მიდის და ზუგდიდში რამდენიმე დღეს დარჩება. მისი თქმით, მომავალ კვირას სამეგრელოს პარტიის სხვა ლიდერებიც ეწვევიან და დაგეგმილია პარტიის რაიონული ორგანიზაციის პრეზენტაცია.

 

პრეზენტაცია, სავარაუდოდ, ხმაურიანი იქნება, რადგან „ქართულ პარტიას“ სამეგრელოში ხმაურიანი ლიდერი – კახა მიქაია ჰყავს. ეს ახალგაზრდა კაცი, კარგა ხანია ზუგდიდში ოდიოზურ ფიგურადაა აღქმული და მის მიერ დაგეგმილ–განხორციელებული აქციები მხოლოდ ღიმილს იწვევს. მიქაიას ხელისუფლებისა და ძალოვნების მხრიდან იგნორირება სასტიკად აღიზიანებს და მათ გამოწვევას მთელი თავისი პოლიტიკური ფანტაზიის მოშველიებით ცდილობს.

 

ფანტაზიის ნაკლებობას კი ნამდვილად არ უჩივის. რამდენიმე აქციის ჩატარების ფორმაზე მიქაიას თავისუფლად შეუძლია, პატენტი და ექსკლუზიური უფლება მოითხოვოს. მაგალითად ორ ხეზე გაჭიმულ ჰამაკში შიმშილობის გამოცხადება იკმარებს. სწორედ ასე გამოხატა პროტესტი მიქაიამ და ზუგდიდში, რაფიელ ერისთავის სახელობის ხეივანში შიმშილობა დაიწყო. „შიმშილი ჰამაკში“ დაახლოებით ერთ კვირას გაგრძელდა.

 

მოკლედ, „გრეჩიხა“ მალე, არც მეტი, არც ნაკლები, ჯარის სარდალი გახდება. არ გჯერათ? სანამ აღშფოთდებით და ცილისწამებაში დაგვადანაშაულებთ, თვითონ მოუსმინეთ: „იდეის ირგვლივ, პარტიის ეგიდით, შეიქმნება 50-ათას კაციანი "ჯარი", რომელიც მივა "X" რიცხვამდე და მოცემულობის მიხედვით გადაწყვეტს, რა გზით შეცვალოს ხელისუფლება.

 

„მე ვიქნები ის ერთ-ერთი, ვინც 2011 წელს ბრძოლისუნარიანობის ვირუსს გაავრცელებს; როცა ძლიერი ხარ, როცა მტკიცე ხარ, როცა თვალები აგენთება, ეს ვირუსი გადამდებია. ხალხი გამოვა, როცა ჩემს წინააღმდეგ პასკვილები დაიწყო, ვფიქროდი, რა იქნებოდა ამის პასუხი. ამის პასუხია – ქვესკნელში უნდა ჩაჰყვე ხელისუფლებას!"- იმუქრება „გრეჩიხა“.

 

სანამ „გრეჩიხა“ ქვესკნელის საგზურს ელოდება, სამეგრელოში მისთვის მიწიერი ჯოჯოხეთის მოწყობით იმუქრებიან. მეგრელებს ჯერაც მწარედ ახსოვთ 2009 წელს, ზუგდიდში, კინოთეატრ „ატრიუმის“ წინ გამართულ აქციაზე რაც განაცხადა. მაშინ „გრეჩიხა“ უკმაყოფილო დარჩა ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მოწყობილ მიტინგზე მისული ზუგდიდელების რაოდენობით და მათ ვაჟკაცობა დაუწუნა:

 

„მე ბავშვობა სამეგრელოში გავატარე და ვაჟკაცობა რას ნიშნავს, სწორედ აქ ვისწავლე. დღეს კი მეგრელების ვაჟკაცობას ვერ ვხედავ. დავიჯერო, რომ ახალაიებმა და გოროზიებმა ასე დაჯაბნეს მეგრელები?“

 

„დაჯაბნილი მეგრელები“ გაჩეჩილაძისთვის პასუხის მოთხოვნას აპირებენ. „თუ ქუჩაში გამოჩნდება და ოფისში არ დაიმალება, ლევან გაჩეჩილაძეს ზუგდიდში უსიამოვნებები ელის. რიგითი ზუგდიდელებიც კი ძალიან გაბრაზებული არიან მასზე. ჩვენი ორგანიზაციის წევრები კი მისთვის ობსტრუქციის მოწყობას ვაპირებთ. თუ ქუჩაში არ გამოჩნდება, ბოლოს და ბოლოს, მათი ოფისის წინ მივალთ და როცა მანქანიდან გადმოვა, „ვავა, გრეჩიხას“ შემოვძახებთ...“ – ამბობს ერთერთი არასამთავრობო, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი „პრესა.ჯი“–სთან საუბარში.

 

თუკი სამეგრელოში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, ლევან გაჩეჩილაძე და მისი პარტიის წევრები ვიზიტის დღეს ქეიფში დაასრულებენ. რასაკვირველია, ზუგდიდის ელიტარულ რესტორნებში: „მენძელსა“ და „დიარონში“ არ შევლენ – მათი აზრით, ამ რესტორნების წილში ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, სავარაუდოდ, სადმე სახლში მოყუჩდებიან. იმედია, გადამთვრალ „გრეჩიხას“ ზუგდიდის ქუჩებში გასეირნება არ მოუნდება, როგორც ქვემოთმოყვანილ ვიდეოზე დასეირნობს რუსთაველის პროსპექტზე.

