planetanews Posted January 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2011 11 იანვარს, 11.00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში რვა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან. შეხვედრაზე საუბარი რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ღირებულების გაზრდას შეეხება. 11 იანვარს, 12.00 საათზე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეზოში ლაშა ჩხარტიშვილი, ალექსანდრე შალამბერიძე და დევნილები პრესკონფერენციას გამართავენ.თემა: `დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა”. 11 იანვარს, 12.00 საათზე, პროფკავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია პრესკონფერენციას გამართავს.თემა: “საქალაქთაშორისო სამარშრუტო რეისებით მგზავრობა, ქვეყნის დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებებით უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, გაძვირდება”.მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/43 11 იანვარს, 12.00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთიდან დევნილ, ობოლ და ინვალიდ ბავშვთა დახმარების ფონდი დევნილ პატარებს და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს საახალწლო საჩუქრებს გადასცემს.მის: მუხიანი, გომბორიძის ქუჩა, ნანა დედოფლისა და მირიან მეფის სახელობის ეკლესია, მუხიანიდან თემქის გადასახვევთან 11 იანვარს, 13.00 საათზე, პ/გ “ქართული დასი” ბრიფინგს გამართავს.თემა: “ქართული დასის” ახალი პროექტის “იცნობდე საკუთარ სამშობლოს” პრეზენტაცია” გაიმართება.მის: ვაჩნაძის ქ. #7(პარტიის ცენტრალური ოფისი) იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts