planetanews Posted January 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2011 http://a.pix.ge/o/7wt1g.jpgდანიელ ოდონელი იმ ერთ-ერთთაგანია, რომელიც თბილისის “დინამოში” მიიწვიეს და რომელიც “ლივერპულში” 2 წელი, 2005/07 წლებში თამაშობდა … მოკლე ინფორმაცია ფეხბურთელზე: დანიელი “ლივერპულის” 18-წლიანთა გუნდს კაპიტნობდა და მის ერთ-ერთ უმთავრეს იმედად ითვლებოდა. 2005 წელს მთავარ გუნდში გადაიყვანეს და იმავე წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე წაიყვანეს, სადაც 5-ნომრიანი მაისურა მოირგო. დანიელმა სულ რაღაც შვიდი შეხვედრა ჩაატარა “ლივერპულში” და შემდეგ დაბალი დივიზიონის “ქრიუში” გაუშვეს. 2006 წელს წინასასეზონო მატჩებში “ქრიუს” წინაააღმდეგ იმდენად კარგად ითამაშა, რომ კლუბმა მის ექვსთვიან იჯარაში 300 ათასი გირვანქა გადაიხადა. თუმცა ოდონელს “ლივერპულის” დატოვება არ სურდა. “შრიუსბერიში” 2010 წელს ჩაირიცხა, კონტრაქტის დასრულების შემდეგ კლუბი დატოვა და საქართველოს მოაშურა. გთავაზობთ ფეხბურთელის ინტერვიუს, რომელიც ჟურნალი “ლელოს” კორეპონდენტმა ჩამოართვა. - დანიელ, თბილისის “დინამოზე” რაიმე გსმენია?- რა თქმა უნდა, წამოსვლამდე ინტერნეტში ბევრი რამ მოვიძიე. დიდი ტრადიციის კლუბია, ისეთის, რომლითაც აღმოსავლეთ ევროპაში ბევრი კლუბი თავს ვერ მოიწონებს. ლივერპულში ახლაც კარგად ახსოვთ და ვერ ივიწყებენ იმ შოკს, როდესაც თბილისის “დინამომ” “ლივერპულს” 3:0 მოუგო. ქართველის ხსენებაზე ინგლისში ყველას ახსენდება გიორგი ქინქლაძე, სასწაული ფეხბურთელი, თემურ ქეცბაიას მიერ “კროაციასთან” გატანილი გოლი და სარეკლამო ბანერზე დარტყმა. საერთოდ, ქართველი ფეხბურთელის ხსენებაზე აუცილებლად ტექნიკურ ფეხბურთელს წარმოიდგენენ. ვიმედოვნებ, აქ ტყუილად არ ჩამოვსულვარ, “დინამოს” ხემძღვანელობას მოვეწონები და ჩავირიცხები. - “ლივერპულში” და თუნდაც პირველ ინგლისურ დივიზიონში ნათამაშევი ინგლისელი ახალგაზრდის საქართველოში ჩამოსვლა გაუგებარია – აქ რაღა პერსპექტივას ხედავ? - ეს ახალი შესაძლებლობები, ახალი არეალია, საიდანაც ევროპაში თამაშის და დაწინაურების პერსპექტივა ჩანს, “დინამოს” ისტორიაც ამაზე მეტყველებს. თან მითხრეს, რომ ახლა კლუბში გაძლიერებასა და ევროპაში ღირსეულად თამაშზე ფიქრობენ. ინგლისში სწორედ ეს პერსპექტივა ვერ დავინახე. - “ლივერპული” რატომ დატოვე, როდესაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის განაცხადშიც იყავი?- ჩემი ნებით არც წამოვსულვარ. ეს რაფა ბენიტესის “დამსახურებაა” და მას დღემდე “თბილად” ვიხსენებ. მაშინ 18 წლის ბიჭი ვიყავი, “ლივერპული” დიდი კლუბია და იმ ასაკში ძირითადში მოსახვედრად მზად არ ვიყავი, მაგრამ 1-2 წელი საკმარისი იქნებოდა. ვგრძნობდი, თამაში შემეძლო, მაგრამ მოვიდა ბენიტესი და კლუბის მმართველები დაარწმუნა, რომ ბავშვთა ფეხბურთსა და ახალგაზრდებზე გაუმართლებლად ბევრ ფულს ხარჯავდნენ, მზა ფეხბურთელები ვიყიდოთ, ვინც ძირითადში ვერ ხვდება, გავყიდოთო და პირველი მე გამყიდეს. არადა, ჰიიპია პატარა ძმასავით მზრდიდა, ალონსოსთანაც კარგად ვიყავი. ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ამბობდნენ, რომ ჰიიპია მე უნდა შემეცვალა. სამწუხაროდ, ბენიტესმა ეს იმედები ჩამიკლა, “ქრიუ” და “შრიუსბერი” კი დაბალ დივიზიონში თამაშობენ და ყურადღებას თითქმის არ მაქცევდნენ. მესმის, უცნაურია ინგლისიდან საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ “დინამოში” ევროთასებზე გამოსვლას ვიმედოვნებ, რაც მაინც სხვა პერსპექტივაა. ამჟამად კი “ლივერპულთან” მხოლოდ ის მაკავშირებს, რომ ლივერპულში ვცხოვრობ და ჩემი საყვარელი კლუბია.- “დინამო” საინტერესო კლუბია, მაგრამ ლივერპულის შემდეგ თბილისი რამდენად მიმზიდეველია?- კარგია, ჩემი ჩამოსვლა თქვენებურ შობას რომ დაემთხვა. მე და კრის ბრაიტმა თბილისი დავათვალიერეთ და გაოცებული დავრჩით, ლამაზ ქალაქში მოვხვედრილვართ. საღამოსაც ვისეირნე და გამიკვირდა, ხალხი გარეთ რა თავისუფლად დასეირნობდა. ლივერპულში ასე ვერ გაივლი, იქ საღამოს ქუჩაში იარაღიანი მძარცველი რომ გადმოგიხტეს, ჩვეულებრივი ამბავია. სხვათა შორის, ინტერნეტში საქართველოს ისტორიასაც გავეცანი და აღმოვაჩინე, რომ საინტერესო ქვეყანაში მოვდიოდი. არადა ადრე, რუსეთი მეგონა. თურმე სხვაგვარი ხალხია, ვიდრე რუსეთში, უჩვეულო სითბო ახასიათებთ. მეგობრებს ამას აუცილებლად ვეტყვი. ნამდვილად კარგად განვეწყვე. გაზეთი “ლელო” View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts