planetanews Posted January 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/Tallinn_Estonia-150x150.jpgსაქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრსრტუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ესტონეთში ვიზიტისას, ესტონეთის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. ქართული და ესტონური რეგიონების დამეგობრების მიზნით, უახლოეს მომავალში ესტონეთის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ასოციაციაციის ხელმძღვანელობა საქართველოს ეწვევა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ნიკოლაიშვილმა ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტი ოტეპე მოინახულა. აღსანიშნავია, რომ დაიგეგმა ოტეპეს სვანეთთან დამეგობრება. საქართველოს რეგიონული განვითრების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ტეჰვანდის სპორტული ცენტრი დაათვალიერა, სადაც 22-23 იანვარს, მსოფლიო სათხილამურო ჩემპიონატი გაიმართება. მოგვიანებით, ქართველი მინისტრი ესტონეთის რეგიონში მცხოვრებ ოჯახს ესტუმრა, რომელიც ხის კოტეჯში ცხოვრობს, იქამდე კი, ხის კოტეჯების მწარმოებელი ქარხანა მოინახულა. ასეთი სახლები, იდეალურია, როგორც ზამთარში ისე ზაფხულში ცხოვრებისა და დასვენებისათვის. ხის სახლები ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საცხოვრებელია. მათი ექსპლუატაციის ვადა 300 წელია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts