Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მოძრაობა “არა” მარი მაზიაშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/ara1.jpgმოძრაობა “არა” სახალხო დამცველს მარი მაზიაშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე რეაგირებას სთხოვს.

 

როგორც, “ექსპრესნიუსს” მოძრაობა “არას” ერთერთმა ხელმძღვანელმა, თიკო ნიბლოშვილმა განუცხადა, მარი მაზიაშვილზე უკვე მეორედ განხორციელდა გატაცებისა და დაშინების ფაქტი.

 

“მარი არის მოძრაობა “არას” საპატიო წევრი. 6 იანვარს, უკვე მეორედ, მას დაემუქრნენ და მოსთხოვეს აღარ ევლო აქციებზე. ასევე, უთხრეს, რომ ეს იყო საბოლოო გაფრთხილება.”- განაცხადა თიკო ნიბლოშვილმა.

 

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ მარიზე განხორციელდა ძალადობა. ორმა გაურკვეველმა პირმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით წაიყვანა მიაყენეს ფიზიკური შეურაცყოფა და იქვე მიატოვეს.

 

“აღსანიშნავია რომ, მარიამი არის მოძრაობა “არას” ძალიან აქტიური წევრი. ის ხშირად დადის აქციებზე ოჯახთან ერთად და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მისი აქტიურობის გამო ხდება. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ შევხვდით სახალხო დამცველს და ვაპირებთ, რომ პროკურატურას მივმართოთ დაიწყოს ამ საქმის გამოძიება. აღსანიშნავია, რომ პირველ შემთხვევაზეც მივმართეთ პროკურატურას, საქმე აღიძრა. თუმცა, ამჟამად შეჩერებულია”- აღნიშნა ნიბლოშვილმა.

 

მოძრაობა “არა” იმედს გამოთქვამს, რომ სახალხო დამცველი შესაბამის რეაგირებას მოახდენს ამ ფაქტთან დაკავშირებით.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...