Jump to content
Planeta.Ge

100.252 ადამიანიდან 74 ათასი


Recommended Posts

კარგია ძალოვანი სტუქტურების ძლიერი და გამართული მუშაობა უზრუნველყოფს კრიმინალების განადგურების გაგრძელებას და ტოტალურ წესრიგს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა 77 პროცენტი ძალოვან უწყებებში მუშაობს

რას დაარქმევდით ასეთ სახელმწიფოს?

სანამ რამეს დაარქმევთ, ჯერ სხვა ქვეყნების ანალოგიური მონაცემები შეისწავლეთ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ გამიგია, ამიტომაც ვამბობ ძალას ძალა უნდა დაუპირისპირო, მარა რატომღაც ბევრს ჰგონია რომ ძალას წკნავილი და მიტინგები უნდა დაუპირისპიროს

 

 

პირველი,რომ არ არის ეგეთი ძალა და მეორე,გვეყო ერთმანეთის ხოცვა.ვინც ეგუება,იცხოვრებს საქართველოში,ვინც არა და წავა ქვეყნიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა 77 პროცენტი ძალოვან უწყებებში მუშაობს

ხანდახან ყურადღებით უნდა წაიკითხოთ და აზრი ისე გამოიტანოთ. ლაპარაკია სახელმწიფო ბიუჯეტი ვისაც უხდის ხელფასს - იმათზე! ძალიანაც კარგი თუ 77% მაინც იმათზე მოდის, ვისაც ნამდვილად სახელმწიფო უნდა უხდიდეს ფულს.

Edited by ioio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

აღსანიშნავია, რომ ამ 100 000 კაცზე ცენტრალური ბიუჯეტიდან ხელფასებისთვის 1 მილიარდ 400 მილიონი ირიცხება, მაშინ, როცა მთლიანად სოციალურად დაუცველ კატეგორიაზე, პენსიონერებზე, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებზე, ვეტერანებზე და ა.შ. მხოლოდ 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი მოდის

საქართველოში 900 000 პენსიონერია, 500 000-მდე ადამიანია ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და შემწეობას იღებს. კიდევ დაახლოებით მილიონ ადამიანს განაცხადი აქვს შეტანილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არსებობაზე, და დახმარებას ვერ იღებს. ვეტერანები რამდენნი არიან ზუსტად არ ვიცი. მაგრამ ყველა შემთხვევაში მილიონნახევარ ადამიანზე იხარჯება ნაკლები თანხა, ვიდრე 100 000 სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანზე.

 

მესმის რომ პოლიციელს მაღალი ხელფასი უნდა ქონდეს, რომ ქრთამის გარეშეც შეძლოს საკუთარი თავის რჩენა. მესმის რომ მინისტრსაც, მის მოადგილესაც და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებსაც უნდა ქონდეთ ისეთი ხელფასი, რომ კორუფციულ გარიგებებზე წასვლა არც იფიქრონ. მაგრამ იმ პენსიონერმა რა დააშავა. რახან ქრთამებს ვერ აიღებს, ე.ი. შენივე დათვლილ საარსებო მინიმუმზე დაბალი პენსია უნდა მისცე?

 

მარტო ზემოთ მოყვანილი ციფრების ხარჯზე შეიძლება პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდა. 40%-ით რომ შეუმცირო ამ 100 000 ადამიანს ხელფასი, მინიმალური პენსია ქე მიუახლოვდება იმ 139 ლარს. მარა 40% ით რომ შეუმცირო ერთბაშად ყველას ხელფასი, ხო აყვირდა ის ხალხი, ხო ალაპარაკდა იმ ფულზე რაც სახელმწიფო შესყიდვების ან სხვადასხვა ტენდერების დროს ტყდება. ხოდა ჩამოეშლებათ მთელი სახელმწიფო მანქანა. ახლა კიდე ის ხალხი კმაყოფილია მაღალი ხელფასებით, და იმ კორუფციას რასაც საკუთარი თვალით ხედავს საკუთარ უფროსობაში, ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმ დღეს ვაპირებდი ამაზე თემის გახსნას. მანქანით მოძრაობის დროს ეს ძნელი შესამჩნევია, მაგრამ ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ეს ძალიან თვალშისაცემია - ძალიან ბევრი ფორმიანი ადამიანი დადის, ფაქტიურად სადაც გაიხედავ ყველგან პოლიციელია. ამათზე მეტი კიდევ უფორმო დადის. ყოველ 40-50 კაცზე მაინც ერთი პოლიციელი მოდის მგონი. მიხოს მოსვლის შემდეგ წლიდან წლამდე სულ უფრო რთულდება სამუშაოს შოვნა, განსაკუთრებით განათლებული ადამიანებისთვის. გაუნათლებლებისთვის მოიძებნება რაღაც-რაღაც არასტაბილური სამუშაოები დისტრიბუციაში, კერძო დაცვაში, ოფიციანტად, გამყიდველად და ა.შ. ერთადერთი სტაბილური სამსახური, რომელიც იცი რომ ხვალ-ზეგ არ დაიხურება, ხელფასი გარანტირებულია, არც შემცირდება და მეტიც, თუ ყველაფერს ისე გააკეთებ რასაც გეტყვიან პრემიასაც გამოკრავ ხელს + პოლიციაში მიღებული შემოსავალი მინიმუმ 3-4-ჯერ აღემატება ჩემს მიერ ზემოთჩამოთვლილ არასტაბილურ სამუშაოებს, უკვე გასაგებია რატომაც მუშაობს მანდ მაგდენი ხალხი. :)

მეცნიერი (ქიმიკოსი, ფიზიკოსი, ბიოლოგი, გეოლოგი, გეოგრაფი, მათემატიკოსი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი და ა.შ.), ლიტერატორი, ხელოვანი, მოკლედ მართლა ჭკვიანი ადამიანი აქ ვერსად ვერ იმუშავებ. ნუ ამათგან 0.01% შეიძლება სადმე მოხვდეს თუ მიშას დედის ან კოდუას, უგულავას, ბოკერიას, კეზერაშვილის და ამათი ცოლების ახლობელია და მოაწყობენ სადმე კერძო უმაღლეს სასწავლებელში ლექტორად ან რამე გოიმურ პროექტში კონსულტანტად.

 

Saturn

 

სანამ რამეს დაარქმევთ, ჯერ სხვა ქვეყნების ანალოგიური მონაცემები შეისწავლეთ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეთ.

 

მიდი აბა შენ ჩაგვაყენე უხერხულ მდგომარეობაში. ;) რაკი შენი "არგუმენტი" ეგ არის, თავადვე დაასაბუთე შესაბამისი მასალის მითითებით. :)

 

P.S. ვერცერთი ნორმალური ქვეყნის ანალოგიას რომ ვერ მიაგნებ, მერე სცადე და ისეთი ქვეყანა (არანეიტრალური) მაინც მოგვიძებნე, სადაც ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა დიდი უმრავლესობა ჯარზე კი არა პოლიციაზე მოდის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...