Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - წინააღმდეგობის მოძრაობა: მოსაზრება, თითქოს წინააღმდეგობის მოძრაობა სახალხო კრების საპირწონედ შეიქმნა მცდარია


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/inashvili-150x150.jpgწინააღმდეგობის მოძრაობამ, სახალხო კრების წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს საგანგებო განცხადებით უპასუხა.

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დღეების მანძილზე საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის მისამართით მოსაზრებები გამოთქვეს სახალხო კრების წარმომადგენლებმა: ნონა გაფრინდაშვილმა და ელიზბარ ჯაველიძემ.

 

წინააღმდეგობის მოძრაობის წევრების განცხადებით, მათი მოძრაობის შექმნა სახალხო კრების საპირწონედ არ მომხდარა და ეს მცდარი ინფორმაციაა.

 

“ვაფიქსირებთ რა, ჩვენს გულწრფელ პატივისცემას, როგორც ქალბატონი ნონასა და ბატონი ელიზბარის, ისე წარმომადგენლობითი სახალხო კრების სხვა წევრებისადმი, თავს ვალდებულად ვთვლით, გავაკეთოთ შემდეგი განმარტება: მოსაზრება, თითქოს წინააღმდეგობის მოძრაობა შეიქმნა კრების საპირწონედ, მცდარია. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ერთი მიზანი- სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, წინააღმდეგობის მოძრაობისა და სახალხო კრების ფორმატი განსხვავებულია და ამაში ნეგატიურს და მითუმეტეს, მტრულს ვერაფერს ვხედავთ. ასევე მცდარია მოსაზრება, თითქოს წინააღმდეგობის მოძრაობა კრების წარმომადგენელთა გადმობირებას ეწევა. ჩვენ ღია, საჯარო მოძრაობას ვქმნით და ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომელ მოძრაობასა, თუ არასამთავრობო ორგანიზაციაშია გაწევრიანებული იგი, უფლება აქვს შემოუერთდეს წინააღმდეგობის მოძრაობის დეკლარაციას”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელის ირმა ინაშვილის განცხადებით ბოლო დროს მოძრაობასთან მიმართებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებები ვრცელდება, რასაც ის სამწუხაროს უწოდებს.

 

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებულია, რადგან ჩვენ და სახალხო კრებას სრულიად განსხვავებული ფუნქცია გვაქვს. კრება გულისხმობს სახალხო წარმომადგენელთა შეკრებას და კრების ყრილობის გადაწყვეტილებების საფუძველზე სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ კონკრეტული ღონისძიებების გატარებას, ხოლო წინააღმდეგობის მოძრაობა გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით წინააღმდეგობის ფრონტის გახსნას, რაც, ვფიქრობთ, აბსოლუტურად არ ეწინააღმდეგება და მითუმეტეს, არ იკვეთება კრების მიზნებთან. პირიქით, ეს ორი პროცესი ერთმანეთეს ავსებს”,- განაცხადა ინაშვილმა.

 

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს წინააღმდეგობის მოძრაობას კავშირი აქვს ირაკლი ოქრუაშვილთან, ეროსი კიწმარიშვილთან, თუ „ქართულ პარტიასთან“.

 

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობას არავითარი კავშირი არა აქვს არც ოქრუაშვილ-კიწმარიშვილის დუეტთან და არც „ქართულ პარტიასთან“. უფრო მეტიც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი არა ერთი დანაშაულისათვის სამაგალითოდ უნდა გასამართლდნენ სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი და ერასტი კიწმარიშვილი და მოიკვეთონ ისინი საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი სივრციდან. ამავე დროს ვადასტურებთ, რომ ჩვენი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს შოთა გლურჯიძეს თითქმის 40 წლის მეგობრობა აკავშირებს გია გაჩეჩილაძესთან (უცნობთან), ისევე როგორც ყოველ ჩვენგანს ახლო მეგობრობა და პირადი ურთიერთობა გვაკავშირებს სხვადასხვა პარტიებისა, თუ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან… მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში ადგილი აქვს რაიმე პოლიტიკურ ალიანსს”,- განაცხადა ინაშვილმა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...