planetanews Posted January 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/vano3-150x150.jpgგურიასა და სამეგრელოში შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, პოლიციის ახალი შენობები გახსნა. სამეგრელოს რეგიონში მარტვილის პოლიციის სამმართველოს ახლად აშენებული შენობის გახსნას პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ზაზა გოროზიაც დაესწრო. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ შენობაში იმუშავებს ორმოცდახუთი პოლიციელი და განყოფილება მარტვილის რაიონის ოცდარვა სოფელს მოემსახურება. პოლიციელები საქმიანობას უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში გააგრძელებენ. რაც შეეხება გურიის რეგიონს, აქ პოლიციის ახლადაშენებული განყოფილება ურეკში გაიხსნა. განყოფილებაში განთავსებულია ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი, აჭარისა და გურიის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს გურიისა და ქობულეთის განყოფილება. შენობაში იმუშავებს ორმოცდაათი პატრულ-ინსპექტორი, თვრამეტი დეტექტივ-გამომძიებელი და უბნის ისპექტორი. 2010 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პოლიციის სამოცი ახალი შენობა გახსნა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts