Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - რომელი ქართული ძეგლების რესტავრაცია შეიძლება, განხორციელდეს თურქეთის ტერიტორიაზე, ჯერჯერობით უცნობია


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/kalandadze-nino-150x150.jpgრომელი ქართული ძეგლების რესტავრაცია შეიძლება, განხორციელდეს თურქეთის ტერიტორიაზე, ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით ვერ ასახელებს.

 

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ამ ქართული ძეგლების ჩამონათვალი, ჯერჯერობით, უცნობია.

 

კალანდაძის განცხადებით, სანაცვლოდ რომელი ძეგლების რესტავრაციას მოითხოვს თურქული მხარე, უცნობია.

 

“ქართულ-თურქულ კომისიებს შორის მოლაპარაკებების ოქმი გაფორმდა. კონკრეტულად, რომელი ძეგლი აღდგება, ოქმის ხელმოწერის შემდეგ გახდება ცნობილი. ოქმი თურქულ მხარეს გადაეგზავნა და ქართული მხარე საპასუხო ხელმოწერას ელოდება. ოქმით რამდენიმე შეთანხმებაა გათვალისწინებული. თუ ეს შეთანხმება ამ ფორმით დარჩება ძალაში, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების რესტავრაცია განხორციელდება, ჩვენ კი თურქულ მხარეს შესაძლებლობას მივცემთ, ის ძეგლები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზეა, მაგრამ თურქულ ძეგლებადაა აღიარებული, ყველა წესის დაცვით აღდგეს და მათი დაცვა შესაძლებელი იყოს”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორ ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ხანძთის, ოშკის, იშხნისა და ოთხთა ეკლესიის რეაბილიტაციის სანაცვლოდ საქართველოში სამი მეჩეთის განახლება და ერთის აშენება იგეგმება.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...