kisa Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 newstudioმაინც რა მოხდა არავინ არაფერი იცით?! გეზე დაწერეს ბიჭებმა, ვინც იცის ამგვარი საკითხები ლულაში აუფეთქდებოდათ წუნიანი ჭურვიოამისგან არავინ არაა გარანტირებული asdsვინ რას ჭორაობს? ან რა ნახე ჩემ პოსტში ალოგიკური?ლოგიკის მამა ხარ ! :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 (edited) kisa ლულაში აუფეთქდებოდათ წუნიანი ჭურვიოამისგან არავინ არაა გარანტირებული ხო და 16 ადამიანი ერთ ნაღმტყორცნს დაჰყურებდა არა? პოლიგონზე მოხდაო ინცინდენტი თუ მუზეუმში? ან რატომ 29, 35 ან არმიის სრული შემადგენლობა არ იდგა ამ ნაღმტყორცთან? ე.წ. თავდაცვის სანისტრო ცრუობს! ასეა ეს სადღაც იქ კი ნამდვილად არის ჭეშმარიტება : )) Edited January 11, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 ცუდია და ღმერთმა გაანათლოს. DonCaredo თვლა იციან,მაგრამ გუშინ წავიკითხე,რომ ავღანეთში დაჭრილი სამხედროების ინფორმაციას მალავენო.გაცილებით მეტი დაჭრილი ყოფილა ავღანეთში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 asdsაქ ნიშნის მოგებით პოსტვას გირჩევნია ვოვა სანაკოევზე მიპასუხოეგ ისაა ხომ, აქუნდა სიკვდილით რომ ემუქრებოდა და ორ ხმაში რომ კანძღავდნენ ეგ და მისი "ხვოსტი"? პრესკომფერენცია მოაწყობინოს დიდმა დიმპიტამ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 kisaგირჩევნია ვოვა სანაკოევზე მიპასუხომაგ ვითომ აგენტზე რასაც ვფიქრობ შესაბამის თემაში გავპოსტე აქაც და პოლიტფორუმზეც, ასე რომ აგუნდა და დიმპიტა არ ვიცი მარა პერეკურის დროა ვგონებ და თქვენის ნებართვით რამდენიმე წუთით დაგტოვებთ წადი და აღარ მოხვიდეო არ მომაძახო კისა, იცოდე ვიტილებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 asdsწადი და აღარ მოხვიდეო არ მომაძახო კისა, იცოდე ვიტილებ შენ რაც არ უნდა მოგაძახოს ადამიანმა, მაინც შემოხვალიმ ტიპებს მიეკუთვნები კარს რომ დაუკეტავენ და ფანჯრიდან შემოძვრები ან რატომ უნდა მოგაძახო?რა იყო პოლიტფორუმი გაუკაცრიელდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 kisa შენ რაც არ უნდა მოგაძახოს ადამიანმა, მაინც შემოხვალიმ ტიპებს მიეკუთვნები კარს რომ დაუკეტავენ და ფანჯრიდან შემოძვრები თუ მართალს უბნობ კარგი თუ არა არუშავს რა ჟურნალისტი მაინც ვყოფილვარ შე კაცო :018: და ჩანგლისტი კიდო რა იყო პოლიტფორუმი გაუკაცრიელდა? ერთმორწმუნე ბერდზნებს ვუცხადებთ სოლიდარობას და ვიფიცებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kaatinga Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 სამწუხარო ფაქტია როგორც ჩანს თავდაცვის საინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან შეუძლებელია ნაღმტყორცნის ე.წ. რასჩოტი 10-15 და მეტი ადამიანი ყოფილიყო. საბრძოლო იარაღის გამოყენებით მიმდინარე სწავლებების დროს კი როგორც წესი (გამონაკლისი არც ქართული არმიაა) უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებენ და ნაღმტყორცთან და ნებისმიერ სხვა საბრძოლო საშუალებასთან კონტაქტი მხლოდ მის მომსახურე პერსონალს აქვს.. გაუგებარია რატომ უნდა ყოფილიყო ამდენი ჯარისკაციან ნაღმტყორცთან ან კონკრეტულად ჭურვის სიახლოევს.. არ გამოვრიცხავ საბრძოლო სროლებისას დამიზნებისას მომხდარიყო შეცდომა და ერთ ერთი ჭურვი სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილიყო, ან საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქებუიყო.. თავდაცვის საინისტრო რომ უღირსად იქცევა და იტყუება მგონი ფაქტია.ამეებსაც გასწავლიან მანდ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
LANA88 Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 სამწუხარო ფაქტია უფალმა გაანათლოს მათი სულები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 აი ოდნავ მაინც რომ მჯეროდეს რომ სწორ ანალიზს დადებენ... პირიქით, დარწმუნებული ვარ, დამალვას შეეცდებიან ფაქტების Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2011 (edited) 11 იანვარს, დილის თერთმეტ საათზე კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ აფეთქებას სამი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. 13 ჯარისკცი დაიჭრა. თავდაცვის უწყების ცნობით, პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნების დროს 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნის ჭურვი აფეთქდა, რაც წინასწარი ინფორმაციით, დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია. მომხდარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებს. ”თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დღეს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებს. როგორც იცით, ჩვენს დანაყოფებში ინტენსიური წვრთნები მიმდინარეობს, ერთ-ერთი ასეთი სწავლების დროს მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც გარდაიცვალა სამი ადამიანი და დაჭრილია ცამეტი. სავარაუდოდ, ეს გამოიწვია 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნის ჭურვის აფეთქებამ, რაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოწვეული იყოს ტექნიკური სეცდომით. გამოძიების დასრულებამდე წვრთნები