planetanews Posted January 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2011 http://b.pix.ge/s/sbiem.jpg ლივერპულის მთავარი მწვრთნელი კენი დალგლიში გვარწმუნებს, რომ მას შეუძლია კვლავ გახადოს ტორესი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესo თავდამსხმელი. ესპანელი მისი ცუდი ფორმის გამო აშკარად ჩრდილში მოექცა. 22 თამაშში მან მხოლოდ ექვსჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. ტორესი ექვსი თვის განმავლობაში როის ხელში იყო, მან ვერ მოახერხა მისი ტაქტიკისთვის ალღოს აღება, ზოგიერთი კრიტიკოსი ამბობს, რომ მისი ქმედება მის სურვილს ასახავდა, ეს სურვილი კი კლუბის დატოვებაა. ფერნანდომ თამაშის ნახევარზე მეტი მოედანზე დაჰყო, როგორც ჩანს, კენი მისგან კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ ტორესმა დიდი წვლილი შეიტანა საკუთარი და თანაგუნდელების თავდაჯერებულ თამაშში: “აქ არ იყო მნიშვნელოვანი გოლის გატანა, მთავარია, რომ მათ ძალისხმევა არ დაიშურეს და ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს მოწინააღმდეგეს”. “ფერნანდო ტორესი ადრე, თუ გვიან დაიბრუნებს უწინდელ ფორმას, მას დიდი სურვილი გააჩნია და ნამდვილად შესწევს ამის ძალა”. “მან გააკეთა ყველაფერი, რომ დაგვხმარებოდა, მთავარია მას ჰქონდეს ჩვენი ნდობა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიბრუნოს”. “მე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ჩემი მთავარი მიზანია, დავეხმარო ნებისმიერ გუნდელს, ხოლო თუ ჩემი დახმარება შედეგს გამოიღებს ჩავთვლი, რომ მიმუშავია”. ასევე მან დაამატა: “მე ამ დროის განმავლობაში არ ვიყავი ლივერპულის მწვრთნელი, მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა თამაშს თვალს ვადევნებდი ტრიბუნიდან, ყოველთვის გუნდთან ერთად ვიყავი და მხარში ვედექი მას, უცებ კი როცა ამ შესანიშნავი გუნდის თავში ვარ, სულ სხვა გრძნობაა, მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ძველებურ ფორმაში ჩავდგებით”. წყარო: football365 View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts