planetanews Posted January 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/gadacemis-tema-7-noemberi-300x280.jpgბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, წინააღმდეგობის მოძრაობამ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელსაც “ჯეოტოპნიუსი” უცვლელად გთავაზობთ. ბოლო დღეების მანძილზე საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის მისამართით მოსაზრებები გამოთქვეს სახალხო კრების წარმომადგენლებმა: ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა და ბატონმა ელიზბარ ჯაველიძემ. ვაფიქსირებთ რა, ჩვენს გულწრფელ პატივისცემას, როგორც ქალბატონი ნონასა და ბატონი ელიზბარის, ისე წარმომადგენლობითი სახალხო კრების სხვა წევრებისადმი, თავს ვალდებულად ვთვლით, გავაკეთოთ შემდეგი განმარტება: მოსაზრება, თითქოს წინააღმდეგობის მოძრაობა შეიქმნა კრების საპირწონედ, მცდარია. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ერთი მიზანი- სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, წინააღმდეგობის მოძრაობისა და სახალხო კრების ფორმატი განსხვავებულია და ამაში ნეგატიურს და მითუმეტეს, მტრულს ვერაფერს ვხედავთ. ასევე მცდარია მოსაზრება, თითქოს წინააღმდეგობის მოძრაობა კრების წარმომადგენელთა გადმობირებას ეწევა. ჩვენ ღია, საჯარო მოძრაობას ვქმნით და ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომელ მოძრაობასა, თუ არასამთავრობო ორგანიზაციაშია გაწევრიანებული იგი, უფლება აქვს შემოუერთდეს წინააღმდეგობის მოძრაობის დეკლარაციას. ირმა ინაშვილი. წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი:“ ამ ბოლო დროს ჩვენთან მიმართებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებები ვრცელდება და ძალზედ სამწუხაროა, როცა ჩვენთვის უარესად საპატივცემულო ადამიანები (მაგალითად, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი და ბატონი ელიზბარ ჯაველიძე) კრების ალტერნატიულ მოძრაობად მოგვიხსენიებენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებულია, რადგან ჩვენ და სახალხო კრებას სრულიად განსხვავებული ფუნქცია გვაქვს. კრება გულისხმობს სახალხო წარმომადგენელთა შეკრებას და კრების ყრილობის გადაწყვეტილებების საფუძველზე სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ კონკრეტული ღონისძიებების გატარებას, ხოლო წინააღმდეგობის მოძრაობა გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით წინააღმდეგობის ფრონტის გახსნას, რაც, ვფიქრობთ, აბსოლუტურად არ ეწინააღმდეგება და მითუმეტეს, არ იკვეთება კრების მიზნებთან. პირიქით, ეს ორი პროცესი ერთმანეთეს ავსებს. გეტყვით იმასაც, რომ ბოლო პერიოდში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს წინააღმდეგობის მოძრაობას კავშირი აქვს ირაკლი ოქრუაშვილთან, ეროსი კიწმარიშვილთან, თუ „ქართულ პარტიასთან“. კვლავ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობას არავითარი კავშირი არა აქვს არც ოქრუაშვილ-კიწმარიშვილის დუეტთან და არც „ქართულ პარტიასთან“. უფრო მეტიც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი არა ერთი დანაშაულისათვის სამაგალითოდ უნდა გასამართლდნენ სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი და ერასტი კიწმარიშვილი და მოიკვეთონ ისინი საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი სივრციდან. ამავე დროს ვადასტურებთ, რომ ჩვენი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს შოთა გლურჯიძეს თითქმის 40 წლის მეგობრობა აკავშირებს გია გაჩეჩილაძესთან (უცნობთან), ისევე როგორც ყოველ ჩვენგანს ახლო მეგობრობა და პირადი ურთიერთობა გვაკავშირებს სხვადასხვა პარტიებისა, თუ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან… მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში ადგილი აქვს რაიმე პოლიტიკურ ალიანსს”, – ნათქვამია განცხადებაში. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts