Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ზაზა კაკაბაძის მკვლელობაში არასრულწლოვანი ბრალდებულების ჩვენება ერთმანეთს არ ემთხვევა


Recommended Posts

ზაზა კაკაბაძის მკვლელობაში არასრულწლოვანი ბრალდებულების ჩვენება ერთმანეთს არ ემთხვევა.

 

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განსასჯელების ალიხანაშვილის, კიკნაძის, მამუჩარაშვილის, ეგიაზაროვის და მანუკიანის პროცესი გაიმართა.

 

სასამართლომ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა და დღევანდელ პროცესზე თავად ბრალდებულები დაიკითხნენ.

 

არასრულწლოვანი მანუკიანის განცხადებით, ის, იმ პერიოდში, როდესაც მკვლელობა მოხდა, ადგილზე მანქანაში იმყოფებოდა. მთავარი განსასჯელის ტარიელ ალიხანაშვილის მტკიცებით, კი მათ გოგონა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიზე დატოვეს და მკვლელობის დროს ადგილზე არ იყო.

 

დღევანდელ პროცესზე, მანუკიანმა დაწვრილებით გაიხსენა ის ფაქტი, როდესაც მკველობა მოხდა. მისი თქმით, ალიხანაშვილი, კიკნაძე და თვითონ გარდაცლილ კაკაბაძეს შეხვდნენ, მანქანაში მან ალიხანაშვილი და კაკაბაძე ერთმანეთს გააცნო და მანქანიდან გადმოსვლას აპირებდა, როდესაც გასროლის ხმა გაიგონა.

 

არასრულწლოვანი გოგონას ჩვენებით, ალიხანაშვილი და კიკნაძე, ზაზა კაკაბაძის დაყაჩაღებას აპირებდნენ. ასევე, მისი თქმით თავად ზაზა კაკაბაძე ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, ხოლო თავად მანუკიანს ნარკოტიკებთან შეხება არასდროს არ ჰქონია.

 

მანუკიანი ჩადენილ დანაშულს აღიარებს და ინანიებს.

 

დღევანდელ პროცესზე, ასევე დაიკითხა ბრალდებული ეგიაზაროვი, რომლის სახლშიც ბრალდებულებმა ღამე გაათენეს და ტარიელ ალიხანაშვილს, სწორედ მისი შარვალი ეცვა. დაკავებულმა განაცხადა, რომ მასთან მისულ ალიხანაშვილს მან შარვლის გამოვცლა თავად შესთავაზა იმ მოტივით, რომ ჭუჭყიანი იყო. თუმცა ეგიაზაროვი ალიხანაშვილის შარვალზე სისხლის კვალს უარყოფს. მანუკიანის მტკიცებით, კი შარვალი, სავარაუდოდ, ზვიად კაკაბაძის სისხლით იყო დასვრილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში შემდეგი პროცესი 17 იანვარს არის ჩანიშნული და სავარაუდოდ, სასამართლო დაკავებულს საბოლოო განაჩენს გამოუტანს.

 

როგორც ცნობილია არასრულწლოვანმა ტარიელ ალიხანაშვილმა გიორგი კიკნაძისა და მისი მეუღლის მანუკიანის დახმარებით ზაზა კაკაბაძე მოკლა. ალიხანაშვილის განცხადებით, მან მკვლეობა იმ მოტივით ჩაიდინა, რომ კაკაბაძემ მისი შეყვარებული რაფაელა დრესნერი გააუპატიურა. თავად დრესნერი გაუპატიურების ფაქტს უარყოფს. მისი განცხადებით ის გარდაცვლილ კაკაბაძეს საერთოდ არ იცნობდა.

 

გიორგი კიკნაძეს, ტარიელ ალიხანაშვილს, მ.მამუჩარაშვილს, ე.ეგიაზაროვს და მარიანა მანუკიანს ბრალი 109-ე მუხლის I ნაწილის ,,დ ქ/პ, სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილები, სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ ქ/პ, III ნაწილის ,,ა ქ/პ და სსკ-ის 357-ე მუხლით აქვთ წაყენებული.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...