 

ამბობენ, რომ ამ ვიდეოს „იუთუბზე“ გამოქვეყნება „გრეჩიხას“ ბურჯანაძის „სასტავმა გაუჩალიჩა“, რომელიც ამ ვიდეოს დიდი ხნის განმავლობაში ინახავდა. „პრესა.ჯი“–ს ინფორმაციით, ამ ვიდეოს არგავრცელებისთვის ლევან გაჩეჩილაძეს დაუდგენელმა პირებმა ფულიც მოსთხოვეს, მაგრამ „გრეჩიხამ“ არ გადაიხადა და ვიდეო, სახელწოდებით „გრეჩიხა კაიფში“, „იუთუბზე“ გაჩნდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

 

„პრესა.ჯი“–ს ინფორმაციით, საუკეთესო ხარისხის ვიდეოკამერით „შეიარაღებული“ ბურჯანაძის აქტივისტები „გრეჩიხას“ ყველგან დაყვებიან და სოციალურ ქსელებზე ატვირთული ვიდეოს სახით ზუგდიდური თავგადასავლების ხილვას უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ.

პასკვილიც კი არაა :(

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://a.pix.ge/o/r7whf.jpg

http://b.pix.ge/y/4gvfc.jpg

http://b.pix.ge/t/0jfl8.jpg

http://a.pix.ge/c/t79gh.jpg

http://b.pix.ge/n/2m73p.jpg

კომენტარები :))))))))))

Сам танцую, сам пою, сам билеты продаю!

ხვდებით ხომ ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეალურ ჟურნალისტიკას და რეალურად დამოუკიდებელ რედაქციებსა და შესაბამისად ობიექტურ/მიუკერძოებელ ინფორმაციებს/სტატიებს საქართველოს უნარჩევესი ინტელექტი ვერ აიტანს, არც იმსახურებს რამე უკეთესს!

 

რასაც იმსახურებს კი აქვს და ღმერთმა მოახმაროს : ))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გრეჩიხას და ნინოს სახელით დაქომენთება მაინც რაღაც სხვაა...მაგიაა უკვე :D Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მე პრესა.გეზე აღარ შევდივარ კაი ხანია უკვე... და თქვენც იგივეს მოგიწოდებთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

კომენტარები :))))))))))

Сам танцую, сам пою, сам билеты продаю!

ხვდებით ხომ ?!

 

რა მიხვედრა უნდა - დებილების პარადია, რა :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი კომენტარები სასწრაფოდ გაქრეს ,აი "ნინო ბურჯანაძესი "დატოვეს :D

კლინიკური შემთხვევაც აღარაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ჩემი კომენტარები სასწრაფოდ გაქრეს ,აი "ნინო ბურჯანაძესი "დატოვეს :D

კლინიკური შემთხვევაც აღარაა

 

ახია შენზე, საერთოდ რა გინდა ამ გულისამრევ საიტზე. წერონ, იკითხონ და თავადვე აკომენტონ, რა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გულმა არ გამიძლო. ვეცდები არ შევაწუხო ნინო ბურჯანაძე,გრეჩიხა და პრესა ჯი ერთ ფლაკონში. იყვნენ თავისთვის
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კლასიკური ოპოპოზა. არ მოსწონთ სტატია და "მიშას ხელი" ელანდებათ ყველგან. ის კაცი დანიშნა კერძო კომპანია . რა შუაშია მიშა ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კლასიკური ოპოპოზა. არ მოსწონთ სტატია და "მიშას ხელი" ელანდებათ ყველგან. ის კაცი დანიშნა კერძო კომპანია . რა შუაშია მიშა ?

 

ისე, იმედიც კერძო კომპანიაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ელემენტარული აზროვნება თუ გააჩნია ადამიანს მიხვდება ვისი გაკეთებულია ეს "ჩარეცხვის პროცედურა"

 

ეს ხალხი გადამრევს! :user:

 

leo25

კაია რომ მობრძანდით, კითხვა მაქ თქვენთან

 

3 იანვრის დარბევის და კონსტიტუციის 25 მუხლის დარღვევაზე მაინტერესებს თქვენი კომენტარი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ელემენტარული აზროვნება თუ გააჩნია ადამიანს მიხვდება ვისი გაკეთებულია ეს "ჩარეცხვის პროცედურა"

 

ეს ხალხი გადამრევს! :user:

 

leo25

კაია რომ მობრძანდით, კითხვა მაქ თქვენთან

 

3 იანვრის დარბევის და კონსტიტუციის 25 მუხლის დარღვევაზე მაინტერესებს თქვენი კომენტარი

მეომრების დარბევა დაუშვებელია. მეც ვაპროტესტებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

leo25

მეომრების დარბევა დაუშვებელია. მეც ვაპროტესტებ.

1.რაში გამოიხატა ეს პროტესტი?

2. კონსტიტუციის გათელვაზე ვერაფერი პასუხი ვერ მივიღე

რუსეთი და ბელორუსია ვართ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...