შეჩერებულია”. ეს განცხადება დღის პირველ ნახევარში თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. კრწანისის სასწავლო ცენტრიდან რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფო გადაყვანილ ჯარისკაცებს პირველადო სამედიცინო დახმარება სწორედ იქ ჩაუტარდათ. საავადმყოფოს მთავარი ექიმმა პაპუნა ბახტაძემ მედიას დაწრილების შესახებ პირველი ინფორმაცია მიაწოდა: რუსთავის საავადმყოფოს მიმღები”შემოყვანილი დაჭრიკებიდან ოთხის მდგომარეობაა შედარებით მძიმე, მაგრამ ჩაუტარდათ სათანადო სამედიცინო დამხარება და მა სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება”. საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია პოლიციამ დილიდანვე გადაკეტა. ნათესავები ჯარისკაცებს ჯერ კრწანისის სასწავლო ცენტში ეძებდნენ, მოგვიანებით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. მართალია თავდაცვის უწყებამ აფეთქების მიზეზად ტექნიკური შეცდომა დაასახელა, რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია, რა ტიპის შეცდომა შეიძლება დაეშვათ სამხედროებს. სამხედრო ექსპერტი ნოდარ ეფრემიძე ფიქრობს, რომ შესაძლოა, წვრთნების დაწყების წინ ჯარისკაცებს არასათანადო ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ: ”120 მილიმეტრიანი ნაღმი თავისთავად საკმაოდ სახიფათოა, რადგან განადგურების არეალიც ფართო აქვს. ამიტომაც დასავდა ამდენი სამხედრო. ვფიქრობ, მიზეზი შეიძლება იყოს მაღალი რანგის ოფიცრების არაკომპეტენტურობა, უკონტროლობა ვითარებისა. როდესაც ასეთი ტიპის სწავლება იგეგმება, სამხედრო მოსამსახურეებს ყოველთვის უტარდებათ ინსტრუქტაჟი, დეტალებში უხსნიან ყველაფერს. ჩემი აზრით, სწორედ ამ პროცესში დაირღვა რაღაც და სათანადოდ ეს ინფორმაცია სამხედრო მოსამსახურეებამდე არ მიიტანეს”. მოგვინებით ოფიციალური კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის პრეს მდივანმა მანანა მანჯგალაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ დაღუპულების დაკრძალვის და დაჭრილების მკურნალობის ხარჯებს წესის მიხედვით სახელმწიფო გაიღებს. დაჭრილი ჯარისკაცების მდგომარეობა სტაბილურია. ჯარისკაცების ნაწილი გორის ჰოსპიტალში მოათავსეს, მსუბუქად დაჭრილები კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. სალომე მახარაძის განცხადებით მსგავსი მასშტაბის აფეთქება წვრთნების დროს ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არ მომხდარა. თუმცა აქ უნდა გავიხსენოთ, გასულ წელს სამხედრო პოლიგონზე ჯარისკაცების დაღუპვის რამდენიმე ფაქტი. მათ შორის, 2010 წლის 21 ივნისის ტრაგედია, როდესაც საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ასკილაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა თანამებრძოლმა. და 23 მარტის შემთხევა, როცა, გონიოს პოლიგონზე ისევ თანამებრძოლის ბრმა ტყვიას კაპრალი სოსო ჟვანია შეეწირა. http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2272798.html Edited January 12, 2011 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted January 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2011 ძალიან სამწუხაროავუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2011 გაირკვა რამე ? კულუარულად -ტორე კითხვა სააგენტოების მეც ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted January 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2011 kisaწვრთნების დროს ბრონეჟილეტებიც აცვიათ და კასკებიც აფარიათJonathan livingston120 მმ ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქება ამ ნაღმს რა ჯავშან ჟილეტი უშველის პასუხისგებაში უნდა მიეცეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ზემდგომი და ასევე ჯარისკაცების გაწვრთნის დროს დაშვებული შეცდომის გამო პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ინსტრუქტორები სამწუხარო ფაქტია მაგრამ სტანდარტული უნდა გამკაცრდეს და დაიხვეწოს წვრთნების სისტემები მეტი ყურადღებაა საჭირო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted January 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2011 (edited) საშინელებააა... ეეეეეეეეეეეჰ გენშტაბის უფროსმა გააკეთა განცხადება?-----------------მაგრამ არაფერს რომ არ გვეუბნებიან რა მოხოდა. ყველაფერს მალავენ და პრეს ცენტრის სამსახური რაღაცა სისულელე განცხადებებს აკეთებს... ავრანეთის ამბებს როგორც მალავენ ამასაც ისევე.. მდააააა Jonathan livingston ამ ნაღმს რა ჯავშან ჟილეტი უშველის პასუხისგებაში უნდა მიეცეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ზემდგომი და ასევე ჯარისკაცების გაწვრთნის დროს დაშვებული შეცდომის გამო პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ინსტრუქტორები სამწუხარო ფაქტია მაგრამ სტანდარტული უნდა გამკაცრდეს და დაიხვეწოს წვრთნების სისტემები მეტი ყურადღებაა საჭირო სანამ ასეთ განცხადებას გააკეტებდეს ვინმე ის მაინც უნდა იცოდეს თუ სად მოხდა... და როგორ მოხდა... 0 ინფორმაციაა და ასეთ განცხადებებს როგორ აკეთებთ მიკვირს.. Edited January 12, 2011 by PEPE. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.