planetanews Posted January 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2011 ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის თურქეთის 76 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. აცხადებს თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ბინალი ილდირიმმა “TREND”-თან ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის დასრულება 2012 წლის ბოლომდე იგეგმება. მისივე თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის ფარგლებში ორი გვირაბის, 12 მიწისზედა გადასასვლელის და თურქეთ-საქართველოს საზღვარზე რკინიგზის ერთი სადგურის მშენებლობა იგეგმება. მოცემულ მონაკვეთზე მოძრაობის სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება. ილდირიმის თქმით, სამშენებლო სამუშაოები საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 28 კმ-იან მონაკვეთზეც მიმდინარეობს. ამასთან, თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის პროგნოზით, 2012 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მისი საშუალებით 1.2 მლნ ადამიანის გადაყვანა და 3.5 მლნ ტონა ტვირთის გადატანა იგეგმება. 2034 წლისთვის კი მგზვრთა ნაკადის მოცულობა – 7.8 მლნ-მდე, ხოლო ტვირთის გადატანა 21.5 მლნ ტონამდე გაიზრდება. ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას, ჯერ კიდევ, 2007 წლის 22 ნომბერს ჩაეყარა საფუძველი. პროექტის დასრულების თარიღად 2013 წელი სახელდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts