planetanews Posted January 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/pirates.jpgსომალელი მეკობრეების მიერ დაკავებული ბერძნული გემის მფლობელი გამოსასყიდის ნაწილის გადახდისთვის მზად არის. ამის შესახებ, საქართვეოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. “ჩვენ კავშირზე ვართ გემთმფლობელთან და მის ადვოკატებთან, რომლებიც თავის მხრივ, ვითარებას სადაზღვევო კომპანიასთან არკვევენ. ჩვენი ინფორმაციით, საუბარია გარკვეულ თანხაზე, რომლის გადახდის მზადყოფნა გემთმფლობელის მხრიდან უკვე არსებობს, თუმცა ეს ის თანხა არ არის, რომელსაც მეკობრეები ითხოვენ. შესაბამისად, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების პროცესი სამწუხაროდ, მარტივად და სწრაფად ვერ დასრულდება”, – განაცხადა კალანდაძემ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, ბერძნულ გემზე მომუშავე 15 ქართველი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფება. გამოსასყიდის გადაუხდელობის შემთხვევაში მეკობრეები მათი დახვრეტით იმუქრებიან. თანხა, რომელსაც ისინი ასახელებენ, ერთ მილიონ დოლარს შეადგენს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts