Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საახალწლო ოცნების ასრულების ცრუ განგაში


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/fuli.jpgრა შეიძლება ინატრო ახალ წელს? ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა, ბევრი ფული და . . . მოდით დანარჩენი ყველა ნატვრა ყველამ ჩვენთვის დავიტოვოთ.

 

ყველაფრის მიუხედავად, ყველას გვჯერა, რომ ახალი წელი და შობა, სწორედ, ის დღესასწაულია, როდესაც ოცნებები ხდება.

 

ჩათვალეთ, სწორედ, შობა ახალი წლის დღეებში მეც იმ ფიქრითა და აზრით ვიყავი შეპყრობილი, რომ ჩემი ოცნებები ამისრულდებოდა. არ მოგაბეზრებთ თავს და არ ჩამოვთვლი ჩემ ოცნებებს, მაგრამ ერთ რამეს გაგანდობთ, ბევრ ფული და მითუმეტეს 950 000 ევრო ჩემი ახალი წლის ნატვრა ნამდვილად არ ყოფილა.

 

ამ ყველაფერს ხელი იმაში არ შეუშლია, რომ ერთ მშვენიერ დღეს, რომელიც თავიდან მართლაც მშვენიერი იყო, დილით ჩემ მობილურ ტელეფონზე იმ “ნანატრი” შეტყობინების ზარი გამეგო, რომელსაც, ალბათ ყველა “ისურვებდა”.

 

მოკლე ტექსტური გზავნილი, რომელიც შემდეგი ნომრიდან იყო მოსული (+421918426756) ინგლისურ ენაზე, თავდაპირველად, 950 000 ევროს მოგებას მილოცავდა, ხოლო შემდეგ, ჩემი მონაცემების მეილზე გადაგზავნას მთხოვდა.

 

ვერ გეტყვით რა შეიძლება მას შემდეგ მომხდარიყო, რაც ჩემ პირად მონაცემს მეილზე 56833@ცნ გავგზავნიდი, თუმცა გაგიმხელთ, რომ ცდუნება მართლაც დიდი იყო.

 

გახარებულმა, თავდაპირველად, იმაზე ფიქრიც კი დავიწყე, რაიმე გათამაშებაში ხომ არ მქონდა მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ყველანაირი იმედის გადაწურვის შემდეგ, გადავწყვიტე ეს ყველაფერი დამეწერა და თქვენთვის ჩემი საახალწლო ოცნების ასრულების ცრუ განგაში მომეყოლა.

 

რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, კი ისიც აღმოვაჩინე, რომ მსგავსი შეტყობინება ჩემ მეგობარსაც მიუღია, თუმცა მას ჩემზე უფრო მეტად გაუმართლა და მის მიერ მოგებული თანხა მილიონს შეადგენდა. ჩემი აღმოჩენები ამით არ დასრულებულა, მეგობრებმა რომელთაც ეს ამბავი მოვუყევი ერთხმად აღიარეს, რომ მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება და ეს ყველაფერიც მხოლოდ დაგეგმილი თაღლითობაა და მეტი არაფერი. თუმცა, ახალი წლის დღეებში, ეს თაღლითობა განსაკუთრებულ ელფერს იძენს.

 

ცნობისმოყვარეობის გამო და იქიდან გამომიდინარეც, რომ ჩემი მობილური “ჯეოსელის” ქსელშია ჩართული გადავწყვიტე, სწორედ მათგან გამეგო რაიმე ინფორმაცია.

 

ჯეოსელში განაცხადეს, რომ მსგავსი სახის შეტყობინება უამრავმა აბონენტმა მიიღო, ხოლო გზავნილი სლოვაკეთის კოდიდან იყო გამოგზავნილი. მათი განცხადებით, ეს “სპამ” შეტყობინებებია, რომელსაც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.

 

ასე დასრულდა ჩემი განუხორციელებელი საახალწლო ოცნების ცრუ განგაში. თუმცა გამოგიტყდებით, რომ თუნდაც, ერთი წამით იმის გაფიქრება, რომ 950 000 ევროს მფლობელი ხარ, თურმე მშვენიერი განცდა ყოფილა. არ გისურვებთ მსგავსი ცრუ განგაში თქვენც გამოსცადოთ, თუმცა საახალწლოდ ყველას სურვილების რეალურად ასრულებას გისურვებთ.

 

თიკა ჩხარტიშვილი

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...