kisa Posted January 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2011 ვახტანგ კომახიძის ახალი დოკუმენტური ფილმი აგვისტოს ომზე"ესაც ჩვენი მოგებული ომი"კონსტანტინე სტალინსკი უახლოეს პერიოდში საქართველოში ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ახალი ფილმის – "ესაც ჩვენი მოგებული ომი" – პრეზენტაცია გაიმართება. დოკუმენტური ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება. ფილმისთვის მასალების მოსაგროვებლად ვახტანგ კომახიძე ომის შემდეგ ცხინვალში იმყოფებოდა, რასაც, ჟურნალისტის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მასზე მუქარა მოჰყვა. 2010 წლის თებერვალში კომახიძე შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე თვეში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ჟურნალისტმა მაშინვე გაავრცელა განცხადება, რომ „თავშესაფრის მოთხოვნა ერთადერთი გარანტირებული გზა იყო, რომ ფილმი დასრულებულიყო იმ სახით, რა სახითაც მას საზოგადოება აუცილებლად ნახავს“. ფილმზე მუშაობა ვახტანგ კომახიძემ რამდენიმე დღის წინ დაასრულა. ფილმთან დაკავშირებით ნეტგაზეთი თავად ვახტანგ კომახიძეს ესაუბრა: რატომ მომზადდა ეს ფილმი ასე გვიან?- ფილმის დაგვიანება გამოიწვია იმ მიზეზებმა, რის გამოც ახლა შვეიცარიაში ვარ და თავისთავად, შვეიცარიაში ფილმის გაკეთება ცარიელი ხელებით შეუძლებელი იყო. მთელი ეს დრო დაჭირდა ელემენტარული სამუშაო პირობების შექმნას. შენი ვიზიტი ცხინვალში ამ ფილმის მომზადებას უკავშირდება?- ცხინვალში ვიყავი სტუმრად და მასალების სანახავად, მაგრამ ცხინვალიდან თბილისში რომ ვბრუნდებოდი, უკვე ვიცოდი, რომ ფილმი დაახლოებით ასეთი იქნებოდა. არსებობს თუ არა ალბათობა, რომ ფილმი “მტრის დაკვეთად” შერაცხონ.- ცხინვალიდან რომ გამოვედი, ჯერ კიდევ მაშინ შემრაცხეს КГБ-ს აგენტად. საერთოდ, ასეთი შერაცხვები მხოლოდ დისკრედიტაციის სურვილი კი არაა, გარკვეული პრევენციაა ხელისუფლების მხრიდან, რომ მსგავსი იარლიყის საფრთხის გამო ადამიანებმა თავი შეიკავონ „არასასიამოვნო“ აზრების გამოხატვისგან. ყოველთვის ასე იყო, აბა, მშიდობის მტრედად ხომ არ შეგრაცხავენ?! საერთოდ, საზოგადოების პრობლემაა, როცა ასეთი შერაცხვები ეფექტურად მუშაობს! ნაჩვენები კადრები რამდენად ეთიკურია?- ფილმში გამოყენებული კადრები უდავოდ ძალიან მძიმეა, ისეთივე მძიმე, როგორიც სააკაშვილის გამოსვლა ომის შემდეგ პარლამენტის შენობის წინ ან პრეზიდენტის გაქცევა გორში, მაგრამ მედიამ ეს აჩვენა. მე ვფიქრობ, ეს მედიის სწორი გადაწყვეტილება იყო. მე მგონი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ გამოიყურება სინამდვილეში „მოგებული ომი“. საკმარისი იყო თუ არა ხუთი რესპონდენტით ასეთი რთული პრობლემის ჩვენება?- რატომ ხუთი? აბა, რამდენი? – 7, 1007 თუ სამ მილიონ ნახევარი? ასე მხოლოდ ეს ხუთი ადამიანი არ ფიქრობს, (მეექვსე მე ვარ, თუნდაც). ეს ხუთი ადამიანი საკმარისი იყო იმ ამბის გადმოსაცემად, რაც ფილმშია ასახული.http://www.netgazeti.ge/GE/42/News/4015/%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98.htm Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted January 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2011 ადამიანი რომ "სტალინსკის" ფსევდონიმით იარსებებ, ეს დიაგნოზია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted January 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2011 "ეტო ჩტო ზა ოვოსჩ"?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 12, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2011 PEPE."ეტო ჩტო ზა ოვოსჩ"?? ნე ზნაიუუუუუუუუ სახელმწიფო კი არა - დურდომ!ხელისუფლებიდან დაწყებული ჟურნალიუგებით დამთავრებულიღმერთო შენ გვიშველე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.